რადიო თავისუფლების სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ ყალბი პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5.5k
VIEWS

26 თებერვალს პროპაგანდისტული მედიასაშუალება mk.ru, ასევე სოციალური ქსელის ქართულ და რუსულენოვანი ანგრიშები (1,3) “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის სქრინს ავრცელებდნენ. წარწერის მიხედვით,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა: “ზელენსკის ქვრივს აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას დაჩქარებული ფორმატით შეეძლება.”

Screenshot 1 4 რადიო თავისუფლების სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ ყალბი პოსტი ვრცელდება

“რადიო თავისუფლების” სახელით გავრცელებული სქრინი გაყალბებულია. “მითების დეტექტორი” გამოცემის რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მსგავსი ინფორმაციის გაშუქების ფაქტი უარყვეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორია ნულანდმა ზელენსკის ქვრივის მოქალაქეობის შესახებ განცხადება გააკეთა, არც ღია წყაროებით იძებბნება. 

“მითების დეტექტორი” “რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, მათი ინფორმაციით, გამოცემას გავრცელებულ სქრინშოტთან კავშირი არ აქვს და ის გაყალებებულია. 

აღსანიშნავია, რომ სქრინშოტზე თარიღად 23 თებერვალია მითითებული. ამ დღეს “რადიო თავისუფლების” ვებ-გვერდზე ვიქტორია ნულანდის განცხადება ნამდვილად გამოქვეყნდა, თუმცა განსხვავებული ფოტოთი და სხვა შინაარსით. ნულანდი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მისაწოდებელ დამატებით დახმარებაზე საუბრობდა. 

Screenshot 2 5 რადიო თავისუფლების სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ ყალბი პოსტი ვრცელდება

ნულანდის ფოტო, რომელიც ყალბ სქრინშოტზეა გამოყენებული, “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან ვებ-საიტზე 17 თებერვალს ასევე განსხვავებული შინაარსის განცხადებასთან ერთად გამოქვეყნდა. ამჯერად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უკრაინის მიერ ყირიმში რუსულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესახებ საუბრობდა. 

Screenshot 3 5 რადიო თავისუფლების სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ ყალბი პოსტი ვრცელდება

ღია წყაროებით ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომ ზელენსკის ქვრივს ამერიკის მოქალაქეობას დაჩქარებული წესით მიანიჭებენ, არ იძებნება.

ნონა შარაბიძე, რომელმაც აღნიშნული გაყალბებული პოსტი გაავრცელა, ყალბ ცნობებს წარსულშიც ხშირად ავრცელებდა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist