13 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Worldnews.Ge-მ გააზიარა ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო, რომელსაც რუსულ ენაზე აწერია “ბათუმი-გონიო”. პოსტს შემდეგი აღწერა ახლავს თან: “ბათუმი გონიო საოცარი მოვლენაა, #გავაზიაროთ და მოვიწონოთ გვერდი”.
მტკიცება იმის შესახებ, რომ აღნიშნული კადრები ბათუმი-გონიოს სანაპიროზეა გადაღებული, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ვიდეო გადაღებულია ახოცკის ზღვაში, სადაც ვეშაპის რამდენიმე სახეობა გვხვდება.
“The Russian Whales (რუსული ვეშაპები)” კომერციული საექსპედიციო ბანაკია, რომელიც ახოცკის ზღვაში ოპერირებს და მსურველებს ადგილობრივ წყლებში ვეშაპებისა და ზღვის სხვა ბინადრების ნახვის საშუალებას აძლევს. გავრცელებული ვიდეო მათ იუთუბ არხზე პირველად ჯერ კიდევ 2022 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა. კადრებზე გაკეთებულია ტექსტური აღწერაც, საიდანაც ვიგებთ, რომ ვიდეო გადაღებულია ახოცკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ის მკვლელი ვეშაპის გრენლანდიურ ვეშაპზე ნადირობის პროცესს ასახავს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის აღებულია ტიკ-ტოკიდან, კერძოდ ანგარიშიდან “btm511”. აღნიშნული ანგარიშის შემოწმებისას დადგინდა, რომ მან დროის მცირე მონაკვეთში არაერთი ვიდეო გააზიარა, სადაც ვეშაპები და ზღვის სხვა დიდი ბინადრები ჩანან. ვიდეოებს აწერია, რომ ისინი გადაღებულია ბათუმში, ქობულეთში, ფოთში და სოხუმში.
ვიდეოში, რომელსაც რუსულ ენაზე ბათუმი-მახინჯაური აწერია, ჩანს, როგორ მისდევს ვეშაპი ნავში მყოფ მეთევზეებს და აზიანებს სატრანსპორტო საშუალებას. სინამდვილეში ეს ვიდეოც ახოცკის ზღვაშია გადაღებული და ის 2021 წელს სხვადასხვა რუსული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა (1, 2).
ვიდეო, რომელსაც “ქობულეთი” აწერია, ორი ვეშაპი ჩანს და ტელეფონით რუსულად მოსაუბრე ქალი იღებს, 2021 წლის 16 აგვისტოს იუთუბზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. აღწერაში წერია, რომ კადრები გადაღებულია კამჩატკაში, წყნარ ოკეანეში.
აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში მხოლოდ 4 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს, მათ შორის არის 3 სახეობის დელფინი და თეთრმუცელა სელაპი (1, 2). ვეშაპები შავ ზღვაში არ ბინადრობენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.