რა თქვა რეალურად თბილისის მერმა გლდანზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
1.3k
VIEWS

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვები, რომლითაც ის გლდანს თბილისის შემადგენლობაში არ განიხილავს, რის საილუსტრაციოდაც თბილისის მერის შემდეგი სიტყვებია მოყვანილი: “გლდანში ვცხოვრობდი, რადგან ბინა არ მქონდა თბილისში.” 

ციტატა ქარდის სახით 29 იანვარს ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდმა, ასევე ფეისბუქ გვერდებმა Worldnews.ge და “ქართული სიმღერები” გამოაქვეყნეს. მოგვიანებით, “ტვ პირველის” ფეისბუქ გვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებულ პოსტზე თანდართული  ქარდი ახლით ჩაანაცვლეს. ხოლო “ქართულმა სიმღერებმა”  პოსტი წაშალა. 

Screenshot 4 8 | mythdetector.com

კახა კალაძის ციტატა სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, კალაძე ამბობს, რომ გლდანში მამიდასთან ცხოვრობდა, რადგან მის ოჯახს თბილისში სახლი არ ჰქონდა. 

კახა კალაძის გავრცელებული ციტატა ტელეკომპანია “იმედის” 2021 წლის სექტემბრის სიუჟეტიდანაა ამოჭრილი.

Screenshot 5 6 | mythdetector.com

სიუჟეტი “კალაძის ისტორია” თბილისის მერის წარსულის შესახებ გვიყვება. სიუჟეტის ერთ-ერთ ნაწილში ჟურნალისტი ამბობს, რომ კალაძეს სთხოვეს მათთვის დედაქალაქის ის ადგილი ეჩვენებინა, რომელთანაც მას განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა. კალაძემ ისინი გლდანში, მამიდის სახლში წაიყვანა. თბილისის მერი გავრცელებულ ციტატას გლდანში ცხოვრების შესახებ სწორედ ამ მონაკვეთში ამბობს. კალაძის მიხედვით, მას და მის ოჯახს თბილისში საკუთარი სახლი არ ჰქონდა და მამიდასთან უწევდა ცხოვრობდა, მამიდის სახლი კი გლდანში მდებარეობდა.  

კახა კალაძე, თბილისის მერი:მამიდასთან მიწევდა ცხოვრება, მამიდა იყო ჩემთვის ყველაფერი: დედაც, მამაც. გლდანში ვცხოვრობდი იმიტომ, რომ ბინა არ გვქონდა თბილისში. ძალიან რთული იყო ზოგდად ცხოვრება, გლდანში ყოველ შემთხვევაში ასე იყო. კერანსიკა, რომლითაც ვთბებოდით, ნავარჯიშები ფორმის გაშრობა ამ კერასინკასთან ხდებოდა”. 

კალაძის აღნიშნული ციტატა მისი უკონტექსტოდ გავრცელების შემდეგ ორგანიზაცია ჟურნალისტიკის რესურსების ცენტრმაც გადაამოწმა. ორგანიზაციის მიხედვით, კალაძე სამტრედიიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ გლდანში ცხოვრების შესახებ სხვა გამოსვლებშიც საუბრობდა. 

“იმედის” სიუჟეტიდან გლდანთან დაკავშირებული კალაძის ციტატა თავდაპირველად 28 იანვარს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა. გვარამიამ პოსტზე ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მონიშნა, ორივე მათგანი წარულში გლდანის მაჟორიტარობაზე იყრიდა კენჭს. გვარამიამ მათ იუმორით მიმართა, რომ სულ ტყუილად ეგონათ, თითქოს კენჭს თბილისში იყრიდნენ. გვარამიას პოსტი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა, თუმცა ინფორმაცია მისი პოსტის შესახებ ონლაინ გამოცემებში Geonewest.com და Pirvelinews.com იძებნება. 

Screenshot 6 5 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist