27 სეტემბერს სასულიერო პირმა დეკანოზმა ანდრია კემულარიამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტიკოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ, სადაც ის აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უცნობია და ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულებისა და კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობის გამოცხადება მოსახლეობის დაშინებას,“დაზაფვრას” ისახავს მიზნად. დეკანოზ ანდრია კემულარიას განცხადება პოსტის სახით ფეისბუკ გვერდებმა “† საქართველოს იმედი †” და “† დიდ ხარ შენ უფალო †”გამოაქვეყნეს. 1-ლი ოქტომბრის მდგომარებით, პირველ შემთხვევაში პოსტს 1600-ზე მეტი გაზიარება და 6700-ზე მეტი რეაქცია აქვს, მეორე შემთხვევაში კი 49 გაზიარება. გარდა ამისა, ფეისბუკ ჯგუფში “ კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ” დეკანოზ ანდრია კემულარიას ციტირებით იდენტური პოსტი ფეისბუკ მომხმარებელმა გვანცა ერემაძემაც გაავრცელა, რომელსაც 116 გაზიარება აქვს.
დეკანოზის განცხადება, თითქოს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მცდარია. ინფორმაცია კოვიდ-19-ით ინფიცირებულების საერთო რაოდენობის შესახებ სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, საქართველოს მიერ მიწოდებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე საერთო მონაცემების ნახვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-ვერდზეც არის შესაძლებელი, ისევე როგორც დამოუკიდებელი მკვლევრებისა და კვლევითი ცენტრების მიერ დაფუძნებულ ვებ-გვერდებზე.
ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გამოჩენისთნავე მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვებ-გვერდი Stopcov.ge შეიქმნა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
ვებ-გვერდზე ინფორმაცია კორონა ვირუსის გავრცელებასთან და კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახლდება, რაც ჯამურ რაოდენობაში აისახება.
წყარო: stopcov.ge
საქართველოს მიერ მიწოდებული ოფიციალური მონაცემების საფუველზე საერთო მონაცემების ნახვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-ვერდზე არის შესაძლებელი, ისევე როგორც დამოუკიდებელი მკვლევრებისა და კვლევითი ცენტრების მიერ დაფუძნებულ ვებ-გვერდებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-19-ის შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა ყოველდღიურად აღირიცხება, მათ შორის არის საქართველოც.
წყარო:covid19.who.int
გარდა ამისა, საქართველოს შესახებ ინფორმაცია, როგორც კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების, ასევე გარდაცლილთა რაოდენობის, ტესტირებისა და ამ მონაცემების საერთო რაოდენობის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ დაარსებულ გვერდზე Worldometter. ორივე მათგანი ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, რითაც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასასხვა ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც სარგებლობენ.
წყარო: Worldmetter.info
წყარო:coronavirus.jhu.edu
მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.
(xanax)