სად შეასახლეს უკრაინელი ლტოლვილები ნიდერლანდებში და რას ამტკიცებენ Желтые сливы და იაკოვ კედმი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფაქტების გადამოწმება
1.2k
VIEWS

სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები  იდენტურ ვიდეოებს ავრცელებენ. (1,2,3,4,5,6). ვიდეოები შემდეგი აღწერით ვრცელდება:  “ევროპამ უკრაინელ ლტლოვილებს ციხეების კარები სტუმართმოყვარედ გაუღო….” ვიდეო ბელარუსული მედიის Желтые сливы-ს ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეოში ნათქვამია, რომ ნიდერლანდებში, ქალაქ ბრედაში უკრაინელი ლტოლვილები ციხეში შეასახლეს. რამდენიმე რუსულეოვან მომხმარებელი ინფორმაციის წყაროდ @kedmi, ანუ  კრემლის პროპაგანდისტი პოლიტოლოგის იაკოვ კედმის ტელეგრამ არხს უთითებს. კედმიმ აღნიშნული ვიდეო 15 ივნისს გამოაქვეყნა. 

Screenshot 7 9 | mythdetector.com Screenshot 8 9 | mythdetector.com

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებში უკრაინელი ლტოლვილები ციხის შენობაში დაასახლეს, მანიპულაციურია მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის. რეალურად, ყოფილი ციხის კომპლექსი უკვე რამდენიმე წელია, კულტურული დანიშნულებით გამოიყენება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი შენობაში ლტოლვილებისთვის დროებითი თავშესაფარიც მოეწყო.

ნიდერლანდებში, ქალაქ ბრედაში გუმბათოვანი ციხე (Koepelgevangenis) 1886 წელს აშენდა. კომპლექსი ციხის შენობისგან, კარიბჭისგან, ეკლესიის შენობისგან და დაკავების იზოლატორის და სასამართლოს შენობისგან შედგება.

Screenshot 9 9 | mythdetector.com
წყარო: indebuurt.nl/ANP Foto

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ციხის პატიმრების ძირითადი ნაწილი კოლაბორაციონისტები იყვნენ. 2013 წელამდე კომპლექსში ქალების ციხე ფუნქციონირებდა. 2013 წელს კი ციხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს და ის საბოლოოდ 2016 წელს დაიხურა. ციხის კომპლექსს ნიდერლანდების ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მასში საინფორმაციო ტურები სისტემატურად ტარდება. 

ყოფილი ციხის კომპლექსს ახლა FutureDome (მომავალის გუმბათი) ჰქვია და სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებებისთვის გამოიყენება. მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში გუმბათოვან შენობაში ბელგიელ-ნიდერლანდელ ავტომრბოლელთან და ფორმულა 1-ის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებული გამოფენა მოეწყო. ასევე კომპლექსში არსებული სხვადასხვა სივრცის დაქირავებაა შესაძლებელი. ამჟამად კომპლექსის სივრცე რამდენიმე კომპანიას აქვს დაქირავებული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კომპლექსში უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი თავშესაფრის მოწყობაც დაიწყო. ამჟამად თავშესაფარში დაახლოებით 350 ადამიანია განთავსებული. 

Screenshot 11 9 | mythdetector.comScreenshot 10 10 | mythdetector.com

ლტოლვილებისთვის მოწყობილი სივრცე/წყარო: Instagram/@bredavooroekraine

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიდერლანდებში ყოფილი ციხის შენობა ლტოლვილების განთავსებისთვის გამოიყენეს. 2016 წელს ჰაარლემსა და არნემის ყოფილი ციხეების შენობებშიც სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრები მოეწყო. ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სააგენტოს წარმომადგენლის ჯანეტ ჰელდერის თქმით, ყოფილი ციხეების შენობების თავშესაფრად გამოყენებას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. აქ უკვე არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც თავშესაფრისთვის არის საჭირო. ოთახები 1-2 ადამაიანისთვის არის განკუთვნილი, შენობებში სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები, სამზარეულოა მოწყობილი.  ჰელდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ლტოლვილს ყოფილი ციხის შენობაში ცხოვრება დისკომფორტს შეუქმნიდა, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი უზრუნევლყოფილი იქნებოდა.

იაკობ კედმისა და მის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist