სახელისუფლებო მედიაში ამერიკელი კონგრესმენის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
644
VIEWS

განახლება: კონგრესმენ ჯეიმი რასკინის შესახებ გოგა ხაინდრავას განცხადება 2022 წლის 1-ელ ნოემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გაავრცელა.

Screenshot 2024 12 03 124028 1 | mythdetector.com

28-31 ოქტომბერს ქართულმა კრემლისტურმა (ალტ-ინფო, საქართველო და მსოფლიო) და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (Russia Today, Московский комсомолец, Взгляд) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, თითქოს ამერიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს რასკინმა განცხადა, რომ რუსეთი იმის გამო უნდა განადგურდეს, რომ ის მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ტრადიციული ღირებულებები აქვს. აღნიშნული კომენტარი, რომელიც, რეალურად, ამერიკელ ტელეწამყვანს, ტაკერ კარლსონს ეკუთვნის და რასკინის მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი განცხადების შეფასებაა, 31 ოქტომბერს Тwitter-ზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამაც  გამოაქვეყნა. ხაინდრავა პოსტში წერს, რომ მართლმადიდებლობის გამო რუსეთის განადგურებაზე ციტატა კონგრესმენ რასკინს ეკუთვნის, ხოლო მომდევნო პოსტში აღნიშნულ თემას აგრძელებს და აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს კითხვით მიმართავს: “თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო ელჩო დეგნან, საქართველო ხომ მართლმადიდებელი ქვეყანაა, ტრადიციული ღირებულებების მქადაგებელი. რას უნდა ველოდოთ?”

Screenshot 30 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ კონგრესმენი ჯეიმი რასკინის სახელით განცხადება მართლმადიდებლობის გამო რუსეთის განადგურებასთან დაკავშირებით თავდაპირველად რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გაშუქდა. 1 ნოემბერს კი ამავე თემაზე ხაინდრავას პოსტი კონგრესმენ ჯეიმი რასკინის “ციტატაზე” აქცენტით პროსახელისუფლებო მედისაშუალებებმა: იმედმა, POSTV-იმ, PIA.GE-მ, მედიაჰოლდინგმა “კვირამ”, საინფორმაციო სააგენტო “info 9”-მ, Lider.ge-მ კოორდინირებულად გააშუქეს. 

Screenshot 31 | mythdetector.com Screenshot 32 | mythdetector.com

არც ერთ ზემოაღნიშნულ მედიას არ გადაუმოწმებია, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა განცხადება კონგრესმენ რასკინს, ხოლო ხაინდრავა კელი დეგნანისთვის მიმართვასთან ერთად, რელიგიური თემით მანიპულირებს და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას დეზინფორმაციულ განცხადებაზე დაყრდნობით მართლმადიდებლობასთან აკავშირებს. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების მიერ ხანდრავას ტვიტერ-პოსტების კოორდინირებულად, გადამოწმების გარეშე გავრცელება ამკვიდრებს აზრს, რომ ამერიკა რუსეთს, როგორც მართლმადიდებელ ქვეყანას ებრძვის, რაც ანტიამერიკული განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლების მხარდამჭერი აქტორები ანტიდასავლურ ნარატივებს კოორდინირებულად წარსულშიც ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

კონგრესმენ ჯეიმი რასკინის სახელით გავრცელებული ციტატა “მითების დეტექტორმა” 1 ნოემბერს გადაამოწმა. ინფორმაციას ქართული კრემლისტური მედიასაშუალებები “ალტ-ინფო” და “საქართველო და მსოფლიო”, ასევე ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო გვერდი “არ აგარევინებთ” და რუსულენოვანი პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებები Russia Today-ი, Ura.ru, Московский комсомолец-ი და Взгляд-ი ავრცელებდნენ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

ალტ-ინფო
ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

წყარო

საქართველო და მსოფლიო
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist