19 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნინი ხუნდაძე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტთან ერთად ჩანს. ერთ-ერთ კადრში ზელენსკი რობოტს “ბატონი პრემიერ-მინისტრით” მიმართავს. ვიდეოზე განთავსებული ტექსტით მიხედვით, ახალი “რობოტი სამეფო ძალა” უკვე უკრაინაშია. ნინი ხუნდაძე წერს, რომ ვიდეო ერთ-ერთ ამერიკულ “გამოსაღვიძებელ” არხზე გაავრცელეს.
გავრცელებული პოსტი ვიდეოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო დამუშავებულია და მასში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის ნაცვლად რობოტის გამოსახულებაა ჩასმული, სწორედ ამიტომ, მას ზელენსკი “პრემიერ-მინისტრით” მიმართავს.
ვიდეო თავიდაპირველად ტიკ-ტოკის ანგარიშზე, სახელწოდებით animatronic3d-ზე გამოქვეყნდა. ანგარიშს მითითებული აქვს, რომ მისი მფლობელი 3D ვიზუალებს ქმნის, რომლებიც ვიდეოების სახით აქვს გამოქვეყნებული. სხვა ვიზუალებთან ერთად, ანგარიშზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და რიში სუნაკის რამდენიმე დამუშავებული ვიდეოც არის გამოქვეყნებული, რომლებშიც სუნაკი რობოტითაა ჩანაცვლებული.
ნინი ხუნდაძის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, რასაც ტელევიზორში გვაჩვენებენ, რეალური არაა და მაგალითად, ამ ვიდეოში ზელენსკი რობოტთან ერთადაა და არა რიში სუნაკთან. ორიგინალი ვიდეო ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალშია გადაღებული, როცა ზელენსკი და სუნაკი დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნიან.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-მომხმარებელი ნინი ხუნდაძე “კონსერვატიული მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის, ალტ-ინფოს მხარდამჭერია. სხვადასხვა თემაზე ის ხშირად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომელიც “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:
- შეუთანხმდა თუ არა კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილების გადაცემის შესახებ?
- გერმანიის პოლიციის მიერ ოჯახისათვის ბავშვის ჩამორთმევის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
- ვინ გააკრა ნიუ იორკის მეტროში მუქარისშემცველი პლაკატები?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.