სადღობელაშვილი პოლონელი ტურისტის  დაჭრას უარყოფს და ჟურნალისტებს ფორმა 100-ს სთხოვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გავრცელებული დეზინფორმაცია
58
VIEWS

13 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა ლადო სადღობელაშვილმა გამოქვეყნა პოსტი, სადაც 5 ივლისს თბილისში დაჭრილ პოლონელ ტურისტთან შეხვედრას აღწერს. სადღობელაშვილის მიხედვით, ტურისტმა მას უთხრა, რომ დაჭრილი არ ყოფილა, მხოლოდ სცემეს და დაჭრა სცადეს, თუმცა “ყველაფერი კარგად დასრულდა.” სადღობელაშვილი წერს იმასაც, რომ  იაცეკ კოლანკიევიჩი ქართველ ჟურნალისტებს მათი “ინტრიგნობის” გამო ემალება. სადღობელაშვილი მედია საშუალებებს ამ თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ბოდიშის მოხდას ან მტკიცებულების სახით ფორმა 100-ის წარდგენას ითხოვს.

 ;
მტკიცება იმის შესახებ, რომ 5 ივლისს თბილისში ძალადობრივ ჯგუფებს პოლონელი ტურისტი არ დაუჭრიათ, მცდარია. რეალურად იაცეკ კოლანკიევიჩის ჭრილობების ამსახველი ფოტოები სამოგზაურო ბლოგზე გამოქვეყნდა, ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისმა მკურნალმა ექიმმა კი განაცხადა, რომ მას გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

5 ივლისს თბილისში ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა პოლონელი ტურისტი, რომელიც ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, თვითმხილველთა ინფორმაციით, მასზე დავდასხმის მიზეზი გრძელი თმა და საყურე გახდა.

დაჭრილი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩია. ის პოლონელი მოგზაურია, რომლის თავგადასავლების შესახებ ინფორმაციას პოლონურენოვანი ფეისბუქ გვერდი Wyprawy Kojota (კოიოტის მოგზაურობა) აქტიურად აქვეყნებს. გვერდს, სავარაუდოდ, კოლანკიევიჩის მეგობარი მართავს, გვერდზე 7 ივლისს გამოქვეყნდა პოსტი და ფოტო, რომლის მიხედვითაც, გვერდის ადმინისტრატორმა და კოლანკიევიჩმა ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრეს, იაცეკს კი გულ-მკერდის ღრუში სამი ღრმა ჭრილობა აქვს.

;
პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მისმა მკურნალმა ექიმმა შალვა გიუნაშვილმა 5 ივლისსვე გააკეთა, მისი ინფორმაციით, პაციენტს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მოგზაურზე თავდასხმის გამო დაკავებულ პირს კი 7 ივლისს პატიმრობა შეეფარდა.

ფეისბუქ გვერდ Wyprawy Kojota-ზე 9 ივლისს კოლანკიევიჩის კიდევ ერთი ფოტო გამოქვეყნდა, ფოტოზე დამუშავებული ჭრილობები ნათლად ჩანს.

;
7 ივლისს ალადაშვილის კლინიკაში დაჭრილი პოლონელი ტურისტი საქართველოს ეკონომიკის მინსტრმა ნათია თურნავამაც მოინახულა.

10 ივლისს კოლანკიევიჩმა კლინიკა დატოვა, მისი განცხადებით, ადამიანი, რომელმაც ის დაჭრა, მთელ საქართველოს არ წარმოადგენს და ასეთი ერთ ადამიანის პოვნა მსოფლიოს ყველა წერტილშია შესაძლებელი.

5 ივლისში თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ რადიკალურად განწყობილიპრორუსული ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შედეგად 50-მდე პირი დაშავდა, დაშავებულთა უმეტესობა მედიის წარმომადგენელია.

სადღობელაშვილის შესახებ

ლადო სადღობელაშვილი წარსულში ექსტრემისტული მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამჟამად სადღობელაშვილი საჯაო პოსტებით მხარს უჭერს მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თბილისი პრაიდის ჩატარება მიუღებლად მიიჩნია, ხოლო ამ ღონისძიების გამართვის მცდელობა საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს დაუკავშირა.

;;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist