როგორ მოქმედებს რუსეთში კანონი, როდესაც მსჯავრდებული საპროტესტო აქციის მონაწილეა?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ღრჰ
128
VIEWS

რუსეთის დამოუკიდებელი მედიის Novaya Gazeta-ს ახალი კვლევის მიხედვით, საპროტესტო აქციების მონაწილეები პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის გამო საპატიმრო სასჯელს ორჯერ უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე სხვა მსჯავრდებულები.

კვლევის თანახმად, იმ ადამიანებიდან, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობას იყენებს და ნასამართლეობა ან ალკოჰოლის/ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შემთხვევა არ აღენიშნება, მხოლოდ 40%-ს აპატიმრებენ. თუმცა სტატისტიკა იცვლება საპროტესტო აქციების მონაწილეების შემთხვევაში, როდესაც ასეთი შემთხვევების 80% პატიმრობით სრულდება.

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს 2016-2019 წლების 11 991 შემთხვევა, რომელიც ეხებოდა სიცოცხლისთვის არასახიფათო ძალადობის გამოყენებას ან ძალადობის მუქარას ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. 57 სასჯელთან შედარების შემდეგ, რომელიც შეიცავდა პოლიტიკურ სარჩულს, აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე გარემოებებში განსაზღვრული მინიმუმი საპატიმრო სასჯელი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შეადგენდა 7 თვეს, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილისთვის – 10 თვეს. ამასთან, სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად არ განსვავდებოდა მათთვის, ვინც აღიარა დანაშაული და ვისაც ბრალი არ უღიარებია.

ადვოკატი სვეტლანა სიდორკინა აღნიშნავს, რომ სასჯელი უფრო მძიმეა, როდესაც საქმე სიტყვის თავისუფლებას ეხება. 318-ე მუხლის 1 ნაწილი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუხლია და წელიწადში 6.3 ათასი განაჩენს ითვლის.

(thurmondeye.com)

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist