როგორ გეხმარებათ პანდემიის დროს WhatsApp?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

modern-whatsapp-background_23-2147900936
75
VIEWS

როგორ შეუძლია WhatsApp-ს დაგეხმაროთ კავშირზე დარჩენაში კორონავირუსის პანდემისს დროს ან რა საშუალებებს გვაძლევს აპლიკაცია? ამის შესახებ პლატფორმამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა.

WhatsApp აპლიკაცია გეხმარებათ, დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის და გთავაზობთ გზებს,  თუ როგორ იყოთ ინფორმირებული ჯანდაცვის საკითხებზე და გაავრცელოთ ინფორმაცია გონივრულად.

დაუკავშირდით დისტანციურად
გამოიყენეთ აპლიკაციის ფუნქციები, როგორიცაა ჯგუფური ჩათი, ხმოვანი შეტყობინება და ვიდეო ზარი იმისათვის, რომ დაუკავშირდეთ და დაეხმაროთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, მიუხედავად დისტანციისა.

შეარჩიეთ ინფორმაციის სანდო წყარო
დაუკავშირდით ადგილობრივ, სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციებს. იპოვეთ სანდო წყაროები, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ეროვნული ჯანდაცვის უწყება, რომ გაიგოთ უახლესი ინფორმაცია და რჩევები/ მითითებები.

დაეხმარეთ სხვებს არასწორი ინფორმაციის გავრცელების პრევენციაში
დაფიქრდით იმ შეტყობინებებზე, რომელსაც მიიღებთ. ყველაფერი, რაც კორონავირუსს შეეხება, არ არის სწორი. გადაამოწმეთ ფაქტები სხვა სანდრო და ოფიციალურ წყაროებში ან ფაქტჩეკერებთან. არ გაავრცელოთ ინფორმაცია, თუ არ ხართ დარწმუნებული მის ნამდვილობაში.

WhatsApp ცალკეული სფეროების წარმომადგენლებსაც ეხმარება, კერძოდ:

საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს/ ლიდერებს
ჯანდაცვის წარმომადგენლებს
აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ დაუკავშირდნენ პაციენტებს, გაუზიარონ საზოგადოებას ინფორმაცია, ჩაატარონ დისტანციურად კონფერენციები, სწრაფად უპასუხონ ხშირად დასმულ კითხვებს და ა.შ.

საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, დაუკავშირდნენ მოსწავლეებს, გაუგზავნონ დავალებები, გაუზიარონ გაკვეთილები ტექსტური ან ხმოვანი გზავნილების საშუალებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თვითმმართველობებს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, წარადგინონ ორგანიზაცია, იყონ აქტიურები საზოგადოგადოებასთან კომუნიკაციისას, გაავრცელონ  გადამოწმებული/სწორი და დროული ინფორმაცია, მოახდინონ საკუთარი გუნდის კოორდინაცია, სწრაფად უპასუხონ კითხვებს და სხვა.

ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, აღმოაჩინონ კლიენტებთან დაკავშირების გზები, გაუზიარონ მათ სამუშაო საათები, უფრო ეფექტური გახადონ მიტანის სერვისები, განაახლონ ინფორმაცია ინვენტარის შესახებ და სხვა.

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist