რა ვიცით ევროპელი მინისტრების განცხადებაზე, რომლის ნამდვილობაშიც მამუკა მდინარეძეს ეჭვი შეაქვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

457
VIEWS

23 ოქტომბერს გადაცემაში “იმედი LIVE” “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების წერილის “საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია” ოფიციალური წყარო არ იძებნება.

მამუკა მდინარაძე [25:04]:სერიოზული სკანდალი, შეიძლება, აღმოჩნდეს. […] ერთი უცნაური ამბავია, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რაც ამ ეტაპზე ვიცი. არსად არ იძებნება, არსად არ იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის განცხადება. არსად არ იძებნება. რომელიღაცა სააგენტოა, ვარკვევთ ახლა, პირველი სად დაიდო, რომელიღაცა სააგენტოა, რაც ჩვენ ვიცით პირველწყარო ამ განცხადების. ვინ მიაწოდა, რა განცხადება [მიაწოდა], რა მოხდა.  ევროკავშირის საიტზე არ არის, არც ერთი საელჩოს – საელჩოებს, ორ საელჩოს თუ არ ვცდები, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, იქაურს – არც საგარეოს, არავის, არც რომელიმე დეპარტამენტს არ აქვს მსგავსი განცხადება, ipn-ის ლინკი უდევს ორ საელჩოს ამ ცამეტიდან, მე რაც ვიცი, რაც მოვიძიე დღეს. არანაირი წყარო ამის არ არსებობს. და რა ხდება? არ ვიცი, მოდი, ერთად გავარკვიოთ ერთად. […] ეს უცნაურობა მოკლე დროში რატომ მოხდა? 2-3 დღეა დარჩენილი, ვინ მოასწრებს მაგის გამოძიებას და მოდი, ეს განცხადება შევაგდოთ“.

მდინარაძის კომენტარი სხვადასხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს (1,2,3).

Screenshot 2024 10 25 151751 რა ვიცით ევროპელი მინისტრების განცხადებაზე, რომლის ნამდვილობაშიც მამუკა მდინარეძეს ეჭვი შეაქვს

მამუკა მდინარაძე მანიპულირებს იმ ფაქტით, რომ განცხადება პირველად ინტერპრესნიუსზე გამოქვეყნდა და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპელი მინისტრების წერილი ყალბია. წერილის ავთენტიკურობა “მითების დეტექტორთან” კომენტარში დაადასტურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში სიმონას შატუნასმა. გარდა ამისა, “ინტერპრესნიუსმა” “მითების დეტექტორს” დაუდასტურა, რომ წერილი გამოსაქვეყნებლად გერმანიის საელჩომ მიაწოდა. ასევე გამოცემის მიერ გამოქვეყნებული წერილი სხვადასხვა ოფიციალურმა უწყებამ და მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელებში გააზიარეს.

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრების წერილი “საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია” გამოცემა “ინტერპრესნიუსმა” 21 ოქტომბერს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა. კრიტიკულ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების არჩეული კურსი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან შეუსაბამო რამდენიმე კანონი, განსაკუთრებით კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამ გადაწყვეტილების გამო შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. 

წერილის ავთენტიკურობის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” მის ერთ-ერთ ხელმომწერს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში, სიმონას შატუნასს და ასევე “ინტერპრესნიუსს” დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში სიმონას შატუნამა წერილის ნამდვილობა დაადასტურა. “ინტერპრესნიუსმა” კი აღნიშნა, რომ წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე მათ 21 ოქტომბერს გერმანიის საელჩომ მიაწოდა. 

გარდა ამისა, “ინტერპრესნიუსის” მიერ გამოქვეყნებული წერილი სხვადასხვა ოფიციალურმა უწყებებმაც გააზიარეს. წერილი გვხვდება გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის საელჩოების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდებზე.

Screenshot 2024 10 25 151805 რა ვიცით ევროპელი მინისტრების განცხადებაზე, რომლის ნამდვილობაშიც მამუკა მდინარეძეს ეჭვი შეაქვს

სტატია გააზიარა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმაც და აღნიშნა, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე თავის ევროპელ კოლეგებს შეუერთდა მოსაზრებაში, რომელიც “ინტერპრესნიუსთან” გამოქვეყნდა. რაც ნიშნავს, რომ წერილი პირდაპირ მიეწოდა გამოცემას. სამინისტროს პოსტი გააზიარა ლატვიის საელჩომ საქართველოში.

Screenshot 2024 10 25 151819 რა ვიცით ევროპელი მინისტრების განცხადებაზე, რომლის ნამდვილობაშიც მამუკა მდინარეძეს ეჭვი შეაქვს

“ინტერპრესნიუსზე” გამოქვეყნებული წერილი X-ზე გააზიარა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა. მისი პოსტი კი წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანმა გააზიარა. წერილი X-ზე გააზიარა კიდევ ერთმა ხელმომწერმა, ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა მარტინ დვორაკმა.

ერთობლივ წერილზე ფრანგულ მედიასთან ისაუბრა საფრანგეთის მინისტრ-დელეგატმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადმაც. კომენტარის ქართული თარგმანი “მთავარი არხის” ეთერში 25 ოქტომბერს გავიდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist