რუსულ მედიაში კამალა ჰარისის ყალბი დაბადების მოწმობა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დაბადების მოწმობა
417
VIEWS

რუსულ მედიაში (news.ru, mk.rum24.ru,, topnews.ru, news.rambler.ru), ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4) გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის, ე.წ. დაბადების მოწმობა, რომელიც ავტორების მტკიცებით ადასტურებს, რომ ის იამაიკაში დაიბადა. სტატიებში აღნიშნულია, რომ არც ჰარისის მშობლები იყვნენ აშშ-ის მოქალაქეები მისი გაჩენისას, ეს ყველაფერი კი ეჭქვეშ აყენებს მისი კანდიდატურის ლეგიტიმაციას. რუსული მედიის მიხედვით, დოკუმენტი, თავდაპირველად, X-ის ანგარიშზე გავრცელდა.

დაბადების მოწმობა Screenshot 2024 08 23 155903 რუსულ მედიაში კამალა ჰარისის ყალბი დაბადების მოწმობა ვრცელდება

რუსულ მედიაში გავრცელებული კამალა ჰარისის დაბადების მოწმობა ყალბია. Associated Press – ისა და Cbsnews -ის მიხედვით, ის ოუკლენდში, კალიფორნიაში დაიბადა, შესაბამისად, მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ლეგიტიმურია.

  • კამალა ჰარისი არა იამაიკაში, არამედ აშშ-ში დაიბადა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის დაბადების ადგილზე სტატია Associated Press-მა 23ივლისს გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშულია, რომ ის 1964 წლის 20 ოქტომბერს, აშშ-ში დაიბადა. ამავე დღეს გამოქვეყნებულ Cbsnews– ის სტატიაში კამალა ჰარისის დაბადების მოწმობაც არის გალინკული, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის აშშ-ში დაიბადა. დოკუმენტი თავდაპირველად Bay Area News Group-მა 2020 წლის 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.  

აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, გარდა დაბადების ადგილისა, თარიღიც არასწორად წერია. ჰარისი არა 24 ოქტომბერს, არამედ 20 ოქტომბერს დაიბადა. 

დაბადების მოწმობა

წყარო: cbsnews.com

ჰარისის უფლებამოსილების შესახებ სპეკულაციები ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვრცელდება. სპეკულაციები კიდევ უფრო გახშირდა, როდესაც ბაიდენმა ის ვიცე-პრეზიდენტად წარადგინა, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ჰარისი კანდიდატობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 

ჰარისის მშობლებმა ერთმანეთი კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) გაიცნეს. ჰარისის დედა – მკვლევარია ინდოეთიდან, მამა კი – ეკონომისტი იამაიკიდან. ისინი კამალა ჰარისის დაბადებისას, აშშ-ის მოქალაქეები არ იყვნენ, თუმცა ჰარისი აშშ-ში დაიბადა.

აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მიხედვით, აშშ-ს მიწაზე დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ითვლება აშშ-ის მოქალაქედ და უფლებამოსილია იმსახუროს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად ან პრეზიდენტად.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია წარსულში ბარაკ ობამას, შეერთებული შტატების პირველ შავკანიან პრეზიდენტის წინააღმდეგაც ვრცელდებოდა. 

“მითების დეტექტორმა” კამალა ჰარისის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული არაერთი ყალბი ამბავი გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ:

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist