სად მივყავართ “მიხეილ ბიძინაურის”, “ბრძენი კრიტიკოსის” და სხვა ახლადშექმნილი გვერდების კვალს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ფოტომანიპულცია
3.4k
VIEWS

განახლება 12.02.2025: მასალას დაემატა ახალი ინფორმაცია გვერდის “მიხეილ ბიძინაური” შესახებ.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფეისბუქზე გამოჩნდა ახლადშექმნილი გვერდები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მანიპულაციების საშუალებით პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ პროპაგანდისტულ, მათ შორის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს ავრცელებენ. პოსტებს შორის ვხვდებით დარედაქტირებულ ვიდეოებსაც, რაც ფეისბუქზე მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული. 

აგვისტოში “მითების დეტექტორმა” 4 ასეთი ფეისბუქ გვერდი შეისწავლა, რომელთაც შემდეგი მახასიათებლები გამოარჩევთ:

  • გვერდები 2024 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდშია შექმნილი,
  • გვერდები ძირითადად მოკლე ვიდეოებს, ე.წ. Reels აქვეყნებენ და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობენ;
  • ოთხი გვერდიდან სამი მხოლოდ ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს, ერთი კი ერთდროულად როგორც ოპოზიციის, ასევე “ქართული ოცნების”;
  • ფეისბუქ გვერდი “მიხეილ ბიძინაური” გიორგი გახარიას პარტიასთანაა დაკავშირებული და მისი ძირითადი სამიზნე “ლელოა”
  • ორ ფეისბუქ გვერდზე (“მიხეილ ბიძინაური”, “ეროვნება ღირსების გარეშე”) დაფინანსებული პოსტები გვხვდება
ფეისბუქ გვერდი შექმნის თარიღი სამიზნე
მიხეილ ბიძინაური

Screenshot 2024 09 02 113548 | mythdetector.com

5 აგვისტო, 2024 “ქართული ოცნება”, ოპოზიცია (ძირითადად პარტია “ლელო”)
რეალობა

Screenshot 2024 09 02 113553 | mythdetector.com

27 მაისი, 2024 ოპოზიციური პარტიები
ბრძენი კრიტიკოსი

Screenshot 2024 09 02 113557 | mythdetector.com

27 მაისი, 2024 ოპოზიციური პარტიები
ეროვნება ღირსების გარეშე

Screenshot 2024 09 02 113602 | mythdetector.com

26 აგვისტო, 2024 (1 სექტემბრის მდგომარეობით გვერდი დეაქტივირებულია) პარტია “ლელო”

“მიხეილ ბიძინაურის” შესახებ

ფეისბუქ გვერდი “მიხეილ ბიძინაური” 5 აგვისტოს შეიქმნა და გვერდის სამიზნეს მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, პარტია “ლელო საქართველოსთვის” და მასთან ერთად კოალიციაში შემავალი პარტიები წარმოადგენენ.

გვერდს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტები აქვს დაფინანსებული. 30 აგვისტოს მდგომარეობით, რეკლამების ბიბლიოთეკაში შვიდი დარეკლამებული პოსტი იძებნება, თითოეული მათგანი 100 დოლარამდე თანხითაა დაფინანსებული.

Screenshot 2024 09 02 113607 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 113612 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ დაფინანსებულ პოსტებს შორის იყო პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ვიდეო, რომელშიც პარტიის წევრები მერაბ სეფაშვილთან ერთად სიმღერა “გაიღიმეს” მღერიან, თუმცა გვერდ “მიხეილ ბიძინაურის” მიერ დარედაქტირებულ ვერსიას ხმა შეცვლილი აქვს და სიმღერა “მიშა მაგარია” ადევს, რაც “მითების დეტექტორმა” ფეისბუქის მესამე მხარის პროგრამის ფარგლებში გაყალბებულად მონიშნა. 

რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებული ინფორმაციის დახმარებით დადგინდა, რომ გვერდს პარტიასთან “გახარია საქართველოსთვის” დაკავშირებული 2 პირი  მართავს. რეკლამის განმთავსებლად მითითებულია ვებ-გვვერდი newsweek.ge, რომელიც 29 ივლისს ანა სახოკიას სახელზეა რეგისტრირებული, სადაც ამავე სახელით და გვარით იმეილის მისამართია მითებული ( [email protected]). 

Screenshot 2024 09 02 113622 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 113628 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 113633 | mythdetector.com

მითითებული მეილის[email protected] შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ ის ანა სახოკიას ეკუთვნის, რომელიც, ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, პარტია “გახარია საქართველოსთვის პარტიულ აქტივობებშია ჩართული, მათ შორის სენაკის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში (1, 2).

Screenshot 2024 09 02 113637 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 113704 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 113933 | mythdetector.com

მეილთან ერთად შევამოწმეთ ტელეფონის ნომერიც, რომელიც რეკლამის განთავსებისთვისაა მითითებული. სატელეფონო ბაზაში აღნიშნული ნომერი თორნიკე თევდორაშვილის სახელით იძებნება. ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნება ასევე ფიგურირებს გახარიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიდეოში, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “რეალური სივრცე” როგორც სტუდენტი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი საუბრობს.

Screenshot 2024 09 02 113950 | mythdetector.com

განახლება: 2025 წლის 11 თებერვალს “მითების დეტექტორს” თორნიკე თევდორაშვილი დაუკავშირდა. მისი განმარტებით, პარტიის წევრობის მიუხედავად, კავშირი არ ჰქონია სოციალური მედიის გვერდების მართვასთან. თორნიკე თევდორაშვილი “მითების დეტექტორთან” აცხადებს, რომ მისი ნომრის გამოყენებაზე სხვა პირს ნებართვა ჰქონდა აღებული, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ფეისბუქ გვერდის შესახებ შეიტყო, რეკლამის განმთავსებლის ინფორმაციიდან მისი ნომრის ამოღება მოითხოვა. ამჟამად გვერდი “მიხეილ ბიძინაური” გაუქმებულია.

რაც შეეხება ვებ-საიტის მისამართს newsweek.ge, რომელიც ფეისბუქ გვერდზეა მითითებული, რეგისტრირების დღიდან საიტზე მხოლოდ ერთი სტატიაა გამოქვეყნებული. სტატია მამუკა ხაზარაძის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის საკითხზე წაგებულ დავას ეხება.

Screenshot 2024 09 02 114030 | mythdetector.com

 

“რეალობა” და “ბრძენი კრიტიკოსი”

ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდები “რეალობა” და “ბრძენი კრიტიკოსი” ერთსა და იმავე დღეს 27 მაისს შეიქმნა. გარდა ამისა, გვერდების მიერ გაზიარებულ პოსტებში იკვეთება იდენტური ვიდეობიც, რაც მათ კოორდინაციაზე მიანიშნებს.

Screenshot 2024 09 02 114037 | mythdetector.com

იდენტური პოსტების მაგალითები

Screenshot 2024 09 02 114043 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 114051 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 114057 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 114102 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 114107 | mythdetector.com

აღნიშნული ფეისბუქ გვერდები ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელ ვიდეოებთან ერთად იდენტურ გაყალბებულ ვიდეოს და გენდერულ დეზინფორმაციას აქვეყნებენ, რომელიც “მითების დეტექტორმა” ფეისბუქის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში გაყალბებულად  მონიშნა. 

Screenshot 2024 09 02 114112 | mythdetector.com

ფეისბუქ გვერდი “რეალობა” ასევე აქვეყნებდა პოლიტიკოსების გიგა ბოკერიას და გიორგი ახალაიას დარედაქტირებულ ვიდეოს, თითქოს მათ ახალ პარტიას “ფედერასტები” დაარქვეს.

Screenshot 2024 09 02 114117 | mythdetector.com

ფეისბუქ გვერდები “ბრძენი კრიტიკოსი” და “რეალობა” ვიდეოკოლაჟების გამოყენებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ახდენენ, მათ გამოქვეყნებულ პოსტებში არ გვხვდება მმართველი პარტიის საწინააღმდეგო არცერთი პოსტი. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების საარქივო განცხადებებისა და მანიპულაციების გარდა ვიდეოებში გვხვდება შეურაცხმყოფელი, უცენზურო შინაარსის მასალაც, როგორიცაა, მაგალითად 30 აგვისტოს გამოქვეყნებული პოსტები გიორგი ვაშაძის შესახებ, სადაც ვაშაძის კადრებს ადევს ხმა: “სანამ არ დავან*რიე ვერ დავიძინე და როცა დავიძინე, კუ*უს წელვა მესიზმრებოდა”.

Screenshot 2024 09 02 114125 | mythdetector.com

კვლევის პროცესში ასევე გამოიკვეთა, რომ ზემოთ დასახელებული ორი ფეისბუქ გვერდის იდენტურ ვიდეოებს აქვეყნებს ფეისბუქ ანგარიში “მიხეილ განუბაჟებელი”, რომელიც, თავის მხრივ, დიდი ხანია ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დისკრედიტაციაშია ჩართული. ზოგიერთი ვიდეოს გამოქვეყნების დრო ადასტურებს, რომ აღნიშნული ფეისბუქ გვერდები და ანგარიში ერთმანეთთანაა დაკავშირებული:

Screenshot 2024 09 02 114130 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 114135 | mythdetector.com Screenshot 2024 09 02 114140 | mythdetector.com

პოსტების არქივი (1,2,3,4,5,6)

ეროვნება ღირსების გარეშე

ფეისბუქ გვერდი “ეროვნება ღირსების გარეშე” 26 აგვისტოს შეიქმნა და ამ ეტაპისთვის პროფილის ფოტოს გარდა, რომელზეც ილია ჭავჭავაძეა გამოსახული, მხოლოდ ორი ერთნაირი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, აღწერით “90-იანებში გამდიდრებული მილიონერები”.

Screenshot 2024 09 02 114146 | mythdetector.com

წინა სამი გვერდისგან განსხვავებით, 30 აგვისტოს მდგომარეობით, “ეროვნება ღირსების გარეშე” არ აქვეყნებს ე.წ. რილსებს (Reels). აღნიშნულ გვერდზე ვხვდებით პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის კარიკატურულ ფოტოს, რომელიც დაფინანსებულია, თუმცა გვერდი არღვევს პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რადგან არ აფიქსირებს ინფორმაციას რეკლამის განმთავსებლის შესახებ.

Screenshot 2024 09 02 114153 | mythdetector.com

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist