რა თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსმა და როგორ გაიგო რუსულმა ПРАВДА-მ? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

392
VIEWS

30 ივნისს, რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა – правда-მ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსი – ავრილ ჰეინსი, ყველა სცენარის მიხედვით, რუსეთს უკრაინაში წარმატებას უწინასწარმეტყველებს და აშშ-ში უკვე დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინას კონფლიქტის დასასრულებლად ტერიტორიების დათმობა მოუწევს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევენ, რაზეც правда წერს, რომ ასე მიიჩნევს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსი ავრილ ჰეინსიც და მისი ეს მოსაზრება საინფორმაციო სააგენტო როიტერსის სტატიაში გვხვდება. 

правда-ზე დაყრდნობით, სტატია enews.bksfe.com-ზეც გამოქვეყნდა.

pravda 1 რა თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსმა და როგორ გაიგო რუსულმა ПРАВДА-მ? 

მტკიცება, თითქოს ავრილ ჰეინსი რუსეთის უპირატესობაზე საუბრობს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, როიტერსის სტატიაში, რომელშიც ჰეინსის სიტყვებს ციტირებენ, აღნიშნულია, რომ ოთხთვიანი ბრძოლით გამოფიტულმა რუსეთის ჯარმა, ნაკლებად სავარაუდოა, პუტინის მიზნების მიღწევა შეძლოს.

29 ივნისს, ვაშინგტონში, ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს ყოველწლიურ კონფერენციაზე, ამერიკის ეროვნული დაზვერვის უფროსმა – ავრილ ჰეინსმა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და კონფლიქტს განვითარების შესაძლო სცენარზე  ისაუბრა. იმავე დღეს, მის გამოსვლაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო როიტერსმა სტატია  გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია ოთხთვიანი ომი კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. ჰეინსის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, პუტინის ამბიციები არ შეცვლილა, მიზნების განსახორციელებლად მას მწვავე ბრძოლა დასჭირდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ბრძოლისგან გამოფიტულმა პუტინის ჯარმა ამ მიზნების განხორციელება შეძლოს. არც სტატიაში და არც ავრილ ჰეინსის გამოსვლაში პუტინის ჯარის აბსოლუტური უპირატესობა და რუსეთის ყველა სცენარში გამარჯვება არსად არის აღნიშნული.

pravda2 რა თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსმა და როგორ გაიგო რუსულმა ПРАВДА-მ? 
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ევრილ ჰეინსი. ფოტო: Al Drago/Bloomberg

“ჩვენ ვხედავთ ერთგვარ შეუსაბამობას პუტინის უახლოეს სამხედრო მიზნებსა და სამხედრო შესაძლებლობებს შორის”.- განაცხადა ავრილ ჰეინსმა.

ავრილ ჰეინსის მიხედვით, არსებობს სამი შესაძლო მწვავე სცენარი, რომლის მიხედვით რუსეთის ძალები წარმატებას მიაღწევენ. სხვა სცენარების მიხედვით კი, რუსეთს მცირე მიღწევები ელის მის მიერ კონტროლირებად ხერსონთან და სამხრეთ უკრაინის სხვა რაიონებთან.

ჰეინსი აღნიშნავს, რომ რუსეთს ძალების აღსადგენად წლები დასჭირდება.

„მანამდე, რუსეთი რამდენიმე საომარი ოპერაციის პარალელურად განხორციელებას ვერ შეძლებს. ისინი [კრემლი] სულ უფრო მეტად დაეყრდნობიან ასიმეტრიულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა კიბერშეტევები, ენერგეტიკის კონტროლი და ბირთვული იარაღიც კი“, – ამბობს ჰეინსი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist