რით დაიწყო უკრაინის კრიზისი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

170
VIEWS

2022 წლის 15 თებერვალს საინფორმაციო პორტალმა Info Analytical-მა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “უკრაინული კრიზისი თავდაპირველად “ბაიდენის ტყუილებით დაიწყო”. სტატიის მიხედვით, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ესკალაცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის და ამერიკის დაზვერვის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ავტორის თქმით, უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შესახებ გაკეთებული განცხადებებით ბაიდენის ადმინისტრაციამ ვითარება ხელოვნურად გაამძაფრა. სტატიაში მოყვანია ამერიკელი პოლიტიკოსის რონ პოლის ციტატაც, რომლის თანამხმადაც ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის შესახებ იცრუა.

Info Analytical-ის სტატია ფეისბუქ გვერდ “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებზე” და ჯგუფში “ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze” გააზიარეს.

Screenshot 7 9 რით დაიწყო უკრაინის კრიზისი?

მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალავია ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებების შემდეგ დაიწყო, დეზინფორმაციაა. რეალურად, ვითარების დაძაბვა 2021 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან შეტაკებების განახლებით დაიწყო, ხოლო უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის და სამხედრო ტექნიკის მობილიზება გასული წლის ოქტომბრიდან შეინიშნება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი განცხადებები 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააკეთა, როცა რუსეთ-უკრაინის საზღვართან უკვე ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი იყო მობილიზებული.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის განახლება 2021 წლის მარტსა და აპრილში დაიწყო, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რომელთაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად, 2021 წლის აპრილში რუსულმა სამხედრო ძალებმა  რუსეთ-უკრაინის საზღვარისკენ მობილიზება დაიწყეს.  რუსული მხარის მტკიცებით, სამხედრო ძალების დასავლეთით გადაადგილება რუსული არმიის რეგულარული საგაზაფხულო შემოწმების და წვრთნების ნაწილი იყო, თუმცა უკრაინის მთავრობაში ეჭვს იწვევდა საზღვართან თავმოყრილი რუსული ჯარისა და შეიარაღების მასშტაბი. უკრაინის მთავრობამ 20 აპრილს განაცხადა, რომ მათ საზღვრებთან 100 000-დან 120 000-მდე რუსი ჯარისკაცი იყო მობილიზებული, ასეთი ფართომასშტაბიანი კონცენტრაცია კი 2014 წლის ყირიმის ომის შემდეგ არ მომხდარა. ამავდროულად, ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები და მობილიზაცია მიმდინარეობდა. ყირიმისკენ გადაადგილება რუსული ფლოტის ნაწილმაც დაიწყო.

რუსეთის შესაძლო აგრესიის კონტექსტში ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 2021 წლის მაისის დასაწყისში უკრაინას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ეწვია, რის შემდეგაც რუსეთმა სასაზღვრო რეგიონიდან ჯარების ნაწილობრივი გაყვანა მალევე დაიწყო.  

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზაციის განახლება 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. რუსული მხარის თქმით, უკრაინის მახლობლად მათი ჯარის თავმოყრა NATO-სგან რუსეთის მიმართ აგრესიის საპასუხოდ მიმდინარეობდა. 13 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცი იდგა. უკრაინისკენ რუსეთის ჯარის  ხელახალი გადაადგილების საპასუხოდ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოლაპარაკებები განაახლა.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციის საკუთარი პირობები წარმოადგინა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აკრძალვა იყო. NATO-ს მიერ აღნიშნული მოთხოვნის უარყოფის შემდეგ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე საკუთარი ჯარების მობილიზაცია გააგრძელა. 2022 წლის იანვარში უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან 120 000-ზე მეტი რუსეთის ჯარისკაცი იდგა. ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპელი პარტნიორებისაგან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და ნაბიჯები სწორედ რუსეთის ჯარის მობილიზების და მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის ფონზე გაკეთდა.

2022 წლის თებერვალში ამერიკას, ევროპელ პარტნიორებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, უკრაინის საზღვართან კი მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. თეთრმა სახლმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ 16 თებერვლისთვის რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად სრულად მზად იქნებოდა, თუმცა ამერიკის წარმომადგენლების თქმით, მათ ჯერ კიდევ არ იციან, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს თუ არა უკრაინაში შეიჭრას. ამერიკული მხარის მტკიცებით, თეთრი სახლი რუსეთის ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად არის.

“მითების დეტექტორიმა” უკრაინის კრიზისის შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატიები: 

ნარატივი, თითქოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის შექმნა დასავლეთის პასუხისმგებლობაა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ფართოდაა გავრცელებული. მსგავსი გზავნილის კულტივირებას რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროსაც ცდილობდა, რაც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობის დასავლეთისთვის დაკისრებას ისახავდა მიზნად. უკრაინის 2021-2022 წლების კრიზისს და 2014 წლის ომის დროს გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ შემდეგი მასალები:

წყაროს შესახებ

ვებ-გვერდი InfoAnalytical.ge 2022 წლის 12 თებერვლიდან უკრაინის კრიზისის, ამერიკის ადმინისტრაციის, საქართველოში ამერიკის ელჩის და ქართული პოლიტიკის შესახებ კრემლის პოლიტიკის და პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილის სტატიებს და მოსაზრებებს აქვეყნებს. ვებ-გვერდზე გვხვდება ანტიამერიკული პუბლიკაციები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი საქართველოს იდეოლოგიურ ოკუპაციას ახდენს, ხოლო საქართველოში ამერიკის ელჩი “ამერიკული საოკუპაციო რეჟიმის” გარყვნილ წარმომადგენლადაა მოხსენიებული.

Screenshot 3 13 რით დაიწყო უკრაინის კრიზისი?

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 12 თებერვლამდე ვებ-გვერდზე აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის ინგლისურენოვანი სტატიები ქვეყნდებოდა, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრებას, სპორტს, დასვენებასა და მსგავს თემებს ეხებოდა. აღნიშნული სტატიების გამოქვეყნება ვებ-გვერდმა 2021 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. 12 თებერვლიდან კი საიტზე ირაკლი ჯანყარაშვილის სტატიები გამოჩნდა.

Screenshot 4 12 რით დაიწყო უკრაინის კრიზისი?

Facebook-ზე იძებნება იდენტური სახელის მქონე გვერდიც, რომელიც 2022 წლის 2 თებერვალსაა შექმნილი და როგორც info analytical-ზე, ისე ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მართულ კიდევ ერთ საიტზე, tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აზიარებს.

Screenshot 5 9 რით დაიწყო უკრაინის კრიზისი?

Facebook Ad Library-ის მიხედვით ფეისბუქ გვერდი infoanalytical.ge-ს ამჟამად ერთი პოსტი აქვს დასპონსორებული. პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი პოსტი საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ ფეისბუქ გვერდმა 2022 წლის 15 თებერვალს დაარეკლამა.

Screenshot 6 9 რით დაიწყო უკრაინის კრიზისი?

infoanalyrical.ge-ზე გამოქვეყნებული მასალების ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი ვებ-გვერდ tvalsazrisi.ge-ისა და სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიშის საშუალებით ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს. ჯანყარაშვილი მხარს კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” და მის ლიდერს ირმა ინაშვილს უჭერს. 27 ოქტომბერს ჯანყარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ დადებითი განწყობა მხოლოდ ირმა ინაშვილისა და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აქვს.

ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მართული ფეისბუქ ანგარიშების შესახებ ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist