სად მდებარეობს გვირაბები, რომლებსაც ჯო და ჰანტერ ბაიდენის ქონებას მიაწერენ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ყალბი ახალი ამბები
228
VIEWS

30 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ უკრაინაში მდებარე “ღრმა მიწისქვეშა სამხედრო ბაზების” შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, უკრაინაში ჯო და ჰანტერ ბაიდენების მფლობელობაში არსებული გვირაბების საშუალებით  “ნარკოტიკებით, იარაღით, ბავშვებით, ადამიანებითა და ადრენოქრომით” ვაჭრობა მიმდინარეობს. ნიკა კობერიძის ტექსტში ამ ვაჭრობის მარშრუტიცაა მითითებული, ის შვიდ ქვეყანას მოიცავს: “ოდესა (უკრაინა) -> ბელარუსია -> ლიტვა -> ლატვია -> ესტონეთი -> ფინეთი -> შვედეთი.” ტექსტის მიხედვით, ამ ინფორმაციით რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზის ახსნაც შეიძლება.  პოსტს გვირაბების ამსახველი სამი ფოტო და მიწისქვეშ ბრძოლისა და გადაადგილების შესახებ სამი ინგლისურენოვანი სქრინშოტი ერთვის თან. 

Screenshot 16 | mythdetector.com

გავრცელებული პოსტი საიდუმლო გვირაბების საშუალებით ბავშვებითა და ადრენოქრომით ვაჭრობის შესახებ QAnon-ის შეთქმულების თეორიას იმეროებს. ასევე, პოსტში გამოყენებული ფოტოები, რეალურად, არა ჩამოთვლილ 7 ქვეყანაში, არამედ აშშ-ში, რუსეთსა და პოლონეთში მდებარეობს.  ხოლო პოსტში გამოყენებული სქრინები ორი სხვადასხვა სტატიიდან უკონტექსტოდაა ამოღებული, რეალურად, ორივე სტატია მიწისქვეშ ბძოლის გამოწვევებს ეხება და მათში ბაიდენების საიდუმლო გვირაბების ან ტრეფიკინგის შესახებ საუბარი არ არის. 

  • პოსტში გამოყენებული არცერთი ფოტო ჩამოთვლილ ქვეყნებში გადაღებული არ არის

ფოტო #1 –  ლოს-ანჯელესი, აშშ

პირველი ფოტო უკრაინაში, ბელარუსიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში ან შვედეთში გადაღებული არ არის. ფოტო ამერიკელმა ბლოგერმა  ალისა ვოლქერმა 2012 წელს ლოს-ანჯელესის მეტროს ძველი, ამჟამად არაფუნციონირებადი ტერმინალის დათვალიერებისას გადაიღო.

Screenshot 17 | mythdetector.com

ალისა ვოლქერის ეს და სხვა ფოტოები 2013 წელს ლოს-ანჯელესის მიტოვებული გვირაბების შესახებ მომზადებულ მასალაში Business Insider-მაც გამოიყენა. 

Screenshot 18 | mythdetector.com

ფოტო #2 – ოსუვკას მთა, პოლონეთი

უკრაინაში ან ტექსტში ჩამოთვლილ რომელიმე ქვეყანაში არაა გადაღებული არც პოსტში გამოყენებული მეორე ფოტო. რეალურად, ფოტოზე პოლონეთში მდებარე ოსუვკას მთის ქვეშ ნაცისტური გერმანიის მიერ გაყვანილი ოსუვკას მიწისქვეშა კომპლექსია აღბეჭდილი.

Screenshot 19 | mythdetector.com
ფოგო: Wikipedia Commoms
Screenshot 20 | mythdetector.com
ფოტო: Landmarkscout

ოსუვკას კომპლექსი ნაცისტური გერმანიის პროექტის Riese-ის შემადგენელი ნაწილი იყო. პროექტის ფარგლებში 7 ერთმანეთთან დაკავშირებული მიწისქვეშა გვირაბი უნდა აშენებულიყო. პროექტის მიზანი ოფიცილაური დოკუმენტაციის ნაკლებობის გამო დღემდე ბუნდოვანია, თუმცა პროექტის შემადგენელი არცერთი გვირაბის აშენება არ დასრულებულა, რამდენიმე მათგანი ამჟამად ტურისტებისთვის ღიაა. მათ შროისაა ოსუვკას კომპლექსი, რომლის დათვალიერაბაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

ფოტო #3 – კაპუსტინ იარი, რუსეთი

რაც შეეხება მესამე ფოტოს, გვირაბი რუსეთში, ასტრახანის მხარეში მდებარე კაპუსტინ იარის ბაზაზეა გადაღებული. 

Screenshot 21 | mythdetector.com

კაპუსტინ იარში რუსეთის სარაკეტო შეიარაღების გაშვება და  განვითარება ხდება. ბაზა 1946 წლიდან არსებობს. 

Screenshot 22 | mythdetector.com
ფოტო: კაპუსტინ იარის ბაზა Weapons and warfare
  • პოსტში გამოყენებული სქრინები ორი სხვადასხვა სტატიიდან უკონტექსტოდაა ამოღებული

ნიკა კობერიძის პოსტში 3 ინგლისურენოვანი სქრინია გამოყენებული. სამივე მათგანის ტექსტი მიწისქვეშა გარემოსთანაა დაკავშირებული, თუმცა არც ერთ მათგანს ჰანტერ ბაიდენთან ან მის უკრაინაში მდებარე გვირაბებთან კავშირი არ აქვს. 

პირველი სქრინი Asymmetric Warfare Group-ის 2019 წლის 9 აპრილის სტატიიდანაა. 

Screenshot 23 | mythdetector.com

სტატია სათაურით “საჰაერო ძალების სირთულეები მიწისქვეშ ომისას” მტრის მიწისქვეშ ან გამოქვაბულში ყოფნის დროს მათ წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეებს ეხება. მასალაში ნათქვამია, რომ სირიასა და აფრიკაში მებრძოლები ამ მეთოდს უკვე აქტიურად მიმართავენ, რათა ამ გზით დრონების შეტევას თავი აარიდონ, უკეთ  დაიმალონ და საჭირო პოზიციები დაიკავონ. სტატიაში უკრაინა, ნარკოტიკებით ან ადამაინებით ვაჭრობა ნახსენები საერთოდ არ არის. ნიკა კობერიძის მიერ გამოყენებული სქრინი კი სტატიის მხოლოდ შესავალ ნაწილს ასახავს, სადაც ავტორი მიწისქვეშა გვირაბში ყოფნის გამოცდილებას აღწერს და სრულ კონტექსტს არ აჩვენებს. 

რაც შეეხება მეორე და მესამე სქრინი Military.com-ის 2018 წლის 24 ივნისის სტატიიდანაა ამოღებული.

Screenshot 24 | mythdetector.com

სტატია აშშ-ს არმიის მიერ მიწისქვეშ ბრძოლისთვის საჭირო სწავლების ნახევარი მილიარდი დოლარით დაფინანსებას ეხება. სტატიაში მიწისქვეშ ბრძოლა არმიისთვის ახალ პრიორიტეტადაა დასახელებული, თუმცა უკრაინა, ჰანტერ ბაიდენი ან ადამიანებით ვაჭრობა ტექსტში ნახსენები არ არის. 

  • ბავშვებითა და ადერენოქრომით საიდუმლო გვირაბების გავლით ვაჭრობა QAnon-ის შეთქმულების თეორიების ნაწილია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საიდუმლო გვირაბების საშუალებით “ნარკოტიკებით, იარაღით, ბავშვებით, ადამიანებით და ადრენოქრომით ვაჭრობა” მიმდინარებს, მოძრაობა QAnon-ის შეთქმულების თეორიის ნაწილია. QAnon-ის შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ების მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს სატანის მოციქულთა საიდუმლო ჯგუფი მარ­თავს, რომელიც გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გის ქსელს ხელმძღვანელობს. მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ულტრამე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი არი­ან. მათი რწმენით, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ჰოლივუდის ელიტა და სხვა ცნობილი ადამიანები სატანისტ პედოფილთა ამ საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან და დონალდ ტრამპი მათ წინააღმდეგ იბრძვის.

QAnon-ის შეთქმულების თეორიების ნაწილია მტკიცება ცნობილი ადამაინების მიერ ბავშვების სისხლისგან დამზადებული ნივთიერება ადერენოქრომის მოხმარების შესახებაც. რეალურად, ადერენოქრომი ადრენალინის ოქსიგენაციის (ჟანგბადთან მიერთებით) გზით ქიმიურად ადვილად მისაღები ნაერთია. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA)-ის  მიერ ამ ნივთიერებაზე ნებართვა არ არსებოს, თუმცა მკვლევრებს 25 მგ-ს შეძენა 55 დოლარად შეუძლიათ. ზოგიერთ ქვეყანაში ექიმები აღნიშნულ ნივთიერებას სისხლის შესადედებლადაც იყენებენ. 

QAnon-ს შესახებ შეთქმულების თეორიებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist