Ren TV-ი კორონავირუსს აშშ-ის ლაბორატორიებს უკავშირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

241
VIEWS

კორონავირუსი, რომლითაც ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, კრემლის მედიის მხრიდან აშშ-ზე თავდასხმის საბაბი გახდა. 27 იანვრის სიუჟეტში “მუტაცია, საიდუმლო ლაბორატორია თუ პროოკაცია: საიდან განჩდა კორონავირუსი” (Мутация, тайная лаборатория или провокация: откуда пришел коронавирус) Ren TV-მ კორონავირუსი “ბაქტერიოლოგიურ იარაღად”, “ბიოტექნოლოგიად” და “დივერსიად” შეაფასა.

Ren TV-ის მთავარი წყარო რუსი სამხედრო ექსპერტი იგორ ნიკულინია.

იგორ ნიკულინი, სამხედრო ექსპერტი: “ნუ, ვის წინააღმდეგ არის [კორონავირუსი] მიმართული, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეს მოხდა ჩინეთში, როგორც ჩანს, ჩინეთის წინააღმდეგ [არის მიმართული]. ყველაფერი ეს ძალიან ჰყავს დივერსიას. პირველ რიგში, ეს არის ქალაქი უხანი – ქვეყნის ცენტრი, მსხვილი სატრანსპორტო კვანძი, თანაც ახლა ჩინური ახალი წელია – ასობით მილიონი ჩინელი იმოგზაურებს ქვეყნის შიგნით ნათესავებთან, ნაცნობებთან და ა.შ.”

იგორ ნიკულინზე დაყრდნობით ერთ სიუჟეტში კონსპირაციის რამდენიმე ხაზი ვითარდება:

  1. ჩინელების განადგურებას შიგნიდან ცდილობენ;
  2. კორონავირუსი შესაძლოა ხელოვნურად იყოს შექმნილი;
  3. კორონავირუსის გავრცელება ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების ინტერესშია;
  4. კორონავირუსის გავრცელება თავად ამერიკის ინტერესშია, რადგანაც ამერიკული ლაბორატორიები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აზიის ქვეყნების გარშემოც მუშაობენ.

კორონავირუსის შესახებ კონსპირაციების განვითარების კონტექსტში სიუჟეტის ავტორი თბილისში მოქმედ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ასახელებს, რითაც დაუსაბუთებელ პარალელს ავლებს ჩინეთში აღმოჩენილ ვირუსსა და თბილისში მოქმედ ლაბორატორიას შორის. უფრო მეტიც, ამ კონტექსტში სიუჟეტში მოყვანილია 2018 წლის საარქივო მასალა, რომელშიც რუსეთში მცხოვრები საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს. მაშინ გიორგაძე ამტკიცებდა, რომ “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ადამიანებიდან 24 მხოლოდ ერთ დღეს გარდაიცვალა. მოგვიანებით, BBC-სთან ინტერვიუში გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში “ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს. სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სხვა ყალბ ინფორმაციასაც ვისმენთ, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში მალარიის გადამტანი კოღოების გასავრცელებლად დრონებს ამზადებდნენ.

"
იგორ გიორგაძე

ლუგარის ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაშია, წლებია კრემლის და რუსეთთან აფილირებული მედიის, ასევე რუსი პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების სამიზნეა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გარდა, რომელსაც საქართველოში აშშ აფინანსებს, ლაბორატორიის მიმართ სხვა კონსპირაციებიც ისმის. მაგალითად,  რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაშიც კი დაადანაშაულა, ხოლო 2013 წელს რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან დააკავშირა.

რა ვიცით კორონავირუსის შესახებ?

ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 3000-ს აღწევს, რომელთა უმრავლესობაც ჩინეთში ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ვირუსს ჩინეთში 81 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 76 ჰუბეის რეგიონში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში. ჩინეთის გარდა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ტაილანდში, ჰონგ-კონგში, მაკაუში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაივანში, ავსტრალიაში, სინგაპურში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში, ვიეტნამში, ნეპალსა და საფრანგეთში.

BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსი, შესაძლოა, ცხოველისგან ან ქვეწარმავლისგან მომდინარეობდეს. მაგალითად, მსგავსი ტიპის ვირუსი SARS, რომელმაც ჩინეთში 2002-2003 წლებში იფეთქა, ღამურებისგან მომდინარეობდა. მაშინ ვირუსს 800 ადამიანი ემსხვერპლა.  ჩინეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოველებისა და ქვეწარმავლების გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. კორონავირუსის სიმპტომები შემდეგნაირად ხასიათდება – თავდაპირველად ადამიანს აქვს სიცხე (ციებ-ცხელება), მერე მშრალი ხველება და 1 კვირაში მას სუნთქვის უკმარისობა მოჰყვება, რის შემდეგაც შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. მიუხედავად ამ სიპმტომებისა, ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი 14 დღეა, ანუ შესაძლოა პიროვნება უკვე დაინფიცირებული იყოს, უბრალოდ სიმპტომების გამოვლენა 2 კვირაში დაიწყოს.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist