რეალურად რა იყო გამოსახული ანდრი ჰნატოვის შევრონზე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ანდრი ჰნატოვი
117
VIEWS

1 დეკემბერს რუსულენოვან ჯგუფში Russian Canada-Русская Канада გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთ წევრის, ანდრი ჰნატოვის შევრონზე, რომელიც მას რუბიოსთან და უიტკოფთან მოლაპარაკებების დროს მკლავზე ეკეთა, შუცშტაფელის (SS) 36-ე დივიზიის სიმბოლო იყო გამოსახული. 2 დეკემბერს იდენტური ფოტო და მტკიცება რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმაც გაავრცელა

ანდრი ჰნატოვი


მტკიცება, რომ ანდრი ჰნატოვს ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრაზე შევრონზე ნაცისტური სიმბოლო ჰქონდა გამოსახული, დეზინფორმაციულია. შუცშტაფელის (SS) 36-ე დივიზიის სიმბოლო ორი გადაჯვარედინებული ყუმბარა იყო, ხოლო ჰნატოვის შევრონზე უკრაინის გენშტაბის სიმბოლო – ორი გადაჯვარედინებული კვერთხი იყო გამოსახული.

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმაზე სამუშაოდ 30 ნოემბერს ფლორიდაში შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ უკრაინის გენერალური შტაბის უფროსს ანდრი ჰნატოვს მკლავზე შევრონი უკეთია, რომელზეც ორი გადაჯვარედინებული კვერთხია გამოსახული. 

ანდრი ჰნატოვი
ფოტო: foxnews.com
ანდრი ჰნატოვი
სქრინშოტი: nbcnews.com-ის სიუჟეტიდან


ჰნატოვის სხვა ფოტოებიდანაც ჩანს, რომ მას, როგორც წესი, მარცხენა მკლავზე ეს შევრონი უკეთია, ხოლო მარჯვენაზე შევრონი სამკაპის (Тризуб) გამოსახულებით, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ოფიციალური სიმბოლოა

ანდრი ჰნატოვი
ფოტო: ukrinform.net
ანდრი ჰნატოვი
ფოტო: ukrinform.net


შუცშტაფელის (SS) 36-ე დივიზიის (ასევე ცნობილი, როგორც  დირლევანგერის ბრიგადა) სიმბოლო, რომელიც გავრცელებულ ფეისბუქ პოსტშებშია ნახსენები, გადაჯვარედინებული ყუმბარები იყო (1; 2). 

ანდრი ჰნატოვი
ფოტო: adl.org


ფეისბუქ პოსტებში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციის ამსახველი ისეთი ფოტოა წარმოდგენილი, რომ რთულია გარჩევა, რეალურად რა სიმბოლოა ჰნატოვის შევრონზე გამოსახული.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უკრაინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდება. 2025 წლის ივნისში უკრაინულმა “დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა” გადაამოწმა მტკიცება, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩასული უკრაინის დელეგაციის წევრს შევრონზე ნაცისტური სიმბოლო ჰქონდა გამოსახული. ცენტრის განმარტებით, რეალურად შევრონზე არა ყუმბარები, არამედ ორი კვერთხი იყო გამოსახული, რაც უკრაინის გენერალური შტაბის სიმბოლოა. 

არქივის ბმული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist