რას სკანდირებენ მომიტინგეები რეალურად – პროტესტზე მორიგი ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

63
VIEWS

11 თებერვალს ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუქ-გვერდმა “შიგ ევროპაში” გამოაქვეყნა საპროტესტო აქციის ვიდეო, რომელშიც ისმის, რომ საპროტესტო ლოზუნგის ერთ-ერთი სიტყვა დაცენზურებულია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომიტინგეები სკანდირებენ ფრაზას: “დამხობა რეჟიმს, თავისუფლება **ეებს”.

მომიტინგეები

მომიტინგეების ვიდეო მანიპულირებული აუდიოჩანაწერით ვრცელდება. იმავე სიტუაციის ამსახველ სხვა ვიდეოში ისმის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ფრაზას “დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ტყვეებს” სკანდირებენ.

გვერდის “შიგ ევროპაში” გავრცელებული ვიდეოზე ნაჩვენები სიტუაციის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ჯგუფში “დაიტოვე” 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

მომიტინგეები

ვიდეოში პროტესტის მონაწილე იმავე ქალებს და მათ გვერდით მდგომ იმავე პოლიციელებს ვხედავთ. ორივე ვიდეოში ჩანს პოლიციელიც, რომელსაც პირბადე უკეთია. 

მომიტინგეები მომიტინგეები

10 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის, რომ დემონსტრანტები “დამხობა რეჟიმს, თავისულება ტყვეებს” სკანდირებენ და საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების პარალელურად პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან პარლამენტამდე სისტემატურად იმართება მსვლელობაც.

ფესიბუქ-გვერდი “შიგ ევროპაში” იგივე სახელწოდების კიდევ ერთ გვერდთან ერთად სისტემატურად ავრცელების საპროტესტო აქციების და ოპოზიციის მადისკრედიტირებლ პოსტებს. 

მომიტინგეები

ორივე გვერდი დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ პოსტებს ხშირად ასპონსორებს. 

მომიტინგეები მომიტინგეები

არქივის ბმული: შიგ ევროპაში


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist