ვიდეო, რომელშიც სირიელმა ქრისტიანებმა ჯვარი აღმართეს, 2024 წელსაა გადაღებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჯვარი
224
VIEWS

10 მარტს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო (1, 2, 3, 4), რომელშიც მათი მტკიცებით ჩანს თუ როგორ აღმართეს სირიელმა ქრისტიანებმა ჯვარი საპროტესტო აქციისას. პოსტების აღწერაში ვკითხულობთ, რომ მათ ეს გააკეთეს არსებული დიდი წნეხის მიუხედავად, შესაბამისად იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბარია 6 მარტს დაწყებულ შეტაკებებზე, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა უმეტესობა სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მიერ სიკვდილით დასჯილი მშვიდობიანი მოსახლეობა (ალავიტები) აღმოჩნდა. 

ჯვარი

გავრცელებული კადრები სირიის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება. ქრისტიანებმა აღნიშნული ჯვარი საპროტესტო აქციისას 2024 წლის დეკემბერში აღმართეს. პროტესტი მოყვა შობამდე ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში აღმართული საშობაო ნაძვის ხის დაწვას და მსვლელობისის მონაწილეები ქრისტიანთა უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

ცნობილი გამოცემების New York Times და Guardian-ის ინფორმაციით, 2024 წლის 23 დეკემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ მოუკიდეს ცეცხლი ნიღბიანმა პირებმა საშობაო ნაძვის ხეს სირიაში, ძირითადად ქრისტიანებით დასახლებული პატარა ქალაქ ალ-სუკაილაბიაში. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანების გაღიზიანება, რასაც 24 დეკემბერს დედაქალაქ დამასკოში გამართული საპროტესტო აქცია მოყვა, რა დროსაც მსვლელობის მონაწილეებმა ხისგან გაკეთებული დიდი ზომის რამდენიმე ჯვარი აღმართეს და ქრისტიანთა უფლებების დაცვა მოითხოვეს. დეკემბერში, აღნიშნული საპროტესტო აქციის სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ვიდეოები ასევე გავრცელდა როგორც სხვა მედიებში, ისე არაერთ სოციალურ ქსელშიც, რომელთა ნაწილიც ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს იდენტურია

ჯვარი
კადრი 10 მარტს გავრცელებული ვიდეოდან         კადრი 28 დეკემბერს ატვირთული ვიდეოდან
  • რა ხდება სირიაში?

6 მარტს სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები ცხოვრობენ, შეტაკებებს უკვე 1 000-ზე მეტი ადამიანი  ემსხვერპლა. “ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის” ცნობით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობიდან 745 სამოქალაქო პირი იყო (უმეტესობა ალავიტი). ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ დღეებში დაიღუპა ასადის 148 მომხრე და უშიშროების მინიმუმ 125 თანამშრომელი. მიმდინარე მოვლენებს 13 წლიანი სამოქალაქო კონფლიქტის ყველაზე უფრო სასტიკ ძალადობას უწოდებენ – მსხვერპლთა შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები. 

9 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა მორიგი ვიდეომანიპულაცია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. სირიის შესახებ გავრცელებული სხვა მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის შემცველი მტკიცებები იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიებში

არქივი: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სირია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist