რა მოხდა რეალურად Emergent BioSolutions-ის ქარხანაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

27
VIEWS

5 აპრილს სამედიცინო სიახლეების საიტზე mkunali.ge გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “Johnson&Johnson-ი წყვეტს AstraZenеca -ს წარმოებას.” სტატიის მიხედვით, Jonson & Jonson-მა AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო საწარმოში 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა. ინფორმაციის წყაროდ New York Times-ის სტატიაა მითითებული.

 

;

Mkurnali.ge-ს სტატია შეცდომაში შემყვანია. AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება არ გაჩერებულა,  ბალტიმორის ერთ ქარხანაში დაშვებულმა შეცდომამ მხოლოდ Jonson&Jonson-ის ვაქცინაზე მოახდინა გავლენა და 15 მილიონი დოზა ვაქცინა, რომლის წარმოების პროცესშიც შეცდომა იყო დაშვებული, უკვე გაანადგურეს. Jonson&Jonson-ი და AstraZeneca დამოუკიდებელი კომპანიები არიან და ერთი მეორის ვაქცინის წარმოებას ვერ შეაჩერებს. 

რეალურად  Mkurnali.ge-ის მიერ წყაროდ მითითებულ New York Times-ის სტატიაში ბალტიმორში, Emergent BioSolutions-ის ქარხანაში მომხდარი შემთხვევაა აღწერილი. ამ ქარხანაში ამერიკული  Jonson&Jonson-ისა და ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება ხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ Jonson&Jonson-ი AstraZeneca-ს აწარმოებს და როგორც ეს mkurnali.ge-ს სტატიაშია ნახსენები, ეს მისი “მეორე ხაზია.” თებერვლის ბოლოს ქარხნის პერსონალმა შეცდომა დაუშვა და Jonson&Jonson-ის ვაქცინის 15 მილიონ დოზაში AstraZeneca-ს ინგრედიენტები გაურია. შეცდომა Jonson&Jonson-ის მიერ ამ დოზების ხარისხის კონტროლის დროს გამოვლინდა, რის შემდეგაც 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაანადგურეს.

შეცდომა  კომპანია Jonson&Jonson-სთვის ზიანის   მომტანი იმ კუთხით აღმოჩნდა, რომ მისი ვაქცინის აშშ-ს სხვადასხვა ნაწილში დროულად გავრცელება შეფერხდა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეცდომით დამზადებული ვაქცინებიდან არც ერთი საწარმოს ფარგლებს არ გასცდენია და შესაბამისად, პაციენტებამდე არ მისულა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ შეცდომას AstraZeneca-ს ვაქცინის დამზადებაზე გავლენა არ მოუხდენია. AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ამჟამად აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ავტორიზაციას ელოდება და მისი წარმოება ამ შემთხვევის შედეგად არ შეჩერებულა.

AstraZeneca-სა და Jonson&Jonson-ის კომპანიები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში იდენტურ ტექნელოგიას, ვირუსის უსაფრთხო ვერსიას – ე.წ. ვექტორს, იყენებენ. ვექტორის დახმარებით პროტეინი იქმნება, რის შემდეგაც ის იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოსაქმნელად ასტიმულირებს. მართალია, ტექნელოგია იდენტურია, თუმცა ამ ორ ვაქცინაში გამოყენებული ვექტორები ერთმანეთის ჩასანაცვლებლად ვერ გამოდგება, შეცდომით დამზადებული Jonson&Jonson-ის ვაქცინების განადგურების მიზეზიც სწორედ ეს იყო.


არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist