23 თებერვალილის დილის 08:49 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. 08:55 საათზე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა პოსტი, რომლის მიხედვითაც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თბილისის შემოგარეში დიდთოვლობაა და გადაადგილება შეუძლებელია.
რეალურად თანდართული ფოტო 2017 წელსაა გადაღებული. 2017 წლის 23 დეკემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ეს ფოტო არა თბილისის შემოსავლელი გზის, არამედ კობი-გურაურის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ გავრცელებულ განცხადებას დაურთო. ეს განცხადება ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაკავებას დაემთხვა. საწყისი განცხადებიდან 2 საათში დეპარტამენტმა განმარტა, რომ ისინი თბილისის შემოვლით გზას და არა შემოსასვლელს გულისხმობდნენ.
- ფოტოს ინტერნეტში პირველად 2017 წელს გამოჩნდა
2017 წლის 23 დეკემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროება იყო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მასალაზე თანდართული ფოტო 2021 წლის 23 თებერვალს 08:55 საათზე ფეისბუქზე გავრცელებულის იდენტურია, თუმცა ის თბილისის შემოვლით გზას არ ასახავს.
23 თებერვლის 11:00 საათზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოგარენში მანქანების მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ახალი პოსტი გამოაქვეყნა. სააგენტოს მიხედვით, თბილისის შემოვლით გზაზე შეზღუდვები 3 საათით იყო დაწესებული და უკვე მოიხსნა.
08:55 საათზე დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა და სიტყვებმა “ჩაკეტილია თბილისის შემოსავლელ გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა” შექმნა შთაბეჭდილება, რომ დედაქალაქი ჩაიკეტა. ეს განცხადება ერთიანი ნაციოანალური მოძრაობიდან ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების დროს დაემთხვა (8:49). სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ ამ დაკავების საპასუხოდ 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაანონსეს.