რა სამხედრო ტექნიკას იყენებს რეალურად რუსეთი უკრაინაში და რა დანაკარგები აქვს მას?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
3.4k
VIEWS

2 მარტს ფეისბუკ გვერდმა “ახალგაზრდული”  რუსეთ უკრაინის-ომის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, უკრაინაში რუსეთს ვადაგასული, ჩამოწერილი ტექნიკა ჰყავს გაგზავნილი და სწორედ ნაგავზე გადასაყრელი ტექნიკით დაანგრია რუსეთმა უკრაინა, გაანადგურა ქალაქები და ინფრასტრუქტურა:

უკრაინა მოუგებსო ვინც იძახით, რის საფუძველზე ამბობთ მაგას? ნაგავზე გადასაყრელი ტექნიკა ჩაიყვანა და დაანგრია უკრაინა და თვითონ მინიმალური ზიანიც არ მიიღო და ეგაა მოგება?!”

Screenshot 9 3 | mythdetector.com

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში ჩამოწერილ ტექნიკას იყენებს, სიმართლეს არ შეესაბამება.  უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული და მოპოვებული ტექნიკისა და ასევე რუსი სამხედროების მიერ მიტოვებული აღჭურვილობის ვიდეო და ფოტო კადრებზე ჩანს, რომ რუსული არმია უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე აღჭურვილობას იყენებს. მთლიანობაში პოსტი ამკვიდრებს აზრს, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტო, რომელიც პოსტს ახლავს, 2008 წლის 14 აგვისტოს ცხინვალშია გადაღებული და მასზე ერთი რუსული და რუსების მიერ განადგურებული ქართული ტანკია ასახული. 

რეალურად, რუსეთის საავიაციო შეიარაღებაში, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს, შედის: KA52, MI-28, , MI-35, MI-8AMTSH, SU-25SM3, SU-34, SU-30. 

რუსულ საზენიტო-საარტირელიო დანადგარებსა და ასევე ქვეითთა მხარდამჭერ ჯავშანტრანსპორტიორებს შორისაა: TOS-1A (ბურატინო), პანცირი(C1), ბუკის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, ტორი – თვითმავალი საარტილერო დანადგარი, OCA, T-90, T-80BVM, T-72B3, BMP3, BMD4, BTR-82A, ტიგრი,  ტაიფუნი. 

აღსანიშნავია, რომ მაგალითად, SU-30-ის ფასი 33 მილიონი დოლარს შეადგენს, КА-50-ის ფასი 20 მილიონი დოლარია, პანცირი 14 მილიონი დოლარი, T-90 3 მილიონი, ტიგრი კი 400 ათასი დოლარი ღირს.

6 მარტის მონაცემებითუკრაინის არმიის მიერ 44 რუსული თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 285 ტანკი და 985 ერთეული ჯავშანტექნიკა განადგურდა. 

უკრაინული Forbes-ის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის განმავლობაში, უკრაინის არმიამ 331,2 მილიარდი რუბლის, ანუ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. „ტანკები, რომლებიც უკვე განადგურებულია, რუსეთს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო ჯავშანტექნიკა – 0,6 მილიარდი დოლარი, თვითმფრინავები და ვერტმფრენები ერთად – 1,1 მილიარდი დოლარი“.

რუსული საჰაერო ძალები

პირველ მარტს კიევის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ორი სუ-35C ტიპის თვითმფრინავი გაანადრურეს. ამის შესახებ 2 მარტს, ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს.

Screenshot 10 3 | mythdetector.com3 მარტს  გავრცელდა ინფორმაცია უკრაინული სამხედრო ძალების მიერ რუსული SU-25-ის ჩამოგდების შესახებ.

Screenshot 11 3 | mythdetector.com
წყარო:
www.unian.net

რუსულმა ავიაციამ 5 მარტს უკრაინაში შემდეგი ტექნიკა დაკარგა: 2 ცალი MI-8ATMSH (სატრანსპორტო შვეულმფრენი), 1  MI-35M (დამრტყმელი შვეულმფრენი), 1 MI-24 (დამრტყმელი შვეულმფრენი), 1 KA-52 ალიგატორი (დამრტყმელი შვეულმფრენი), 1 ცალი SU-30SM (გამანადგურებელი), 2  –  SU-34 (საფრონტო ბომბდამშენი). აქედან ყველა თანამედროვე ან მოდერნიზებული/გათანამედროვებული ვერსიებია. 

Screenshot 12 3 | mythdetector.com
წყარო: mil.in.ua

საზენიტო-საარტილერიო კომპლექსები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები

პირველ მარტს უკრაინულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების მიერ “ბურატინოს” / “სოლნცეპეკის” შეპყრობის შესახებ.

TOS-1A “სოლნცეპიოკი” ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაა, რომელიც  ისვრის 220 მმ-იან უმართავ რეაქტიულ ჭურვებს, თერმული და ცეცხლგამჩენი საბრძოლო თვისებებით.

Screenshot 13 3 | mythdetector.com
წყარო:mil.in.ua

28 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რაიონში რუსებს საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირი“ ჩამოართვეს.  ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ანდრეი ცაპილენკომ გაავრცელა. “პანცირი” რუსული თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსია, რომლის დანერგვა საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 1994 წელს დასრულდა. მისი მოდერნიზება რამდენიმე წლის წინ მოხდა, 2015 წელს კი “პანცირის” მეორე ვერსია გამოჩნდა. 2016 წელს შემუშავებული მოდელი სამიზნეებს 40 კმ მანძილზე ურტყამს, პირველი ვერსია კი 20 კმ წინ და 15 კმ ზევით ისვრის.

Screenshot 14 3 | mythdetector.com
წყარო: telegraf.com.ua

ასევე 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის თავდაცვის სისტემამ რუსებს კიდევ ერთი სრულიად ახალი და გამოუყენებელი საზენიტო-სარაკეტო სისტემა პანცირი C1 ჩამოართვა.  ამ ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის საექსპორტო ფასი 20 მილიონ დოლარამდეა. ეს არის მცირე მესამე პანცირი, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში დაკარგა. რუსული პანცირის ფასი დაახლოებით 14 მილიონი დოლარია.

Screenshot 15 3 | mythdetector.com
წყარო : www.pravda.com.ua

5 მარტს ჩერნიგოვის ოლქიდან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა “ტორის” ფოტოები გავრცელდა. 

Screenshot 16 3 | mythdetector.comწყარო: www.military-today.com

3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ მიტოვებული ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა 2S6 „ტუნგუსკა“ დაწვა.

Screenshot 17 3 | mythdetector.comScreenshot 18 2 | mythdetector.com
“ტუნგუსკა” დაწვამდე
წყარო:
Focus.ua

2 მარტს ჩერნიგოვის რეგიონში უკრაინულმა არმიამ სრულიად ახალი რუსული საზენიტო იარაღი OCA მოიპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ   უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა.
Screenshot 19 1 | mythdetector.com
წყარო: Pravda_Gerashchenko

ასევე 28 თებერვალს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა დანადგარმა რუსული სარაკეტო კომპლექსი “ბუკი” გაანადგურა.

Screenshot 20 2 | mythdetector.com
წყარო: www.military-today.com

5 მარტს ხარკოვის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევის დროს რუსების 200-ე მოტომსროლელი ბრიგადის ნაწილმა ტექნიკა დატოვა და გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით,  რუსულმა ჯარმა დაახლოებით 30 ცალი სამხედრო ტექნიკა დატოვა, მათ შორის   MTLB, კამაზის და ურალის სატვირთო მანქანები, საწვავის მანქანები. ყველაზე ძვირფასი ნაალაფარი მათ შორის არის T-80BVM-ის ტიპის ღამის ხედვის სისტემებით აღჭურვილი უახლესი რუსული ტანკია.

Screenshot 21 2 | mythdetector.com
წყარო: times.kharkiv.ua

5 მარტს ინტერნეტში გავრცელდა უკრაინული არმიის მიერ მოპოვებული ორი T-90-ის ფოტო. T-90-ის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.
Screenshot 22 2 | mythdetector.comწყარო: military-today.com

27 თებერვალს რუსებმა სუმის ოლქში T-90A და 2S3 akatsiya-ს ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი დატოვეს.
Screenshot 23 3 | mythdetector.com
წყარო: სამხედრო სიახლეები. სამხედრო ანალიტიკა., BetoRamírezVCN
Screenshot 24 2 | mythdetector.com
წყარო: www.military-today.com

ორ მარტს გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს თხრილში გაჭედილი რუსული T-72B3, რომელიც ეკიპაჟმა მიატოვა.

Screenshot 25 3 | mythdetector.com

წყარო: www.military-today.com
კიდევ ერთი რუსული T-72B3-ის ფოტო, რომელიც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებმა მოიპოვეს.
Screenshot 26 1 | mythdetector.com
წყარო: military-today.com

2 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ხარკოვთან რუსების 200-ე მოტომსროლელი ბრიგადის ექვსი უახლესი T-80BVM ტანკი ჩაიგდეს ხელში. ინფორმაცია ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა გაავრცელა.
Screenshot 27 1 | mythdetector.com
წყარო: www.unian.net

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს ცნობით, 4 მარტს უკრაინულმა სპეციალური იპერაციის ძალებმა (ССО) ხელში ჩაიგდეს  T-80 BVM და  გაანადგურეს დამპყრობლების ჯგუფი.

Screenshot 28 1 | mythdetector.comწყარო: Pravda_Gerashchenko

პირველ მარტს მარიუპოლში აზოვის პოლკმა რუს სამხედროებს ჯავშანტექნიკა ჩამოართვა. 

ვიდეო კადრებში ჩანს BMP-3, რომელიც სამხედროების წინა ხაზზე გადაყვანას ემსახურება.

Screenshot 29 1 | mythdetector.com
წყარო:mil.in.ua

BMP-3 ქვეითი საბრძოლო მანქანა შეიარაღებულია 100 მილიმეტრიანი ქვემეხით და მას ასევე აქვს 30 და 7,62  მილიმეტრიანი ავტომატური ტყვიამფრქვევი.

Screenshot 30 1 | mythdetector.com
BMP-3. 2020 წლის ივნისი. ფოტო: რუსული მედია

6 მარტს ანტონ გერაშენკომ უკრაინული არმიის მიერ რუსული ჯარისთვის ჩამორთმეული “ტიგრის” კადრები გაავრცელა.
Screenshot 31 1 | mythdetector.com
წყარო: Pravda_Gerashechenko

2 მარტს გავრცელდა რუსების მიერ მიტოვებული“ტაიფუნის” K-53949 ფოტოები, რომელსაც უკრაინულმა შენაერთებმა ცეცხლი წაუკიდეს.

Screenshot 32 1 | mythdetector.com

წყარო: www.military-today.com

მართალია, რუსეთი ამ ომში იყენებს მოძველებულ ტექნიკასაც, თუმცა ზემოთ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ვხვდებით ისეთ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას, რომელიც, თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, მსოფლიოში უანალოგო და თანამედროვეა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელიც ფეისბუკ გვერდ “ახალგაზრდულის” პოსტს ახლავს თან, 2008 წლის 14 აგვისტოს ცხინვალში ანატოლი ჟდნოვის მიერ არის გადაღებული. ფოტოზე ორი ტანკია აღბეჭდილი, მარცხნივ რუსული, მარჯვნივ კი მათ მიერ განადგურებული ქართული ტანკი.

Screenshot 33 1 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

ახალგაზრდული
ახალგაზრდული

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist