ოპოზიციური პარტიების და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ადგილობრივი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ოპოზიცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, ასევე პროცედურულ მანიპულაციებზე ამახვილებენ ყურადღებას.
სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდნენ ტროლები (ყალბი ანგარიშები), რომლებიც, ერთი მხრივ, აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციების კონტექსტში, სხვა მედიის ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ტროლები სოლიდარობას უცხადებდნენ ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფს და ითხოვდნენ აქციის მონაწილეების დასჯას.
“მითების დეტექტორმა” 27 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” მიერ გამოქვეყნებული პოსტები შეისწავლა. გამონაკლისის სახით, ანალიზში შევიდა 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული პოსტები (ბიძინა ივანიშვილის ვიდეო და ქარდი), რათა შედარებულიყო არსებული კონტრასტი მმართველი გუნდის ლიდერებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. გამოვლენილი ტროლები კომენტარებს ასევე ტოვებდნენ აი პოლიტიკა-სა და აი უცნობი • i ucnobi-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე. მონიტორინგის შედეგად 26 ყალბი ანგარიში გამოვლინდა:
- 26-ვე ყალბი ანგარიში სანდოობის შესაქმნელად სხვა ადამიანების ფოტოებს იპარავს;
- 26-დან 24-ს სამუშაო ადგილად საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანია და ინსტიტუტი აქვს მითითებული;
- 26-დან 25 ყალბ ანგარიშს სასწავლებლად სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს მითითებული;
- 15 ყალბი ანგარიშის პირველი აქტივობა 2024 წლის იანვარ-თებერვალში ფიქსირდება;
- 10 ყალბი ანგარიში 2023 წლის სექტემბერ-აგვისტოშია შექმნილი, 1 კი – 2019 წელს;
- 8 ყალბ ანგარიშს პროფილის ფოტო 23 თებერვალს, ხოლო 4 ანგარიშს 22 თებერვალს აქვს ატვირთული, რაც მათ კოორდინაციაზე მიანიშნებს;
- 26-ივე ყალბ ანგარიშს მოწონებული აქვს გია გაჩეჩილაძის მოძრაობასთან “არ აგარევინებთ” დაკავშირებული შემდეგი ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ;
- ეს ანგარიშები კომენტარებს ტოვებენ შემდეგ ფეისბუკ გვერდებზე: არ აგარევინებთ, აი პოლიტიკა და აი უცნობი • i ucnobi
- 10 ანგარიშს ამ ფეისბუკ გვერდების გარდა, მოწონებული აქვს როგორც სამთავრობო მედიების, ასევე მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიების გვერდებიც.
ყალბი ანგარიშები, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ
ტროლი | ვის იდენტობას იპარავს |
1.ავთო დაუშვილი | იპარავს საფრანგეთში მცხოვრები Andres Zmeu-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Wolt, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 25 სექტემბერს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები:
პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, აი უცნობი • i ucnobi, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, არ აგარევინებთ. |
2. Anuki Gogia | იპარავს მოლდოველი ბლოგერის, Alina Grumeza-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Tashre • თაშრე, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 თებერვალს. მოწონებული აქვს: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
3. ნინო კევლიშვილი | იპარავს vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Александра Павилайнен-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სასწავლებლად – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University. პირველი ფოტო გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
4. დავით ფარულავა | იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Василий Маноилэ-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group. სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 16 სექტემბერს. მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების გვერდები:
პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, აი უცნობი • i ucnobi,მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, არ აგარევინებთ. |
5. Nene Feradze | იპარავს ფეისბუკის მომხმარებლის, Namolovan Anastasia-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Glovo, სასწავლებლად – BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 თებერვალს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
6. ნატალია ბოჭორიშვილი | იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Александра Берару-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Holiday Inn Tbilisi. სასწავლებლად – საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 22 თებერვალს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
7. Nuca Dolidze | იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Valeria Praporşcic-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, სასწავლებლად – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 თებერვალს. მოწონებული აქვს გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
