სალომე ზურაბიშვილის AI-ით გენერირებული ვიდეო თაღლითობის მიზნით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სალომე ზურაბიშვილი
187
VIEWS

17 დეკემბერს ფეისბუკზე (1, 2) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეო რუსულ ენაზე გავრცელდა. ვიდეოს ერთვის რუსულენოვანი აღწერა, რომელიც ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება: სალომე ზურაბიშვილმა აღიარა თუ როგორ შოულობს ფულს. ახლა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გახდეს მილიონერი. 

ინტერვიუს მიხედვით, 700-ლარიანი ინვესტიციით, მოქალაქეები 30 000 ლარის მიღებას შეძლებენ.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული ვიდეო Skynews – ის 2024 წლის 28 ოქტომბრის ინტერვიუდანაა აღებული, რომელიც ინგლისურ ენაზეა. ვიდეო რედაქტირებულია და  როგორც ჟურნალისტის, ისე პრეზიდენტის ხმა რუსულ ენაზე, პროგრამულად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. 

2024 წლის 28 ოქტომბერს ბრიტანულ მედიაში Sky News საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ფეისბუკ-გვერდებზე გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ ინტერვიუდანაა აღებული. ზურაბიშვილი ჟურნალისტთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ არჩევნებში, რეალურად პროევროპულმა პარტიებმა გაიმარჯვეს.

salome zurabishvilis AI ith generirebuli video thaghlithobis miznith vrtseldeba1 სალომე ზურაბიშვილის AI-ით გენერირებული ვიდეო თაღლითობის მიზნით ვრცელდება
წყარო: news.sky.com

ავთენტიკურ ვიდეოში ინტერვიუ ინგლისურ ენაზეა. რუსული ხმა კი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ერთვის, პროგრამულად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და მოგვიანებით გადადებული. როგორც ზურაბიშვილის, ასევე პრეზიდენტის პირის მოძრაობა პროგრამულად იმგვარადაა შეცვლილი, რომ რუსულ ტექსტს დაემთხვას. ვიდეო რომ რედაქტირებულია, ამაზე Truemedia.org -ც მიუთითებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და deepfake-ების ამომცნობი ხელსაწყოა. 

  • რა ვიცით ფეისბუქ გვერდებზე?

გვერდი Business breakthroughs, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, 31 აგვისტოსაა შექმნილი და 17 ოქტომბრის 15:00 საათის მონაცემებით, 11 მოწონება აქვს. ამ დროისთვის მხოლოდ 8 პოსტი აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ზურაბიშვილის ვიდეო გვერდის პოსტების ველში (timeline) არ ჩანს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პოსტი კონკრეტულ აუდიტორიაზეა გამიზნული და მხოლოდ რეკლამებში ჩანს. ამ გვერდის სხვა პოსტები ინგლისურ ენაზეა.

salome zurabishvilis AI ith generirebuli video thaghlithobis miznith vrtseldeba2 სალომე ზურაბიშვილის AI-ით გენერირებული ვიდეო თაღლითობის მიზნით ვრცელდება

მეორე გვერდი Art of Glam  4 აგვისტოს შეიქმნა და 17 ოქტომბრის 15:00 საათის მონაცემებით, 21 მოწონება აქვს. გვერდზე სულ 5 პოსტია გამოქვეყნებული და  Business breakthroughs – ის მსგავსად, სალომე ზურაბიშვილის ვიდეო არც Art of Glam -ის პოსტების ველში იძებნება, შესაბამისად, პოსტი აქაც კონკრეტულ აუდიტორიაზეა გათვლილი და დარეკლამებული.

salome zurabishvilis AI ith generirebuli video thaghlithobis miznith vrtseldeba3 სალომე ზურაბიშვილის AI-ით გენერირებული ვიდეო თაღლითობის მიზნით ვრცელდება

ორივე პოსტს ვებ-საიტზე newsgeorgiee.com გადავყავართ, რომელსაც ქართული მედიის “კვირის პალიტრის” კლონირებული ვიზუალი აქვს და ამავე მედიის საიტის მისამართიცაა მითითებული. აღნიშნული ვებ-საიტი თაღლითობის მიზნითაა შექმნილი და “კვირის პალიტრის” მიმსაგავსებით სანდოობის მოპოვებას ცდილობს. ვებ-საიტების რეგისტრაციის საძიებო ხელსაწყოს whois.domaintools.com – ის თანახმად, გვერდი 8 დეკემბერსაა რეგისტრირებული. 

salome zurabishvilis AI ith generirebuli video thaghlithobis miznith vrtseldeba4 სალომე ზურაბიშვილის AI-ით გენერირებული ვიდეო თაღლითობის მიზნით ვრცელდება salome zurabishvilis AI ith generirebuli video thaghlithobis miznith vrtseldeba5 სალომე ზურაბიშვილის AI-ით გენერირებული ვიდეო თაღლითობის მიზნით ვრცელდება

საქართველოს პრეზიდენტის ვიზუალით თაღლითური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” არაერთი სტატია მოამზადა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist