რუსი პრანკერების “შემთხვევითი” რესპონდენტები პრორუსულ პარტიასთან დაახლოებული პირები აღმოჩდნენ

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

რუსი პრანკერები
4.6k
VIEWS

2024 წლის 23 აპრილს, რუსმა პრანკერებმა, ვოვანმა და ლექსუსმა, ტელეგრამ-არხზე გაავრცელეს ჩანაწერები, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ყოფილ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვისა და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელით ესაუბრნენ.  ქართულმა პროსამთავრობო მედიამ და ასევე სხვა პრორუსულმა აქტორებმა, ჩანაწერი მანიპულაციურად გააშუქეს, თითქოს ზურაბიშვილი აღიარებდა, რომ უცხოური დაფინანსება ოპოზიციასა და რადიკალურ აქციებს ხმარდებოდა, ხოლო ნანუაშვილი ამბობდა, რომ პროტესტზე შეიარაღებული დაჯგუფებები იმყოფებოდნენ. რეალურად, ზურაბიშვილი საუბრობდა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის, რეგიონული მედიისა და პროფკავშირების დახმარების აუცილებლობაზე, ხოლო ნანუაშვილის მიერ ნახსენები „ნიღბიანი შეიარაღებული პირები“ ეხებოდა ე.წ. „ტიტუშკებს“, პროტესტის მოწინააღმდეგე პირებს, რომლებიც გასულ წელს არაერთ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილეობდნენ. 

23 აპრილს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გასულ ვოვანისა და ლექსუსის საავტორო გადაცემაში ზურაბიშვილის, ნანუაშვილისა და უილსონის საუბარი  მოწვეულმა სტუმრებმა გააანალიზეს. მათ შორის იყვნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ნოვიკოვი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსეი ჟურვალიოვი, პოლიტოლოგი კარინე გევორქიანი და პრორუსული პოლიტიკური პარტიის,  „სოლიდარობა მშვიდობისთვის“  საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია.

რუსი პრანკერები
კადრები გადაცემიდან “ვოვანისა და ლექსუსის შოუ”

როგორც ფიფია “ასავალ-დასავალთან” აღნიშნავს, სწორედ მას ეკუთვნის ზურაბიშვილის გაშაყირების იდეა. მისი თქმით, პრანკი 2024 წლის დასაწყისში დაიგეგმა, მაშინ, როდესაც „დასავლეთის წაქეზებით“ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში საპროტესტო ტალღის წახალისებას ცდილობდა და უარს აცხადებდა პრეზიდენტის სასახლიდან გასვლაზე. ფიფია აღნიშნავს, რომ მისი მიზანი „თვითმარქვია პრეზიდენტის მხილება“ იყო, რაც პრანკის მეშვეობით უნდა მომხდარიყო. ამისთვის მან რუს პრანკერებს, ვოვანს და ლექსუსს მიმართა და შესთავაზა, სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვის სახელით დაკავშირებოდნენ, რათა მისთვის „მაცდუნებელი წინადადება“ წარედგინათ. პრანკერების ჩანაწერის საფუძველზე, 25 აპრილს პარტიამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ზურაბიშვილისა და ნანუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის “ხაფანგში გაბმის” შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარმა, პაატა აბულაძემ გაავრცელა. აბულაძე 15 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, რომ ამ “იდეის სულის ჩამდგმელი, რეჟისორი და პროდუსერი” არის მისი ოჯახის ნათესავი, მამუკა ფიფია. გარდა იმისა, რომ პაატა აბულაძე “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემების ხშირი სტუმარია, მან მამუკა ფიფიასთან ერთად 2025 წლის 25 მარტს მოსკოვში საერთაშორისო „სახალხო ერთიანობის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მომხსენებელთა სიაში შედიოდნენ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატები ანდრეი გურულევი, იანა ლანტრატოვა, დენის მაიდანოვი. ასევე, ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი და გაეროს ყოფილი თანამშრომელი სკოტ რიტერი, რომლებიც ბოლო წლებში კრემლის პროპაგანდისტებად იქცნენ.

  • რა გამოკითხვა ჩატარდა თბილისის ქუჩებში “ვოვანისა და ლექსუსის შოუსთვის”?

დამონტაჟებულ და რუსულად გახმოვანებულ ვიდეოჩანაწერში, „პრანკერებმა“ ზურაბიშვილთან თბილისში მიმდინარე პროტესტი, პროფკავშირების როლი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა და აფხაზეთის საკითხი განიხილეს. გადაცემა ასევე მოიცავდა თბილისში ჩატარებულ გამოკითხვაც [39:53], სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც, მათი თქმით, ჯერ კიდევ პრეზიდენტს უწოდებს საკუთარ თავს. მეორე გამოკითხვაში მათ ასევე, თბილისელებს დაუსვეს კითხვა, თუ რას ფიქრობენ რუსეთის შესახებ [46:16]. პირველ გამოკითხვაში, მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ დასავლეთი, კერძოდ, ვაშინგტონი და ბრიუსელი, ცდილობდა, ზურაბიშვილი წარმოეჩინა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერი საქართველოში, მაგრამ ეს პროექტი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ჩაიშალა; რომ დასავლელი კურატორები კვლავ ცდილობენ ზურაბიშვილის აქტიურად გამოყენებას, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოა; რომ ზურაბიშვილს დღემდე “პრეზიდენტს” უწოდებენ, მაგრამ „ნებისმიერი ნორმალური ქართველი მას უარყოფითად უყურებს“ და ა.შ. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გადაცემის წამყვანი, ვოვანი ირონიულად კითხულობს, თუ სად არიან ოპოზიციურად განწყობილი პირები, რაზედაც მეორე წამყვანი, ლექსუსი პასუხობს, რომ  ისინი მხოლოდ „საღამოს იღვიძებენ“, რადგან დღისით [პროტესტისთვის] არ უხდიან.

რეალურად, “ვოვანის და ლექსუსის შოუსთვის” კორესპონდენტმა თბილისის ქუჩებში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული მოქალაქეების ნაცვლად, პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაახლოებული პირები გამოკითხა. ეს რესპონდენტები ცნობილი არიან რუსეთის მიმართ დადებითი განწყობებით და რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზების სურვილით. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ვოვანმა და ლექსუსმა ვერ აღმოაჩინეს ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ოპოზიციურად განწყობილი პირები. 

  • ვინ გამოკითხეს თბილისის ქუჩებში “ვოვანისა და ლექსუსის შოუსთვის” რიგითი გამვლელების ნაცვლად?

ვასილ კაპანაძე, გიორგი გვასალია, თამარ კიკნაძე, გიორგი ირემაძე, დავით ოსეფაშვილი, ნუკა არველაძე და ილია ლობჟანიძე – ის პირებია, რომლებიც “ვოვანისა და ლექსუსის” შოუში თბილისის ქუჩებში შემთხვევით გამოკითხულ მოქალაქეებად იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა, სინამდვილეში, ისინი არა მხოლოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული პრორუსულ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, არამედ ამ პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებსაც იკავებენ. მაგალითად, თამარ კიკნაძე და გიორგი ირემაძე პარტის პოლიტსაბჭოს წევრები არიან, ილია ლობჟანიძე – ამავე პლატფორმის გადაცემის წამყვანი. დანარჩენი რესპონდენტები – ვასილ კაპანაძე, გიორგი გვასალია, დავით ოსეფაშვილი და ნუკა არველაძე რეგულარულად მონაწილეობენ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემებში. ზემოთ ჩამოთვლილი პირები ევროსკეპტიკური და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევიან და მათი ყველა საჯარო აქტივობა კრემლის სასარგებლო, მათ შორის, დეზინფორმაციული ნარატივების გამეორებასა და ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირებასთან არის დაკავშირებული.

 

  • ვასილ კაპანაძე

რუსი პრანკერები

ვასილ კაპანაძეს 2019 წელს მედიაკავშირ “ობიექტივის” ეთერში გადაცემა “Неделя” რუსულ ენაზე მიჰყავდა. 2020 წლის 9 იანვარს მედიის განვითარების ფონდისაჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების  ეროვნულმა კომისიამ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, ტელეკომპანია გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების – “ღამის სტუდია” და “Неделя” სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ  21 იანვარს, 22:30 წთ-ზე ობიექტივის ეთერში გადაცემა “Неделяსევ უცვლელი ფორმით,  რუსულ ენაზე, ქართული სუბტიტრებისა და თარგმანის გარეშე გავიდა

ვასილ კაპანაძე 2022 წელს “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში ფორუმზე “რუსეთ-ქართული ურთიერთობები: მათი განვითარების პერსპექტივები”. იგი ამ პოლიტიკური პლატფორმის გადაცემების ხშირი სტუმარია და ხშირად გამოხატავს ღიად ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს. მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, სურს თუ არა გაწევრიანება ისეთ ორგანიზაციაში (ევროკავშირში), სადაც მათ არჩევანს პატივს არ სცემენ. კაპანაძე ასევე ავითარებს ნარატივს, რომ დასავლეთი არ ეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში და ცდილობს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ წააქეზოს.

რუსი პრანკერები

  • გიორგი გვასალია

რუსი პრანკერები

გიორგი გვასალია ერთ-ერთი რესპონდენტია, რომელიც მონაწილეობდა “ვოვანისა და ლექსუსის” შოუში და წარდგენილი იყო, როგორც ადგილობრივი მცხოვრები. რეალურად, ის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემების  ხშირი სტუმარია, სადაც იურისტის სტატუსით მოიხსენიებენ.

გიორგი გვასალია ავრცელებდა მითს ყარსის ხელშეკრულების შესახებ და ამტკიცებდა, რომ თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდიოდა, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სათუო გახდებოდა. რეალურად,  ყარსის ხელშეკრულება უვადოა და კონკრეტული ვადით არ იზღუდება. 

გარდა ამისა, გვასალია ხშირად გამოხატავს სიმპათიებს ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი 12 წელია რაც ქვეყანას მართავს, ის საქართველოში არავის  მობეზრებია, რამდენადაც 30 წელზე მეტია, რაც პოლიტიკაში ერთი და იგივე პირები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც “გიჟების ნარატივით” აცხოვრებენ ქვეყანას. “ვოვანისა და ლექსუსის” შოუში გვასალია ამბობს: “ვაღმერთებ რუსულ კულტურას, მიყვარს რუსული კულტურა, მიყვარს მთელი ეგრეთ წოდებული რუსული სამყარო.” 

რუსი პრანკერები

  • თამარ კიკნაძე

რუსი პრანკერები

თამარ კიკნაძე ამჟამად “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრია. მანამდე, ის პარტია “ევროპელი სოციალისტების” პოლიტსაბჭოს წევრი იყო ირაკლი უბილავასთან ერთად, რომელიც ახლა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტიკური მდივანია. თამარ კიკნაძეს კავშირი აქვს რუსეთის სახელისუფლებო ფონდების აქტივობებთან საქართველოში.  ის დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. კიკნაძე ხშირად მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის და კრემლთან დაკავშირებული სხვა აქტორების მონაწილეობით იმართება, მაგალითად: ექსპერტთა შეხვედრა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ; არჩილ სიხარულიძის საჯარო ლექცია “ქართულ-რუსული ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში; პრიმაკოვის საიუბილეო საღამო და სხვა. ამ ეტაპზე თამარ კიკნაძე ასევე ხშირად სტუმრობს სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემებს. მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური, კონსპირაციული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

რუსი პრანკერები

  • გიორგი ირემაძე

რუსი პრანკერები

გიორგი ირემაძე ამჟამად პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრია. ის ძირითადად ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს, აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში. ირემაძე არის პრორუსული ორგანიზაცია “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” და  “პატრიოტი TVდამფუძნებელი, რომელიც ღიად პრორუსულ მედიას წარმოადგენს. ირემაძე თავის ფეისბუკ ჯგუფში საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия სიტემატურად ავრცელებს პარტიის წევრების რუსეთში განხორციელებულ აქტივობებს და ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობებს აცნობს. ამავე ჯგუფში ირემაძემ ჯგუფის წევრებს რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენა მიულოცა.  გიორგი ირემაძე წარსულში სისტემატიურად ესწრებოდა მოსკოვში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. 2022 წელს ირემაძე “სოლიდარობა მშვიდობისთვის” და სხვა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოსკოვში ესწრებოდა ფორუმს სახელწოდებით „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის  წარმომადგენლები. ირემაძე ასევე СОЛОВЬЕВ LIVE-ისა (1,2) და ТВ Звезда-ს (1,2) ხშირი სტუმარია. 

რუსი პრანკერები

  • დავით ოსეფაშვილი

რუსი პრანკერები

რუსი პრანკერების სიუჟეტში „თბილისის ქუჩაში შემთხვევით გამოკითხულ“ მოქალაქედ წარმოდგენილი დავით ოსეფაშვილი, სინამდვილეში, პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გადაცემების ხშირი სტუმარია და 2020 წელს პრორუსული პარტიის „ქართული დასის“ ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

ოსეფაშვილი აიდეალებს საბჭოთა წარსულს და ფიქრობს, რომ საქართველო ისტორიულად სიძლიერეს საბჭოთა კავშირში ყოფნით აღწევდა: „ჩვენ მაშინ გვქონდა განვითარება, როდესაც საბჭოთა კავშირის წიაღში ვიყავით – სწორედაც მაშინ ყვაოდა საქართველო!“

ოსეფაშვილი ამბობს, რომ არ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც ჩვენს ისტორიას, კულტურასა და რწმენას არ აფასებენ, და ამავე დროს ამტკიცებს, რომ „მხოლოდ რუსეთს ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ოსეფაშვილი ეხმიანება რუსულ ნარატივს, თითქოს დასავლეთი თავად ებრძვის რუსეთს და უკრაინას წარმოაჩენს არა სუვერენულ სახელმწიფოდ, არამედ დასავლეთის ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ:  „ფაქტია, რომ რუსეთი კონვენციურ ომში ამარცხებს უკრაინელების ხელით მებრძოლ ამერიკას და ევროპას.“ 

რუსი პრანკერები

  • ნუკა არველაძე

რუსი პრანკერები

ნუკა არველაძეს ხშირად ციტირებენ პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები და მას ჟურნალისტსა და ბლოგერს უწოდებენ. არველაძე “სოლიდარობა მშვიდობისთვის გადაცემების ხშირი სტუმარია. ერთ-ერთ გადაცემაში არველაძემ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს „ჭკუა ეყო“, რათა საკუთარი ქვეყანა დაეცვა დასავლეთისგან და, შესაბამისად, ამისთვის მას არ უნდა აკრიტიკებდნენ.  გარდა ამისა, ნუკა არველაძე არის მამუკა ფიფიას მხარდამჭერი და მომხრე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა. როდესაც მას “ვოვანისა და ლექსუსის შეუსთვის” ეკითხებიან, თუ როგორ უყურებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას, ის პასუხობს, რომ ვითარება შეცვლილია, რადგან ახლა, მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარეობს „ნატო-რუსეთის ომი“. არველაძის განცხადებით, „ბევრი რამ ბევრისთვის გახდა ნათელი“ და რაც მან, მისი თქმით, წლებია იცის, ახლა ამას საზოგადოებაც ნელ-ნელა იაზრებს.

რუსი პრანკერები

  • ილია ლობჟანიძე

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც “ვოვანისა და ლექსუსის შოუსთვის” გამოიკითხა ილია ლობჟანიძეა. ლობჟანიძე “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემის “სოციალისტური პლატფორმის დრო” წამყვანია. ილია ლობჟანიძე ასევე 2020 წელს რუსთავის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

რუსი პრანკერები

  • გიორგი ჯაბიშვილი

“ვოვანის და ლექსუსის” შოუში თბილისიდან, საერთაშორისო კორესპონდენტის სტატუსით ჩაერთო კო გიორგი ჯაბიშვილიც, რომელმაც საქართველოში არსებულ პროტესტზე ისაუბრა [25:30]. ჯაბიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისში სიტუაცია ახლა მშვიდობიანია, თუ არ ჩავთვლით „ქალაქის შეშლილებს“, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან აქციებზე, გარკვეული ლოზუნგებით და მიკროფონებით. მისი თქმით, ეს ადამიანები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ჯაბიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობის გადაწყვეტილებით უცხოური დაფინანსება მხოლოდ მთავრობის ნებართვით გახდება შესაძლებელი, აქციები შეჩერდება და პროტესტი გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის დაფინანსება იქნება.  აღსანიშნავია ისიც, რომ ჯაბიშვილი რუსული არხების პროპაგანდისტული გადაცემების ეთერებში ხშირად მონაწილეობს (1,2,3).

რუსი პრანკერები

  • ვინ არის მამუკა ფიფია, რომელიც ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილთან მოტყუებით დარეკვა მისი იდეა იყო? 

ბოლო დროს, პოლიტიკური პარტია “სოლიდარობა მშვდობისთვის” აქტიურად თანამშრომლობს რუსეთში მოქმედ ოფიციალურ და საზოგადოებრივ სტრუქტურებთან. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი კი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, მამუკა ფიფიაა, რომელიც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნის პოზიციას იკავებს. 

2025 წლის 26 აპრილს პაატა აბულაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია პუტინისტურ ბაიკერულ დაჯგუფებას, „ღამის მგლებს“ საქართველოში ეპატიჟება და აცხადებს, რომ „რუსეთი აყვავდება“. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩუქნის ფიფია ჯგუფის ლიდერ ალექსანდრ ზალდოსტანოვს საქართველოს დროშას, ხოლო მისგან სანაცვლოდ იღებს რუსეთის დროშას.

რუსი პრანკერები
ალექსანდრ ზალდოსტანოვი მამუკა ფიფიას რუსეთის დროშას ჩუქნის

რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესში „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2022 წლის ბოლოდან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2024 წლის 15 ივნისს  Sputnik-საქართველომ მამუკა ფიფიას რუსულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის პუტინს სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთხოვს. ფიფია ხშირად მონაწილეობს რუსეთის პოლიტიკური ელიტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მათ შორის, იმყოფებოდა 2025 წლის აპრილში მოსკოვში გამართულ ,,საერთაშორისო ანტიფაშისტურ ფორუმზე”; 2025 წლის 22 მარტს ფიფიამ მოსკოვში საერთაშორისო „სახალხო ერთიანობის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენცაში მიიღო მონაწილეობა, 2024 წლის 22 ივლისს კი  რუსეთის მმართველი პარტიის მიერ შექმნილ “რუსეთის მეგობრების კლუბის” საერთაშორისო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელიც სერგეი ლავროვის მიმართვით გაიხსნა.

2023 წლის მაისში, როცა რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა, ფიფია ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო მოსკოვი-თბილისის რეისზე. აეროპორტში მიცემულ კომენტარებში მან ფრენების ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა და უკრაინაში რუსეთის ომი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენია, რითაც ფაქტობრივად გაამართლა აგრესია. 

ფიფია რუსეთში ასევე ხვდება კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკოსებს, მათ შორის სახელმწიფო დუმის წევრებს სერგეი გავრილოვსა და კაზბეგ ტაისაევს. 2023 წელს ფიფია საქართველოს პარლამენტშიც იმყოფებოდა – მან „ოცნების“ დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის კაბინეტში, კონსტიტუციის გადაფურცვლისას ფოტო გადაიღო.

წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist