Resistance Republicaine – ღიად ისლამოფობიური წყარო – ვის ეყრდნობა სამთავრობო მედია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფაქტ ჩექერები; ფაქტჩექერი; ყალბი ახალი ამბები
246
VIEWS

1 ივლისს PostTV-ის ფეისბუქ გვერდზე ფრანგულ გამოცემა Resistance Republicaine-ის მიერ ფრანგ პოლიტიკოსა და ევროპარლამენტის წევრის რაფაელ გლუკსმანისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სტატიის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. იგივე ინფორმაცია “იმედის” ეთერშიც გაშუქდა და ვიდეო არხის ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა. მედიასაშუალებების მიხედვით, ფრანგული გამოცემა აცხადენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხგავსად გლუკსმანიც ციხეში უნდა იჯდეს, პუბლიკაციაში კი სააკაშვილის დანაშაულებიცაა მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ ფრანგული გამოცემის ამ სტატიის შესახებ ინფორმაცია “იმედმა” ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა, თუმცა ამჟამად აღნიშნული მასალა გვერდზე აღარ იძებნება. 

raphael gluksmani1 | mythdetector.com

გლუკსმანის შესახებ სტატია ფრანგულ გამოცემაში 26 ივნისს გამოქვეყნდა. იქამდე 24 ივნისს გლუკსმანი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთ ხალხს ევროკავშირის წევრობა ასე არ დაუმსახურებია. უფრო ადრე ღარიბაშვილმა “გლუკსმანის შეკვეთილი” უწოდა ცნობილ ფრანგულ გამოცემაში Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა “საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს.”

“მითების დეტექტორმა” ის ფრანგული გამოცემა შეისწავლა, რომელსაც სახელისუფლებო სამთავრობო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები რაფაელ გლუკსმანისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დროს დაეყრდნენ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 

  • Resistance Republicaine ფრანგული ისლამოფობიური ვებ-გვერდი და ორგანიზაციაა;
  • ამჟამად ვებ-გვერდის რეგისტრაციიას ადგილი ისლანდიაა, ხოლო IP მისამართი მოსკოვში მდებარეობს;
  • გამოცემის რედაქტორი ქრისტინ ტასინია, რომელიც კიდევ ერთი ღიად ისლამოფობიური გამოცემის Riposte laïque-ის დამფუძნებელთან პიერ კასენთან ერთად ანტიისლამურ აქციებს მართავს. 

Resistance Republicaine-ის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცემის რედაქტორის პოზიციას Christine Tasin-ი იკავებს.

raphael gluksmani2 | mythdetector.com

ტასინი ამ გამოცემის გარდა, ამავე სახელწოდების მქონე ანტიისლამურ მოძრაობასაც ხელმძღვანელობს. ტასინისა და კიდევ ერთი ანტიისლამური ორგანიზაციისა და გამოცემის Riposte laïque-ის ორგანიზებით, 2010 წელს პარიზში ისლამოფობიური აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უმეტესად მუსლიმებით დასახლებულ ქუჩებში ტასინმა და მისმა თანამოაზრეებმა ღორის ხორცი და ღვინო მიიტანეს და მუსლიმებისგან ქუჩების დაბრუნებას ითხოვდნენ.  2019 წელს ტასინი ლონდონის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამართლების გამო გაასამართლეს. 2017 წლის ივნისში რამადანის ლოცვის დროს მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ტასინი შემთხვევის შესახებ წერდა, რომ თავდასხმა ტერორიზმის ან ისლამიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცემა პარიზში გენერალ ლეკლერკის გამზირზე მდებარეობს.

raphael gluksmani3 | mythdetector.com

ვებ-გვერდის შესახებ მოძიებული ინფორმაციით, ის 2019 წელს შეიქმნა და ამჟამინდელი რეგისტრაციის ადგილი ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკია, ხოლო IP მისამართი მოსკოვში მდებარეობს. 

raphael gluksmani4 | mythdetector.com raphael gluksmani5 | mythdetector.com

საიტის საარქივო სქრინშოტები 2020 წლის 11 ოქტომბრიდან ადასტურებს, რომ ამ პერიოდიდან  დომეინის resistancerepublicaine.com ქვეშ ნამდვილად აღნიშნული გამოცემა არსებობდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდში რეგისტრაციის ადგილად პანამა იყო მითითებული. 

raphael gluksmani6 | mythdetector.com raphael gluksmani7 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდებისა და ლოგოს მქონე ბლოგი წარსულში WordPress-ის პლატფორმაზე ფუნქციონირებდა, ბლოგზე გამოქვეყნებული ბოლო მასალა 2011 წლის 9 მარტით თარიღდება. 

raphael gluksmani8 | mythdetector.com

საინტერესოა ისიც, რომ გამოცემის რედაქტორი ტასინი პიერ კასენთან ხშირად თანამშრომლობს. კასენი ღიად ისლამოფობიური გამოცემის Riposte laïque-ის დამაარსებელია. 

raphael gluksmani9 | mythdetector.com
ტასინი და კასენი ღონისძიებაზე “საფრანგეთი საფრთხეშია” ფოტო

ამ გამოცემის ვებ-გვერდი ვიზუალურად Resistance Republicaine-ის ამჟამინდელ ვებ-გვერდს ჰგავს. 

raphael gluksmani10 | mythdetector.com raphael gluksmani11 | mythdetector.com

აღსანიშნავია ისიც, რომ Riposte laïque-ს IP მისამართი ასევე მოსკოვში ფიქსირდება, ხოლო საიტის რეგისტრაციის ადგილი ჟენევაა. 

raphael gluksmani12 | mythdetector.com

ორივე ისლამოფობიური გამოცემა რაფაელ გლუკსმანს წარსულშიც აკრიტიკებდა. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩინეთის მიერ მუსლიმი უიღურების გენოციდს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა. 


Resistance Republicaine არქივი – https://archive.is/F6iar

PostTV-ის არქივი 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, საქართველო

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist