როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

WSDFWF
364
VIEWS

15 მარტს ონლაინ-გამოცემებმა gadacema.ge და fbmediatv.com გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს. ორივე სტატიას იდენტური სათაური ერთვის: “უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო…” – ამ წუთებში ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს.”

""

სტატიების სათაურები შეცდომაში შემყვანია და არ აღწერს მათში გადმოცემულ ამბავს, ვინაიდან სინამდვილეში მეცნიერებმა არა კორონავირუსის წამალი, არამედ ანტისხეულები აღმოაჩინეს. gadacema.ge და fbmediatv.com ქლიქბაიტ საიტიებია, რომლებიც სენსაციური სათაურის ხარჯზე კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობენ. 

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ როტერდამისა და უტრეხტის უნივერსიტეტების მეცნიერთა ათკაციანმა გუნდმა აღმოაჩინა ანტისხეულები, რომლებიც შესაძლოა, ახალი კორონავირუსის დამარცხებაში გამოიყენონ. ეს ინფორმაცია მკითხველისთვის gadacema.ge და fbmediatv.com-ის სტატიების ტექტსშია ხელმისაწვდომი.

"

"

ქლიქბაიტ საიტების შესახებ

gadacema.ge და fbmediatv.com აქვეყნებენ საინფორმაციო სტატიებს და პოზიციონირებენ როგორც მედიასაშუალებები, თუმცა, ისინი  ქლიქბაიტ საიტებია, რომლებიც მიმზიდველი სათაურითა და ვიზუალური ეფექტებით მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ და კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობენ. ამ ვებ-გვერდებზე გვხვდება 18+ ტიპის რეკლამები, ყვითელი შინაარსის საინფორმაციო მასალები და სენსაციური სათაურები.

"

Registrator.ge-ს მონაცემებით, gadacema.ge რეგისტრირებულია 2020 წლის 2 მარტს და მისი მფლობელი არის პირი სახელად sabir qiarimovi. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ ვებ-გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებული მანიპულაციური მასალა ქვეყნდება. 11 მარტს  ვებ-გვერდმა გამოაქვყენა დეზინფორამცია, თითქოს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილმა საქართველოს მოქალაქეებმა საჩხერის საავადმყოფოში მიმავალ გზაზე, სადაც მათ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაევლოთ, ავტობუსის მძღოლზე იძალადეს და გაიქცნენ.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist