რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.5k
VIEWS

19 მაისის საღამოს “მთავარი არხმა” და მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა ოჯახთან ერთად ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც ყვარლის ტბაზე იმართებოდა. ინფორმაციას სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 

სასტუმროებმა “ყვარლის ტბა” და “ახაშენი ღვინის კურორტი და სპა” უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ სასტუმროებს ლავროვის ნათესავები სტუმრობდნენ. მოგვიანებით ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარმა გია ვოლსკიმ დაადასტურა. 

იმის შესახებ თუ რა მიზნით ჩამოვიდა ეკატერინა ლავროვა საქართველოში ან ჩამოვიდა თუ არა, მედიასაშუალებები და სოციალური ქსელის მომხმარებელები ინფორმაციას სხვადასხვანაირად ავრცელებედნენ. გამოიკვეთა ორი ძირითადი მტკიცება:

  1. საქართველოში გამართულ ქორწილს სერგეი ლავროვთან არანაირი კავშირი არ აქვს და ქორწილს ისრაელის მოქალაქეები იხდიდნენ;
  2. ეკატერინა ლავროვას ქმარს ძმა არ ჰყავს და შესაბამისად, ის მაზლის ქორწილში ვერ ჩამოვიდოდა. 

ინფორმაცია, თითქოს ყვარლის ტბაზე მყოფი პირი ეკატერინა ლავროვას ქმრის ძმა არ ყოფილა, ონლაინ გამოცემა Multimedia.ge-მ ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილზე დაყრდნობით გაავრცელა. იგივე მტკიცება ფეისბუქ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს (1,2,3). გარდა ამისა, რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი (1,2) და გვერდი მათ შორის არ აგარევინებთ და ბექა ვარდოსანიძე ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ პირი, რომელიც ქორწილს იხდიდა ისრაელის მოქალაქე და უკრაინის მხარდამჭერია, რის გამოც, მათი თქმით, ყვარლის ტბაზე მყოფი სტუმრების სერგეი ლავროვთან დაკავშირება პროვოკაციულია.

Screenshot 2 11 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

მტკიცება იმის შესახებ, რომ მიკა ვინოკუროვს სერგეი ლავროვთან კავშირი არ აქვს, ყალბია. რეალურად, მიკა ვინოკუროვი ლავროვის ქალიშვილის მაზლი და დასანქცირებული რუსი ბიზნესმენის ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა. 

  • ვისი ქორწილი შედგა თბილისში?

19 მაისს მუსიკოსი მიკა ვინოკუროვის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც ის დიანა ახმადიშინაზე თბილისში დაქორწინდა.

Screenshot 3 9 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

  • აქვს თუ არა რაიმე კავშირი მიკა ვინოკუროვს სერგეი ლავროვთან?

მიკა ვინოკუროვი თავისივე ინსტაგრამ ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, სერგეი ლავროვის სიძის ალექსანდრ ვინოკუროვის ძმაა და რუსი ბიზნესმენის სემიონ ვინოკუროვის სამიდან ერთ-ერთი შვილია.

მიკა ვინოკუროვის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულია მისი და ეკატერინა ლავროვას ფოტო, ხოლო აღწერაში მითითებულია, რომ მისი ძმის ცოლი მის მეორე დად იქცა.

Screenshot 4 8 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

მიკა ვინოკუროვი თავისი ძმის დაბადების დღის მისალოც (1, 2, 3) და სხვა პოსტებში (12) ძმის ანგარიშს (@vino1212) მუდმივად ნიშნავდა. ანგარიში ამჟამად დახურულია.

Screenshot 5 4 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

მიკა ვინოკუროვამ ინსტაგრამ პოსტით დაბადების დღე მიულოცა მამას, სემიონ ვინოკუროვასაც, ხოლო ვინოკუროვას უმცროსი დის, ლარა ვინოკუროვას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულია საოჯახო ფოტო, რომელზეც მშობლებთან ერთად სამივე შვილია გამოსახული.

Screenshot 6 5 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

  • ვინ არის ალექსანდრ ვინოკუროვი?

ალექსანდ ვინოკუროვი ამჟამად საინვესტიციო კომპანიის Marathon Group-ის მმართველია. კომპანია რუსეთში ძირითადად ფარმაცევტულ ბიზნესებს ფლობს. Marathon Group-ს რუსული მაღაზიათა ქსელი “მაგნიტის” მნიშვნელოვანი წილიც ეკუთვნის.

ალექსანდრ ვინოკუროვი 2022 წლის მარტიდან ევროკავშირის მიერ არის დასანქცირებული. მას აკრძალული აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა, ხოლო მისი ანგარიშები გაყინულია.

Screenshot 7 5 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პორტალის მიხედვით, ვინოკუროვი ერთ-ერთი იყო იმ 36 ბიზნესმენს შორის, რომელსაც პუტინი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან მალევე, საერთაშორისო სანქციების გავლენების განსახილველად შეხვდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვინოკუროვი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია.

სანქცირებული კომპანინებისა და ადამიანების შესახებ შექმნილი უკრაინული პლატფორმის მიხედვით, ვინოკუროვი, ევროკავშირის გარდა, დასანქცირებულია დიდ ბრიტანეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ავსრალიაში, უკრაინასა და ახალ ზელანდიაში.
აშშ-ის მიერ დასანქცირებულია ვინოკუროვის მეუღლე და სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა.

Screenshot 8 4 რა ვიცით საქართველოში ჩამოსულ მიკა ვინოკუროვსა და მის კავშირზე სერგეი ლავროვთან?

ლავროვა დასანქცირებულია დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და უკრაინაშიც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist