რას ეხებოდა მარნეულში გამართული მსვლელობა რეალურად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მარნეულში
132
VIEWS

6 ივლისს ფეისბუქზე მარნეულში გამართული მსვლელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ანგარიშმა Fant Ina, რომელიც ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს, თემის ირგვლივ სამი პოსტი (1, 2, 3) გამოაქვეყნა, რომლებშიც ირწმუნებოდა, რომ მსვლელობა “აზერების” მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია იყო და მიზნად მარნეულის დამოუკიდებლობას ისახავდა. კიდევ ერთი ფეისბუქ ანგარიშის პოსტი კი მარნეულში გამართული მსვლელობის კადრებს მიგრაციას უკავშირებდა და ანტისაიმიგრაციო პეტიციის ხელმოწერისკენ მოწოდებას შეიცავდა. 

AD 4nXcTaz ICGofpX72O7lqO9D6wgABpe 0RaVS5VmhOBNcyKI9efCMWeL FlfiKi2xgrcPxrJ80FNWyNHo2l2ClnSsu2GX uZ7YtXsTZUXjZxG90T01lqB9J6USJpepNm1qJfR0JfQw?key= BsBppc2XSn5rdTXnJy18Q | mythdetector.com
AD 4nXdTJdaOlAkSwXTYr2ddN5RxA8Btu0DTgM7sVx9 JQuqHcOvJ107191csO5rdaYlvoRNKNZ SNSxhVok8yoC1E2Rfl9xUPlwM1bsifLYMu0gVz8V5rhDatbdhaH53SXRuziFHm2c g?key= BsBppc2XSn5rdTXnJy18Q | mythdetector.com

მტკიცება, რომ 5 ივლისს მარნეულში გამართული მსვლელობა მარნეულის დამოუკიდებლობის მოთხოვნას ეხებოდა, მცდარია. “თასუას” მსვლელობა მარნეულში ყოველწლიურად იმართება. წელს ის პოლიტიკურ გზავნილებსა და სიმბოლიკასაც შეიცავდა, რომლითაც აქციის მონაწილეები ისრაელისა და აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და პალესტინისა და ირანის მხარდაჭერას გამოხატავდნენ. მსვლელობა მარნეულში ადგილობრივმა მუსლიმებმა გამართეს, შესაბამისად, მისი მიგრაციის საკითხთან დაკავშირება მანიპულაციაა და მიზნად აუდიტორიაში ანტისაიმიგრაციო განწყობების გაღვივებას ისახავს. 

ფეისბუქზე გავრცელებული კადრები 5 ივლისს მარნეულში გამართულ მსვლელობას ასახავს, რომელიც აშურას დღეს უკავშირდებოდა. მსვლელობას ადგილობრივები “თასუას” უწოდებენ და მას ორი ათწლეულზე გრძელი ტრადიცია აქვს. 

აშურას დღეს შიიტი მუსლიმებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის 680 წელს გამართული ქარბალას ბრძოლას და მის შემდგომ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც იმამი ჰუსეინი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები მტერმა შეიპყრო და დახოცა. ამ დღის აღნიშვნის წესები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. საქართველოში, როგორც წესი, 10 დღიანი გლოვა მსვლელობებს, დატირებებსა და ლოცვების წასაკითხად მოწყობილ შეკრებებს აერთიანებს. ფეისბუქზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის არაბულენოვანი შეძახილი – “აქ ვარ ჰუსეინ!”(لَبَّيْكَ يَا حُسَيْن)  და საპასუხო შეძახილი – “ჰუსეინ!” (يَا حُسَيْن), რითაც მსვლელობის მონაწილეები იმამისადმი ერთგულებას გამოხატავენ. 

“თასუას” მსვლელობა, როგორც წესი, პოლიტიკური მოწოდებებს არ შეიცავს, თუმცა, 2024 წელს მსვლელობაზე პალესტინის დროშები იყო წარმოდგენილი.

AD 4nXc3bfQfXZlaxUzGmayWxLU ielA3J2bdtHvqTDKqYR1vJIo BAKTq5CgXMyjx62BoJJUWYpRi3MmBluwT1Wo WVQIvTypuaaLpWyEcF2Tdi8VQTRz08p1AHf59gYZcL1OEzLmLWw?key= BsBppc2XSn5rdTXnJy18Q | mythdetector.com

“თასუას” მონაწილეთა ნაწილს პალესტინის დროშები უჭირავს, 2024 წ. წყარო: Marneuli TV

წელს აშურას გლოვის დღეები 27 ივნისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წლევანდელ მსვლელობაში 3600-დან 4800 ადამიანამდე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მონაწილე ქალების რიცხვი კაცებისას ბევრად აჭარბებდა. მსვლელობა წელსაც შეიცავდა პალესტინისადმი სოლიდარობის გზავნილებს. დამატებით, კადრებში ვხედავთ ბანერებს ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გამოსახულებით და ბანერს დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულებებით, რომლებსაც ხელები სისხლიანი აქვთ. ბანერზე ვხედავთ წარწერას: “შეწყვიტეთ ბავშვების მკვლელობა!”

AD 4nXfEW0Sz NUXAV6tqYV 2nvd49pzrLzDIMq4y1cD4E ZEqc0Wg0icrYgjSlhMDUS8irZhaZvqYYFaqmRGN7OkCO3v1ixr39PpVTHxEJLlDl8n tmHkVbeLoGxUVlbw67AzdpZVNMQ?key= BsBppc2XSn5rdTXnJy18Q | mythdetector.com

ბანერი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის გამოსახულებით, მის ფონზე პლაკატები აიათოლა ალი ხამენეის გამოსახულებით, 2025 წ. წყარო: 24News.ge

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში “თასუას” მსვლელობის ბუნება და მისი მიზანი მანიპულაციურადაა გადმოცემული. მსვლელობის “საპროტესტო აქციად”, ხოლო მისი მონაწილეების “აზერებად” მოხსენიებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ პოლიტიკური მოთხოვნები საქართველოს მთავრობასთან აქვთ. ხოლო 1989 წლის 9 აპრილისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან პარალელის გავლება მსვლელობას უქმნის მცდარ კონტექსტს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული, რეაქციული მოვლენაა და არა რელიგიური დღესასწაულის ნაწილი, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება. მსველობაზე მარნეულის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ გაჟღერებულა. 

“თასუას” ადგილობრივი შიიტი მუსლიმები მართავენ. მსვლელობის მიგრაციის საკითხთან დაკავშირება აუდიტორიაში მსვლელობის მონაწილეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ანტისაიმიგრაციო განწყობების დანერგვას ემსახურება. 

არქივის ბმული: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist