რადიო “იმედი” წინასაარჩევნო გამოკითხვას მანიპულაციურად და კანონის დარღვევით ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

150
VIEWS

26 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ Polymarket-ის მონაცემებით, “ქართულ ოცნებას” გამარჯვების 95% -იანი შანსი, ხოლო ოპოზიციას 5% ჰქონდა. ტელეკომპანია “იმედმა” აღნიშნული ინფორმაცია მალევე წაშალა, თუმცა იდენტური შინაარსის პოსტი ისევ ხელმისაწვდომია რადიო “იმედის” ფეისბუქ გვერდზე. 

Screenshot 2024 10 26 180250 რადიო “იმედი” წინასაარჩევნო გამოკითხვას მანიპულაციურად და კანონის დარღვევით ავრცელებსScreenshot 2024 10 26 180159 რადიო “იმედი” წინასაარჩევნო გამოკითხვას მანიპულაციურად და კანონის დარღვევით ავრცელებს

რადიო “იმედი” წინასაარჩევნო გამოკითხვას მანიპულაციურად და კანონის დარღვევით აშუქებს. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 – მდე არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების გაშუქება იკრძალება. გარდა ამისა, აღნიშნული კომპანია რეალურად პროგნოზირების პლატფორმაა, სადაც მომხმარებლები ფსონების განთავსებით, შედეგის სწორად გამოცნობის შემთხვევაში თანხას იგებენ და მისი მონაცემები არც მეცნიერულად გამართულია. მგავსი მონაცემების გამოქვეყნება არჩევნების დღეს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ახდენს.

რადიო “ იმედი” კვლევას  Polymarket “ -ზე დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის პლატფორმაზე ხმის მიცემა ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს კითხვაზე : მოიგებს თუ არა ქართული ოცნება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას?

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დადებით პასუხს – კი – ს უპასუხებს, ამ დროის მონაცემებით,  ამაში 76 ცენტს იხდის, უარყოფითი პასუხის – არას დაფიქსირების შემთვევაში კი 49 ცენტს. აღსანიშნავია, რომ ეს კოეფიციენტიც ცვლადია.

შედეგების განახლება ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს და ყოველ წამს იცვლება. 

Screenshot 2024 10 26 181641 რადიო “იმედი” წინასაარჩევნო გამოკითხვას მანიპულაციურად და კანონის დარღვევით ავრცელებს

Polymarket პროგნოზირების პლატფორმაა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ფსონები განათავსონ შედეგებზე სხვადასხვა თემებზე: გლობალურ მოვლენებზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე, სპორტზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლები, რომელთაც ფსონები განათავსეს, თანხის მოგებას ცესკოს შედეგების გამოცხადების შემდეგ შეძლებენ. 

  • რა წერია საარჩევნო კოდექსში?

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქება იკრძალება.

ამავე დროს წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გაშუქებისას მაუწყებელმა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს და იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციური ზემოქმედება, კვლევის შედეგები მხოლოდ მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ გააშუქოს. ამავე დროს მიუთითოს მეთოდოლიგია და აუცილებელი რეკვიზიტები, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გამორიცხავს.

“იმედის” მიერ გამოქვეყნებული კვლევა მეთოდოლოგიურად გამართული არ არის და არ აკმაყოფილებს “საარჩევნო კოდექსით” გაწერილ სტანდარტებს.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist