რომი თუ კარტახენა – სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პაპის დაკრძალვა
764
VIEWS

24 აპრილს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Fa Ntina გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებს. ვიდეოში ჩანს, რომ სპეციალურ ტანსაცმელში შემოსილი პირები ტაძარში შედიან. მათ ახურავთ წვეტიანი ქუდები, რომლებიც სახეს ფარავს. პოსტის ავტორი წერს: “რომის პაპის დაკრძალვაა! ამოტრიალებული ჯვრებში მამლები! სატანისტური მასკები სახეზე! ჯოჯოხეთური ხმაური! მასონების კრების მსგავსი და სადაა აქ ქრისტიანული კათოლიზმი”. 

Screenshot 28 4 2025 111622 www.facebook.com რომი თუ კარტახენა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები პაპის დაკრძალვას არ უკავშირდება. რეალურად, კადრები ესპანეთში, კარტახენაშია გადაღებული და “წმინდა კვირის”, იგივე “Semana Santa-ს” დროს მიმიდინარე მოვლენებს ასახავს. ვიდეო ასევე არ ასახავს “სატანისტურ სიმბოლოებს”. მასში ნაჩვენები პირები ქალთა ჯგუფის, Tercio del Arrepentimiento de San Pedro-ს წევრები არიან და შებრუნებულ ჯვარსა და მამლის სიმბოლოს პეტრე მოციქულს უკავშირებენ.

ფეისბუქ-მომხმარებელმა, ისევე, როგორც პლატფორმა X-ის არაერთმა ანგარიშმა (1;2) დაკრძალვის “სატანისტური რიტუალის” შესახებ ვიდეო 22-24 აპრილს გაავრცელეს, თუმცა, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ 22 აპრილს უკვე ცნობილი იყო თარიღი, როცა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა იყო დაგეგმილი – 26 აპრილის 10:00 საათი.

გარდა იმისა, რომ კადრები პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას არ ასახავს, ის ასევე არ არის გადაღებული იტალიაში და პაპის გარდაცვალებას არ უკავშირდება. რეალურად, ვიდეო ესპანეთში, ქალაქ კარტახენაში აღდგომის დღესასწაულის დროს, “წმინდა კვირის” ანუ “Semana Santa-ს” პერიოდში არის გადაღებული. ღია წყაროებით მსგავსი მსვლელობების ამსახველი არაერთი ვიზუალური მასალა იძებნება (1;2), თუმცა იდენტური კადრების მოძიება “მითების დეტექტორმა” პლატფორმა Tik-Tok-ზე შეძლო. ვიდეო 17 აპრილით არის დათარიღებული და გამოქვეყნებული აქვს ანგარიშს სახელწოდებით “Semana Santa Cartagena”, რომელიც წმინდა კვირასთან დაკავშირებული მოვლენების ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს.  აღსანიშნავია, რომ პაპი 21 აპრილს გარდაიცვალა, ვიდეოს გამოქვეყნების თარიღი კი გამორიცხავს, რომ კადრები რაიმე სახით მის დაკრძალვას უკავშირდება. 

Screenshot 28 4 2025 112146 docs.google.com რომი თუ კარტახენა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?

Semana Santa” ესპანეთში 13 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. ეს არის აღდგომასთან დაკავშირებული “წმინდა კვირა”, რა დროსაც ტარდება არაერთი მსვლელობა, ხოლო თითოეულ რეგიონს ახასიათებს უნიკალური, საუკუნოვანი ტრადიციები.    

გარდა ამისა, გავრცელებულ კადრებში ჩანს ტაძარი, რომელიც კარტახენაში მდებარეობს და სანტა მარია დე გრაცია ეწოდება

Screenshot 28 4 2025 112542 docs.google.com რომი თუ კარტახენა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?
სანტა მარია დე გრაციას ტაძარი
Screenshot 28 4 2025 11261 docs.google.com რომი თუ კარტახენა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?
კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ვიდეოში ასახული მსვლელობის მონაწილეები კარტახენას Arrepentimiento de San Pedro-ს წევრები არიან, რომელიც ქალებით არის დაკომპლექტებული. მათ ოფიციალურ ვებ-საიტზე აღწერილი ჩაცმულობა ასევე ემთხვევა ვიდეოში ნაჩვენები პირების ჩაცმულობას: თეთრი შალის ტუნიკა, შავი ატლასის მოსასხამი ოქროსფრად ამოქარგული ემბლემით; მაღალი შავი ატლასის ქუდი, თეთრი ძაფით შმეოსაზღვრული; ოქროსფრად ნაქარდი წითელი ხავერდის სარტყელი; შავი სანდლები; თეთრი წინდები; შავ ფერში მორთული თეთრი ხელთათმანები. 

Screenshot 28 4 2025 112754 docs.google.com რომი თუ კარტახენა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?
ფოტო: San Pedro Apóstol Association

ფეისბუქისა და X-ის მომხმარებლები სიმბოლოებს – ამოტრიალებულ ჯვარსა და მამალს “სატანისტურს” უწოდებენ. შებრუნებული ჯვარი, ისევე, როგორც მამალი, წმინდა პეტრეს უკავშირდება. განმარტების მიხედვით, მამალი ქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც სახარებაში წმინდა პეტრეს უარყოფის ეპიზოდშია მოხსენიებული, ხოლო ამობრუნებული ჯვარი ასახავს პეტრეს თავდაყირა ჯვარცმის გზას (რადგან ის თავს არ თვლიდან ქრისტეს მსგავსად ჯვარცმის ღირსად).  

Screenshot 28 4 2025 112931 docs.google.com რომი თუ კარტახენა - სად არის გადაღებული კადრები, რომელსაც პაპის დაკრძალვას უკავშირებენ?
იტალიელი მხატვრის, ლორენცო მონაკოს ნაშრომი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ასევე გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა ესპანურმა ორგანიზაცია Maldita-მ. 

ფოტო გარეკანზე: AP Photo/Gregorio Borgia


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist