18-19 თებერვალს ფეისბუქსა და ტიკ-ტოკზე გავრცელდა 6 წამიანი ვიდეო, რომელზეც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს კოცნის.
სალომე ზურაბიშვილის და ჯო უილსონის ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და რეალობას არ ასახავს.
15 თებერვალს ამერიკელმა კონგრესმენა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ფოტო X-ზე გამოაქვეყნა. უილსონმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია, “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სანქცების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსმა საინფორმაციო ბარათის სახით ფეისბუქზე გამოაქვეყნა. გავრცელებული ვიდეოს გენრირებისთვის სწორედ IPN-ის საინფორმაციო ბარათი იყო გამოყენებული, 6-წამიან ვიდეოზე ჩანს სააგენტოს ლოგო.
ფეისბუქზე-გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი ვერსიის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩანს ლოგოები MINIMAX და Hailuo AI. MINIMAX-ი AI ჩატბოტია, ხოლო Hailuo AI ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, რომელსაც ვიზუალური და აუდიო მასალების გენერირება შეუძლია.
აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფოტოს ატვირთვის შემდეგ მისი გამოყენებით სასურველი ანიმაცია შექმნას.
სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო დისკრედიტაციის კამპანიები ხშირად ატარებს გენდერულ ხასიათს.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.