8. სოფიო საზანიშვილი | იპარავს ბლოგერ larsentut-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს TBC – თიბისი, სასწავლებლად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University. პროფილის ფოტო პირველად ატვირთული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს გვერდები: აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
9. ნატო მიქაუტაძე | იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, romina_gidei-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს ალდაგი | Aldagi, სასწავლებლად- კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 9 თებერვალს. მოწონებული აქვს გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები. აი უცნობი • i ucnobi. |
10. ტატო დოლიძე | იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, dan_vidish იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Tegeta • თეგეტა, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 17 სექტემბერს. მოწონებული საინფორმაციო სააგენტოების აქვს გვერდები: პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, აი უცნობი • i ucnobi, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, Tegeta • თეგეტა. |
11.გიორგი გეგეშიძე | იპარავს vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Ramiz Gadirov-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Glovo, სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 10 სექტემბერს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2,აი უცნობი • i ucnobi,მთავარი არხი • Mtavari Arkhi,TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი. |
12. ეკა გვრიტოშვილი | იპარავს სოც.ქსელების მომხმარებლის, Mihaela Muntean-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Liberty • ლიბერთი, სასწავლებლად – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 15 იანვარს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
13. ხათუნა ცირეკიძე | იპარავს ok.ru-ის მომხმარებლის Mariana Stratulat-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Gulf Georgia, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 13 აგვისტოს. მოწონებული აქვს შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების ფეისბუკ გვერდები: პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, Gulf Georgia, აი მსოფლიო ამბები, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი. |
14. კოკა რურუა | იპარავს Vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Влад Филиппов-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Oktopus Fitness Club • ოკტოპუს ფიტნეს კლუბი, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის 16 სექტემბერს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, აი უცნობი • i ucnobi, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი. |
15. ნონა ელოშვილი | იპარავს ok.ru-ის მომხმარებლის, Ирина Макаренкова-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Ziraat Bank ზირაათ ბანკი, სასწავლებლად – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს გვერდები: აი პოლიტიკა, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
16. ეკა შიოშვილი | იპარავს რუსი ტელეწამყვანის zhanna_badoeva-ს იდენტობას. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
17. Dadu Telia | იპარავს უკრაინელი ფოტოგრაფის, Vikacita-ს მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც shutterstock.com-ზე არის გამოქვეყნებული. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Wizz Air, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 11 აგვისტოს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: პირველი არხი, Wizz Air, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. |
18. Gia Berianidze | იპარავს Vkontakte.ru-ის მომხმარებლის, Ando Harutyunyan-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Sheraton, სასწავლებლად – Batumi Shota Rustaveli State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2019 წლის 21 ივლისს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, არ აგარევინებთ, არ აგარევინებთ, საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First, არ აგარევინებთ, International federation of georgian wrestling, არ აგარევინებთ • ar agarevinebt,Sport Time • სპორტ თაიმი. |
19. თამუნა ნაცვლიშვილი | იპარავს ok.ru-ის მომხმარებლის, Galyna Cataraga-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს გალერია თბილისი • Galleria Tbilisi, სასწავლებლად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა,აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
20. დალი ჯანიკაშვილი | იპარავს ok.ru-ის მომხმარებლის, Анна Карташова-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს საქართველოს ბანკი • Bank of Georgia, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 15 იანვარს. მოწონებული აქვს გვერდები აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
21. ანა კახიძე | იპარავს ok.ru-ის მომხმარებლის Ina Булбоака-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად აქვს მითითებული ფრესკო, სასწავლებლად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 15 იანვარს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, არ აგარევინებთ. |
22. ნოდო ყიფიანი | იპარავს ok.ru-ს მომხმარებლის, ✴️ ™✴️-ის იდენტობას. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
23. ნიკოლოზ ერისთავი | იპარავს Facebook-ის მომხმარებლის, Miska Cuznir-ის იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Liberty • ლიბერთი, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 10 სექტემბერს. მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების ფეისბუკ გვერდები: პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, აი უცნობი • i ucnobi, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, არ აგარევინებთ. |
24. ბექა ბექაური | იპარავს vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Petrovan Vodniciar-ის იდენტობას. სასწავლებლად მითითებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები აი პოლიტიკა, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
25. თემო ზარქუა | იპარავს ფეისბუკის მომხმარებლის, Boris Poromboceanu-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს .საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სასწავლებლად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2023 წლის 23 სექტემბერს. მოწონებული აქვს შემდეგი ფეისბუკ გვერდები: პირველი არხი,POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, აი პოლიტიკა, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, აი უცნობი • i ucnobi, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი, არ აგარევინებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. |
26. ლელა ელოშვილი | იპარავს ფეისბუკის მომხმარებლის Лиля Малькова-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი, სასწავლებლად – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 თებერვალს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. |
ყალბი ანგარიშები ბიძინა ივანიშვილს წარმოაჩენენ, როგორც ქველმოქმედს, ეროვნულ გმირსა და სამშობლოზე შეყვარებულ მეოჯახე კაცს. ისინი აღნიშნავენ მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მადლობას უხდიან ქვეყნისთვის გაწეული ზრუნვისთვის. ამის საპირისპიროდ, ტროლები აქტიურად შეურაცხყოფენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მათ მხარდამჭერებს. ისინი ავრცელებენ დამცინავ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს, ამახინჯებენ მათ მიმართვებს და ქმნიან ვიდეოკოლაჟებს, რომლებიც პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მათი სამიზნეა როგორც ცალკეული ლიდერები, ასევე მთლიანად ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები. ყალბი ანგარიშები აქციის მონაწილეებისა და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ. ისინი კრიტიკულად აფასებენ, მაგალითად, პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერის, მიხალ კამინსკის გამოსვლას და ჯოზეფ ბორელის განცხადებებს, ამასთანავე, ტროლები აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მათ ქცევას ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებლად წარმოაჩენენ.
-
რას წერენ ყალბი ანგარიშები ბიძინა ივანიშვილზე?
გვერდის “არ აგარევინებთ” მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ფოტოზე ყალბი ანგარიშები წერენ, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება და ასევე მის მიერ აღებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა დასაფასებელია. ყალბი ანგარიშები კომენტარებში ასევე აღნიშნავდნენ, რომ ივანიშვილი არის სამშობლოზე შეყვარებული მეოჯახე კაცი და ეროვნული გმირი. ტროლები ამავე გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ვიდეოზეც აქტიურობდნენ, რომელშიც ივანიშვილი იდენტობის დაცვაზე საუბრობს და ოპოზიციურ პარტიებს დაპირებისთვის “ჩვენ წაგიყვანთ ევროპაში” აკრიტიკებს. ტროლები ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიან ქვეყანაზე ზრუნვისთვის და არჩევნების მოგებას ჰპირდებიან.
-
ვის დისკრედიტაციას ცდილობენ ტროლები?
ყალბი ანგარიშები აკომენტარებდნენ გვერდის “არ აგარევინებთ” მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოებზე, რომლებიც ეხებოდა როგორც ცალკეულ პოლიტიკოსებს, მაგალითად, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, ასევე კოლექტიურად ოპოზიციის დისკრედიტაციას. ტროლები პოლიტიკოსებზე შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახავ კომენტარებს წერდნენ. ფეისბუკ გვერდის მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ნიკა გვარამია ჩარჩო კონვერტის შესახებ საუბრობს: “ჩარჩო კონვერტი დიდი რომ იყო, რატომ დაპატარავდა, ფურცელი სქელი რომ იყო რატო დათხელდა?! “ გვარამიას კითხვას ერთვის კახა კალაძის კომენტარი: “სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ”. ამ ვიდეოს კომენტარებში, ტროლებმა ერთი მხრივ დასცინეს ნიკა გვარამიას, მეორე მხრივ კი, კახა კალაძის ენამოსწრებულობით აღფრთოვანდნენ.
4 ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით ფეისბუკ გვერდზე “არ აგარევინებთ” გამოქვეყნდა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც გიორგი ვაშაძე ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოდის, ასევე ამ ვიდეოში გვხვდება მამუკა ხაზარაძის, თინა ბოკუჩავას, გუბაზ სანიკიძის, სოფო ჯაფარიძის მიმართვები, რომელსაც დართული აქვს როგორც ნაწყვეტები სხვადასხვა ქართული ფილმიდან და ასევე, სხვა დამცინავი კადრები, რომლებიც მათ დისკრედიტაციას ემსახურება. ტროლებმა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს გვერდის “არ აგარევინებთ” მიერ პაატა მანჯგალაძის ვიდეოზეც.
გვერდის “არ აგარევინებთ” ერთ-ერთ ვიდეოს, სათაურით “ყეფენ და იკბინებიან”, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სხვადასხვა კადრია გაერთიანებული, დართული აქვს საინფორმაციო გამოშვებიდან ფრაგმენტი, რომელშიც თბილისში ცოფის დაფიქსირების შემთხვევის შესახებ არის საუბარი და ეძებენ იმ ადამიანებს, რომელთაც ამ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ცოფიანმა ძაღლმა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაკბინა.
“ყალბმა ანგარიშებმა” ასევე კომენტარი გააკეთეს პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერის გამოსვლის ფრაგმენტზე, რომელიც გამოქვეყნდა გვერდზე “არ აგარევინებთ”. ტროლებმა ასევე გააკრიტიკეს ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს 100 მილიონ ევროზე მეტი გაეყინებოდა და “რადიკალურ ენჯეოებს გადაეცემოდა”.
ტროლები ფეისბუკ გვერდის “არ აგარევინებთ” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ახდენდნენ, როგორც ჟურნალისტების, ასევე აქციაზე სიტყვით გამომსვლელების, აქტივისტების (1, 2), პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ძმის დისკრედიტაციას. ტროლები ასევე შეურაცხყოფდნენ ჟურნალისტებსაც.
განსხვავებით აქციის მონაწილეებისა და კრიტიკული ჟურნალისტებისგან, ტროლები ლოიალურად იყვნენ განწყობილი “იმედის” გადამღები ჯგუფის მიმართ. 19 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “არ აგარევინებთ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პროტესტის მონაწილეები “იმედის” გადამღებ ჯგუფს მიმართავენ. ვიდეოს შემდეგი აღწერა ახლავს თან: “საქართველოს მთავრობა ან მიხედეთ ამ საკითხს ან ჩვენ მივხედავთ ამ უსამშობლოებს აუცილებლად! ჩვენი მხარდაჭერა იმედის ტელევიზიას!” ყალბი ანგარიშები “იმედის” გადამღები ჯგუფისთვის “მონებოს” ძახილის საპასუხოდ მოითხოვდნენ ამ ფაქტზე საგამოძიებო უწყებებისგან მკაცრ რეაგირებას, ასევე ოპოზიციური ლიდერების დაკავებას და აქციის მონაწილეების დასჯას. ტროლები აქციის მონაწილეებზე წერდნენ, რომ არიან ბინძურები და არ შეიძლება ჰქონდეთ ევროპაში შესვლის პრეტენზია.
-
კიდევ რომელ გვერდებზე ტოვებენ ყალბი ანგარიშები კომენტარებს?
გარდა ფეისბუკ გვერდისა “არ აგარევინებთ” ყალბი ანგარიშები კომენტარებს ტოვებდნენ ფეისბუკ გვერდებზე: აი პოლიტიკა და აი უცნობი • i ucnobi. ტროლები გამოეხმაურნენ 20 ნოემბერს გვერდის აი პოლიტიკა გამოქვეყნებულ ქარდს, რომელშიც სოლიდარობას უცხადებდნენ ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლებს.
ამავე დღეს აი პოლიტიკა-მ მამუკა მდინარაძის პოსტი გაავრცელა, რომელშიც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი თსუ-სთან გამართული აქციების შესახებ წერს: “ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხო საერთოდო. რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!”. პოსტის კომენტარებში მამუკა მდინარაძის განცხადებას იწონებენ, ამასთან ერთად, აკრიტიკებენ აქციების შინაარსსა და აქტივისტების ქმედებებს.
ყალბი ანგარიშები ასევე აკომენტარებენ ფეისბუკ გვერდზე აი უცნობი • i ucnobi, რომელზედაც, ძირითადად, გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემა “უცნობის კიდობანი” და მისი ფრაგმენტები ვრცელდება. ყალბი ანგარიშების მობილიზება განსაკუთრებით შეინიშნებოდა 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც გადაცემის წამყვანი, გიორგი გაჩეჩილაძე და სოსო მანჯავიძე “გვარამიას პარტიის” ამომრჩევლის შესახებ საუბრობენ.
-
რომელი გვერდები აქვთ მოწონებული ყალბ ანგარიშებს?
ყველა ყალბ ანგარიშს მოწონებული აქვს გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მოძრაობასთან “არ აგარევინებთ” დაკავშირებული შემდეგი ფეისბუკ გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, აი უცნობი • i ucnobi, არ აგარევინებთ. მხოლოდ ეს 4 ან ზოგიერთ შემთხვევაში 3 გვერდი მოწონებული აქვს 16 ანგარიშს, ხოლო დანარჩენ 10-ს, ამ ფეისბუკ გვერდების გარდა, სხვა საინფორმაციო სააგენტოების გვერდები აქვთ მოწონებული (პირველი არხი, POSTV – ანალიტიკა, TV Imedi, Formula • ფორმულა, Rustavi 2 • რუსთავი 2, მთავარი არხი • Mtavari Arkhi, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი) გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ანგარიშებს, მითითებული სამუშაო ადგილის და სასწავლებლის შესაბამისად, ასევე მოწონებული აქვთ ის გვერდები, რომელთანაც თავს აიდენტიფიცირებენ.
გვერდი “არ აგარევინებთ” გია გაჩეჩილაძის (უცნობის) იმავე სახელწოდების მოძრაობასთან დაკავშირებული ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდია. გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი ინიციატივის “არ აგარევინებთ!” დაარსება 2022 წლის აპრილში დაანონსა. 2022 წლის 5 მაისს ფეისბუქ-გვერდი “არ აგარევინებთ” შეიქმნა. გვერდი 2023 წლის 8 თებერვლამდე აქტიური იყო. 8 თებერვალს გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, მის პოსტებს ფეისბუქზე გავრცელება შეეზღუდა. პოსტში გამომწერებისთვის ახალი გვერდის ბმული იყო მითითებული.
ეს გვერდები მოძრაობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ გვერდთან (არ აგარევინებთ • ar agarevinebt) ერთად სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში არაერთხელ იყო ჩართული. გარდა ამისა, ეს გვერდები ავრცელებდნენ მანიპულაციური შინაარსის პოსტებსაც. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა
- 26 მაისიდან ევროპარლამენტში გამოსვლამდე – დისკრედიტაციის კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ
- ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება
- რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?
- სახელისუფლებო და ანტიდასავლური ანგარიშები ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ
- დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
- სახელისუფლებო და კრემლისტური აქტორების გზავნილები კონფერენციის “დიდება უკრაინას!” წინააღმდეგ
- “არ აგარევინებთ” ჯაფარიძის “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებს
- კრემლის მორიგი დასავლელი ექსპერტი, რომელსაც სახელისუფლებო მედია ტირაჟირებს
- ლიზა იასკო თუ ინგა გრიგოლია – ვინ უწოდა მიხეილ სააკაშვილს “ძვირფასი მამაკაცი”?
- ბერძენიშვილის ციტატები ვაჟა-ფშაველას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
- 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციისთვის პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
- სახელისუფლებო ტროლები, ანონიმური და ანტილიბერალური გვერდები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ
- სახელისუფლებო ტროლების “უკრაინული ფრონტი”