მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება Бук-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტიდან ყურადღების გადატანას ცდილობს, რუსულმა კომპანია CaroBus-მა მალაიზიური ბოინგის თემაზე კომერციული მოგების ნახვა სცადა.
The Guardian-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში არსებულმა საბავშვო ავეჯის მწარმოებელმა ფირმამ Бук-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ფორმის მქონე საბავშვო საწოლების გაყიდვა დაიწყო.
28 სექტემბერს, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფმა (JIT) დაასკვნა, რომ მალაიზიური ბოინგის 298 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი სწორედ რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადასული Бук-ის საზენიტო – სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის შედეგად დაიღუპა.
კომპანიის თქმით, საბავშვო საწოლები სერიის „დედასამშობლოს მომავალი დამცველები” ნაწილია.