რა წერია კვლევაში, რომელიც პროსახელისუფლებო მედიას “დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესების” მაგალითად მოჰყავს? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

კვლევა
240
VIEWS

8 დეკემბერს პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა (იმედი; რუსთავი 2; POSTV), ასევე საინფორმაციო სააგენტოებმა (მედიაჰოლფინგი “კვირა”; ambebi.ge; სულინფო; რეზონანსდეილი; ნიუსჰაბი) გაავრცელეს იდენტური ინფორმაცია, რომ “2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.” მედიასაშუალებები ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობიან ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციებს გამოკვლევას შეეხება.  მათ მიერ გავრცელებულ იდენტურ ტექსტებში ვკითხულობთ: “მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია.” 

ანგარიშს გამოეხმაურნენ პარტია “ქართული ოცნების” წევრებიც. პარლამენტის დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” აფინანსებს “ზომიერად” და კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოსა და ევროპაში ოლიგარქიზაციის განსცვავებული მაჩვენებლებია. ასევე პარლამენტის დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, არ უკვირს, რომ საქართველო “დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით” მოწინავე ქვეყანაა. 

პროექტი BridgeGap-ი, რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩატარდა, ხორციელდება პროგრამა  Horizon Europe-ის ფარგლებში. კვლევის ავტორები იტალიის უნივერსიტეტის პროფესორი და BridgeGap-ის მკვლევარი არიან. კვლევაში რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი, რაც მედიასაშუალებების სტატიებში არ მოხვდა: 1) ანგარიშში ოლიგარქიზაციის დონე ფასდება იმის მიხედვით, თუ ქვეყნის საერთო სიმდიდრის რამდენ პროცენტს ფლობს მოსახლოების ყველაზე მდიდარი 1%. 2) აღნიშნული მიმართულებით საქართველო ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქვეყნების ათეულში მეექვსე პოზიციას იკავებს, რადგან უმდიდრესი 1% ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 31%-ს ფლობს. 3) კვლევაში ტერმინი “დეოლიგარქიზაცია” ნახსენები არ არის. 

რას შეეხება ანგარიში?  

“ანგარიში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორუფციის რისკის შესახებ ეროვნულ დონეზე” კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის ევროპული კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილიდანაა ხელმისაწვდომი. ანგარიში შედგენილია პროექტის BridgeGap-ის ფარგლებში. BridgeGap არის ევროკავშირის დაფინანსებული 4-წლიანი კვლევითი პროექტი, რომლის საქმიანობაც ბლოკის წევრ და მეზობელ სახელმწიფოებში კორუფციის კვლევას გულისხმობს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში.  

კორუფციის კვლევის ანგარიშის მოკლე აღწერით ვიგებთ, რომ მას ორი ავტორი ჰყავს: იტალიური უნივერსიტეტის LUISS-ის პროფესორი ალინა მუნჯიო-პიპიდი (Alina Mungiu-Pippidi) და BridgeGap-ის მკვლევარი, ივა ფარვანოვა. კვლევის აღწერის თანახმად, ანგარიში გვთავაზობს კორუფციის ტენდენციების ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, კანდიდატ და სხვა მეზობელ ქვეყნებში. ანგარიში სულ 41 ქვეყანას მიმოიხილავს. 

კვლევის პირველივე გვერდებზე ვხვდებით გაფრთხილებას (გვ. 3), რომ მასში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნით ავტორებს და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას, ასევე ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მათ შესახებ. 

კვლევა

რა წერია ანგარიშში ოლიგარქიზაციაზე?  

კვლევის ავტორები ოლიგარქიზაციის დონეს კორუფციის დადგენისთვის იყენებენ. მათი განმარტებით, კორუფცია ეფუძნება ფავორიტიზმს, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს, ის ხდება ძლაუფლების ბოროტად გამოყენებისას და ასევე ეფუძნება ძალაუფლების ასიმეტრიას. ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მდიდარ ადამიენს შეუძლიათ სასურველი რეგულაციების ყიდვა, რაც მათ კიდევ უფრო ძლიერებს გახდის. 

ანგარიშში ოლიგარქიზაციის დონე ფასდება იმის მიხედვით, თუ ქვეყნის საერთო სიმდიდრის რამდენ პროცენტს ფლობს მოსახლოების ყველაზე მდიდარი 1%, შემდეგ კი შეფასებულია ამ მაჩვენებლის ცვლილება 2012-2022 წლებში. “ოლიგარქიზაციის” მიმოხილვის თავში (3.5. Oligarchization – გვ.39) ნათქვამია, რომ ბოლო ათ წელში მსოფლიოში ტენდენციის ზრდა აშკარაა. ამავე ნაწილში საუბარია საქართველოზეც. ავტორები საქართველოში ოლიგარქიზაციის საფრთხეზე მიუთითებენ და აღნიშანვენ (გვ. 39), რომ მართალია ქვეყანა მილიარდერების რაოდენობით “ღარიბია”, თუმცა ორი უმდიდრესი ადამიანი ქვეყნის მთლიანი GDP-ის 10%-ს ფლობს. აქვე აღნიშნულია, რომ ორი უმდიდრესი ქართველიდან ერთ-ერთი მოქმედი ხელისუფლების მთავარი დამფინანსებელია. აღსანიშნავია, რომ კვლევაში გამჟღავნებული არ არის მილიარდერების ვინაობა, თუმცა საქმიანობის დახასიათებით ვიგებთ, რომ ერთ-ერთ მათგანში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ. 

ოლიგარქიზაციის განხილვისთვის ანგარიშში წარმოდგენილია 41 ქვეყნის სტატისტიკა იმის მიხედვით, თუ ქვეყნის უმდიდრესი 1% მთლიანი სიმდიდრის რა ნაწილს ფლობს (გვ. 41). ამ სტატისტიკაში საქართველო ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქვეყნების ათეულში მეექვსე პოზიციას იკავებს. კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმდიდრესი 1% ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 31%-ს ფლობს. საქართველოზე ცუდი შედეგი აჩვენა თურქეთმა (42%), რუსეთმა (35%), უნგრეთმა (33%), კვიპროსმა (33%) და შვეიცარიამ (31%), საუკეთესო შედეგი – ნიდერლანდებმა (14%). აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო ტელევიზიები და საინფორმაციო სააგენტოები ანგარიშის გაშუქებისას ამ მონაცემზე არ საუბრობენ.

კვლევა
“მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის მიერ ეროვნული სიმდიდრის წილი” 
წყარო: BridgeGap

გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც ასახავს მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის მიერ ეროვნული სიმდიდრის ფლობის მაჩვენებელს (გვ. 42). მხოლოდ ამ სტატისტიკას იყენებს სახელისუფლებო მედია, როდესაც საქართველოში “დეოლიგარქიზაციის სანგრძლივი გაუმჯობესების” შესახებ საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებლით დასაკვირვებელი 41 ქვეყნიდან შედეგი გააუმჯობესა თხუთმეტმა ქვეყანამ. მათ შორისაა საქართველო, რომელმაც 10 წელში თავისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 3 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა და ნიდერლანდებისა და ირლანდიის შემდგომ, მესამე ადგილი დაიკავა. 

კვლევა
“მოსახლეობის უმდიდრესი 1%-ის მიერ ეროვნული სიმდიდრის მთლიანი წილის ცვლილება” 
წყარო: BridgeGap

ანგარიშის ბოლოს ოლიგარქიზაციის მაჩვენებლის შესახებ კიდევ ერთი დიაგრამაა მოყვანილი (9.2.2. Constructing the adjusted oligarchization score – გვ. 89). მისი სახელია “კორექტირებული ოლიგარქიზაციის ცვლილება (გაზომილი პროცენტული ცვლილებით) 2013-დან 2023 წლამდე.” დიაგრამის აღწერაში ნათქვამია, რომ კვლევის მეტი სანდოობისთვის ავტორებმა შექმნეს ოლიგარქიზაციის, ანუ უკიდურესი სიმდიდრის უთანასწორობის კორექტირებული საზომი. ოლოგარქიზაციის კორექტირებული ქულის გაუმჯობესებით საქართველო მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ირლანდია უსწრებს (გვ. 89).

კვლევა
ფორმულა, რომლითაც კორექტირებული ოლიგარქიზაციის ქულა გამოითვლება 
წყარო: BridgeGap

“დეოლიგარქიზაცია”  

“დეოლიგარქიზაცია” ერთ-ერთია იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც საქართველოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ჰქონდა, ხოლო სტატუსის მიღების შემდეგ, 2023 წლიდან, “დეოლიგარქიზაცია” ასევე მოხვდა იმ  9 ნაბიჯში, რომელთა გადადგმაზე დათქმითაც ქვეყანას სტატუსი მიენიჭა.  

აღსანიშნავია რომ BridgeGap-ის ანგარიშში ტერმინი “დეოლიგარქიზაცია” ნახსენები არ არის და არც პოლიტიკაზე ოლიგარქიული გავლენაა შეფასებული. კვლევა ეთმობა იმას, თუ ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის რა წილს ფლობს მოსახლეობის უმდიდრესი 1%, სადაც, ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ქვეყნების ათეულშია. მედიები თავიანთ ჟურნალისტურ მასალებში  ამას არ ახსენებენ.  

ინდექსები პროსახელისუფლებო მედიის სტატიებში

პროსახელისუფლებო მედია და “ქართული ოცნების” წევრები საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებს მანიპულაციურად ხშირად იყენებენ. ისინი ვრცელი კვლევების მხოლოდ ერთ ნაწილს აქცევენ ყურადღებას და იმ კომპონენტზე საუბრობენ, სადაც საქართველოს წინსვლა აქვს, მნიშვნელოვან ასპექტებზე კი არაფერს ამბობენ. “მითების დეტექტორმა” ამ დრომდე მოამზადა რამდენიმე მიმოხილვითი მასალა, სადაც განმარტებულია ის ინდექსები და კომპონენტები, რომლითაც სახელისუფლებო აქტორები მანიპულირებენ, მედია კი არასრულად აშუქებს: 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist