რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

42
VIEWS

11 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა გაავრცელა The New York Times-ის სტატიის სქრინშოთი. სტატიის სათაურში აღნიშნულია, რომ პენტაგონის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება სუსტად კონტროლდებოდა. ჯიშკარიანი კი პოსტის აღწერაში უკრაინული მხარის, კერძოდ, ვოლოდიმის ზელენსკისა და მისი მთავრობის პასუხისმგებლობაზე წერს და ამტკიცებს, რომ მათ ,,თავიანთი სიხარბით, სიწუწკით და მომხვეჭელობის მანიით” უკრაინა დაღუპეს.

ra tseria realurad New Yourk statiashi რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?

გავრცელებული პოსტი მანიპულაციური შინაარსისაა. სინამდვილეში, სტატიაში The New York Times-ი აშშ-დან ფრონტზის ხაზზე გაგზავნილი ტვირთის ცუდად კონტროლში უკრაინის ბრალეულობას არ გამოკვეთს, მეტიც საპირისპიროსაც ამტკიცებს. 

11 იანვარს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ,,ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის” უახლეს ანგარიშს (Evaluation of the DoD’s Enhanced End-Use Monitoring of Defense Articles Provided to Ukraine) მიმოიხილავდა. ანგარიშის მიხედვით, ამერიკელ ოფიციალურ სამხედრო პირებსა და დიპლომატებს უჭირთ უკრაინაში, ბრძოლის ველზე გაგზავნილი სამხედრო ტექნიკის სრული და დროული აღწერა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაახლოებით ერთი მილიარდის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა, რაც გაგზავნილი შეიარაღების თითქმის 60%-ს შეადგენს, არ აღრიცხულა მონაცემთა ბაზებში. გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეიარაღება ან დაგვიანებით აისახა მონაცემთა ბაზებში ან მას საერთოდ არ დამატებია. თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისათვის 2014 წლიდან გაწეულ დახმარებას მიმოიხილავს, თუმცა ბოლო ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს გასულ ორ წელიწადში (2022 წლის 1-ლი თებერვლიდან 2023 წლის 2 ივნისამდე) ქვეყნისათვის გადაცემულ სამხედრო დანიშნულების ტექნიკის ნაწილზე.

ra tseria realurad New Yourk statiashi1 რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?
წყარო: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექცია

The New York Times-ი ამერიკის გენერალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური სამხედრო პირები და დიპლომატები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დაკვირვებოდნენ, აღეწერათ რიგი სამხედრო ტექნიკა, რადგან ბრძოლის ველზე მათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, დამზადებულია მგრძნობიარე ტექნოლოგიით და მცირე ზომის გამო, შესაძლოა, მიმზიდველი გამხდარიყო სამხედრო კონტრაბანდისტებისთვის, თუმცა სტატიაში ასევე მითითებაა, რომ ოფიციალურ პირების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან ფართომასშტაბიანი კონტრაბანდის შემთხვევების ან იარაღის არასათანადო გამოყენების ნიშნები არ ყოფილა.

ra tseria realurad New Yourk statiashi2 რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?
წყარო: The New York Times

გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინაში სამხედრო დანიშნულების ტვირთის გაგზავნის არასათანადო ან დაგვიანებული კონტროლის/აღწერის მიზეზებია დასახელებული. უმთავრეს მიზეზად კი პერსონალის სიმცირე სახელდება. ,,საბრძოლო ქაოსმა, ტრანსპორტირების საშიშროებამ, პერსონალის ნაკლებობამ ვაშინგტონში, კიევსა და პოლონეთის ლოჯისტიკურ ცენტრში – ყველაფერმა ერთად შეაფერხა ტრანზაქციების ზედამხედველობა,” – წერია სტატიაში. 

The New York Times-ი ამავე საკითხზე ალექსანდრა ბეიკერის, პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, კომენტარსაც აქვეყნებს. ბეიკერის თქმით, კიევში, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის დეპარტამენტში არასაკმარისი ადამიანი მუშაობდა ყველაზე მგრძნობიარე იარაღისა და აღჭურვილობის მონიტორინგისთვის. სტატიაში, ასევე, მითითებაა, რომ შტატების მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის აღწერა და კონტროლი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ომის დაწყებამდე, საელჩოს ევაკუაციის შემდეგ, დიპლომატები და სხვა თანამშრომლები კიევში მხოლოდ მაისში დაბრუნდნენ. ამ პერიოდში კი იარაღი აქტიურად ჩადიოდა აშშ-დან უკრაინაში. 

ჯიშკარიანის მტკიცებისგან განსხვავებით, NYT-ის სტატიაში, თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხევევაში უკრაინელი ოფიციალური სამხედრო პირები უკეთ ზრუნავდნენ იარაღისა და აღჭურვილობისათვის თვალყურის დევნებაზე, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები. მაგალითად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე უკრაინაში გაგზავნილი 303 ერთეული სამხედრო ტექნიკიდან პოლონეთის ლოჯისტიკურ ცენტრში გავლისას 47 მათგანი აღრიცხეს, ხოლო უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 74 ერთეული. NYT-ის მიხედვით, ეს ამტკიცებს, რომ უკრაინელები უფრო მონდომებული იყვნენ თავიანთი სამხედრო ინვენტარის განახლებაში.

ra tseria realurad New Yourk statiashi3 რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?
წყარო: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექცია

ამავე სტატიაში The New York Times-ი ამერიკის გენერალური ინსპექტორის, რობერტ სტორჩის კომენტარსაც აქვეყნებს. გენერალური ინსპექტორის თქმით, სამხედრო ტვირთის კონტროლი გამარტივდა, რაც უკრაინელ სამხედრო პირებს ხელის შტრიხ-კოდების სკანერები გადაეცათ, რათა მოწინავე იარაღის სერიული ნომრები მყისიერად გადაეგზავნათ ამერიკის ან მეზობელი ქვეყნების ლოჯისტიკური ცენტრებისათვის, თუმცა ასეთი მხოლოდ 10 სკანერია უკრაინაში და არც ერთი მათგანი – ფრონტის ხაზზე.

ra tseria realurad New Yourk statiashi4 რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?
წყარო: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექცია

საბოლოოდ, NYT-ის სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები, სხვა ექსპერტებთან ერთად, დიდი ხანია ფიქრობენ, რომ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დანიშნულების თითოეული ნივთის აღწერა, თითქმის, შეუძლებელია.

ra tseria realurad New Yourk statiashi5 რა წერია The New York Times-ის სტატიაში უკრაინაში გაგზავნილი იარაღის კონტროლზე?
წყარო: The New York Times

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შნაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული საეჭვო ინფორმაცია ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist