რა ვიცით ბოსფორის ხიდზე აფხაზების მხარდამჭერი წარწერის შესახებ? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ბოსფორი
76
VIEWS

28-29 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა “ფან ტინა” და Apolitical Page გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც თურქეთი, კერძოდ, ბოსფორის ხიდი ჩანს და მასზე მწვანე ლაზერით ჩნდება რუსული წარწერა: “14.08.1992. ჩვენ ვგლოვობთ აფხაზებთან ერთად. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა აფხაზეთის გამარჯვებისთვის”. აღნიშნული ვიდეოს შემცველი ერთ-ერთი პოსტის ავტორი საქართველოსადმი თურქეთის “მეგობრობაზე” მიუთითებს და წერს, თითქოს ისინი “გლოვობენ აფხაზეთში დაღუპულ აფხაზებს”. გავრცელებულ ვიდეოს ადამიანების ნაწილი აღიქვამს, თითქოს ბოსფორის ხიდზე წარწერის შინაარსი თურქეთის სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს.

ბოსფორი

ბოსფორის ხიდზე აფხაზების მხარდამჭერი წარწერის ვიდეო შეცდომაში შემყვანია და ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს წარწერა ოფიციალური თურქეთის პოზიციაა. აღსანიშნავია, რომ თურქეთში მუშაობს არაერთი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს, შესაბამისი ანაზღაურებით, ბოსფორის ხიდზე ლაზერით სასურველი წარწერის გაკეთებას სთავაზობს. 

  • ვინ არის ვიდეოს პირველწყარო?

ვიდეოს პირველწყაროს ძიებისას დადგინდა, რომ ის ყველაზე ადრე, 15 აგვისტოს, სოციალური პლატფორმა X-ის აფხაზურ ანგარიშზე გამოქვეყნდა. პოსტის თანახმად, ვიდეო  გადაღებულია სტამბულში, 2024 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების წლისთავზე. 

ბოსფორი

აფხაზი ბოლშევიკის, “ეფრემ ეშბას” სახელისა და ფოტოს გამოყენებით შექმნილი ანგარიშის აღწერაში წერია, რომ მისი მფლობელი აფხაზეთში ცხოვრობს, ასევე ვკითხულობთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა აფხაზების ქვეყანაა, რომელიც წლებია ქართულ პროპაგანდის სამიზნეა. აღნიშნული ანგარიში X-ზე, ძირითადად, აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს, Abkhaz World-ის მიერ საქართველოსა და ქართველების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებსა და სიახლეებს აზიარებს (1, 2, 3). პროფილს აღწერაში ამავე სააგენტოს ვებ-გვერდის ბმული აქვს დატოვებული. ის, მათ შორის, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ნათქვამს, რომ: “ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. X-ის ანგარიშმა აღნიშნული განცხადების შესახებ დაწერა: “საქართველოს მთავრობამ შესაძლოა საკუთარი ინტერესებისთვის მოიბოდიშოს, თუმცა ქართველებში ოკუპაციის სურვილი არასდროს დასრულდება”. 

  • წარწერა ბოსფორის ხიდზე

სხვადასხვა ობიექტზე ჰოლოგრამულად წარწერების გაკეთება მარტივად არის შესაძლებელი. თურქეთში მუშაობს არაერთი კომპანია, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ ბოსფორის ხიდზე სასურველი წარწერა ან ფიგურები ჰოლოგრამულად გამოსახონ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი თურქული კომპანია, რომელიც იახტის ტურებს აწყობს, მომხმარებლებს ბოსფორის ხიდზე ლაზერით წარწერის გამოსახვის სერვისსაც წარუდგენს. წარწერის დატოვებისას სიტყვების რაოდენობა შეზღუდული არ არის და სერვისის სრული საფასური 5000 თურქული ლირაა.

ბოსფორი

წყარო: istanbool.tour.com

“მითების დეტექტორმა” ადრეც შეისწავლა მსგავსი შემთხვევა. წარსულში გავრცელებული ცნობის თანახმად, მანჰეტენის ერთ-ერთი სარეკლამო მონიტორიდან გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს დაქორწინება მიულოცეს. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანდა, რომ ალასანიასა და ჩალაძის ვიდეოკოლაჟი სარეკლამო ბილბორდზე გადიოდა და თან ახლდა წარწერები: “გილოცავთ დაქორწინებას”, “სიყვარული სიყვარულია”. სინამდვილეში, მანჰეტენის სარეკლამო ბილბორდებზე სასურველი ვიდეოს ჩვენება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ქვეყნიდან,  გარკვეული დროითა და საფასურით, შეუძლია. 

წყაროების შესახებ

ანონიმური ფეისბუქ-პროფილი Apolitical Page ხელისუფლების მოწინააღმდეგეების შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციასა თუ ვიზუალურ მასალებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა სოციალურ ქსელში ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული პოსტები

“ფან ტინას” სოციალურ ქსელში რამდენიმე აქტიური ანგარიში (1, 2) აქვს. ის როგორც დეზინფორმაციული ცნობების, ასევე კონსპირაციების თეორიების ხშირი გავრცელებით გამოირჩევა. ანგარიშზე გამოქვეყნებულ ცნობებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist