რა მიზეზები განაპირობებს ისრაელში სისხლის დეფიციტს და აქვს თუ არა რაიმე კავშირი ვაქცინაციასთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
79
VIEWS

2022 წლის 2 თებერვალს Facebook მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ისრაელში სისხლის დეფიციტია და ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამო ხდება. მისი თქმით Pfizer-ის ვაქცინის ფლაკონში ნანოტექნოლოგიაა აღმოჩენილი, რასაც ევროკავშირის წამლების სააგენტოსთან და სხვა უამრავ მეცნიერთან ერთად ინგლისის უახლესი კვლევაც ადასტურებს. 

Pfizer-ის ვაქცინაში ნანოტექნოლოგიასთან დაკავშირებით ვიდეო ბოლო ჟამის ქრისტიანებმაც გაავრცელეს. ვიდეოკოლაჟი სხვადასხვა ვიდეოს, მათ შორის “ვაქცინის გვერდითი მოვლენების” ამსახველ კადრებს შეიცავს. 

Screenshot 28 | mythdetector.com

ისრაელში სისხლის დეფიციტი ვაქცინაციასთან დაკავშირებული არ არის, დეფიციტი სისხლის იშვიათ ჯგუფებს ეხება და ომიკრონის სწრაფი გავრცელებით, ასევე სისხლის დონაციის ფორმებში შესული ცვლილებითაა გამოწვეული, რის გამოც დონორებმა სისხლის დონაციაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. 

  • სისხლის დეფიციტი იშვიათ სისხლის ჯგუფებს, ომიკრონის სწრაფ გავრცელებას და დონაციის ფორმებში შესულ ცვლილებებს უკავშირდება

ისრაელში სისხლის დეფიციტი მართლაც შეიქმნა, თუმცა, ის ვაქცინაციასთან და ნანოტექნოლოგიებთან დაკავშირებული არაა. სისხლის მარაგების დეფიციტის შესახებ The Jerusalem Post-იც წერდა და აღნიშნავდა,  რომ ისრაელის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს აქვს ის იშვიათი სისხლის ჯგუფები, რომლებიც მოთხოვნადია და დეფიციტი სწორედ ამ კუთხით არსებობს. კერძოდ საუბარია, O-, A- და B- (I, II და  III უარყოფითი) სისხლის ჯგუფებზე. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, დონაციის მსურველები კოვიდინფიცირებულის კონტაქტი ბოლო 28 დღის განმავლობაში არ უნდა იყვნენ.

ისრაელის მაგენ დევიდ ადომის სისხლის დონაციის სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი ეილათ შინარი ამბობს, რომ ისრაელში სისხლის მარაგების შევსებას ომიკრონის სწრაფი გავრცელებაც უშლის ხელს, რადგან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,5 მილიონი ისრაელის მოქალაქე დაინფიცირდა.

სისხლის დონაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა კიდევ ერთმა ფაქტორმა გააუარესა. სისხლის დონორების ნაწილი უარს ამბობს დონაციაზე, რადგან სისხლის დონაციის ფორმებში ცვლილება განხორციელდა და ტერმინები „მამა“ და „დედა“ „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით ჩანაცვლდა. 

პროტესტისა და ბოიკოტის შემდეგ გადაწყდა, რომ ფორმები შეცვლილიყო და დონორთა მშობლების შესახებ ინფორმაცია ამოღებულია, შესაბამისად ფორმებში არც „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ არის ნახსენები და არც „მამა“ და „დედა“.  მიუხედავად ამისა, სისხლის დონაციის ბოიკოტი გრძელდება, დონორთა ერთი ნაწილი სისხლის დონაციის ძველი ფორმების დაბრუნებას მოითხოვს, სადაც შესავსები ველები “მამისა და “დედის” დაბადების ადგილის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტის ორგანიზატორებმა ღია წერილით ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტსაც მიმართეს.

  • ვაქცინირებული ადამიანის სისხლის დონაცია დასაშვებია

რაც შეეხება ვაქცინირებული ადამიანის სისხლის დონაციას, მსგავსი შეზღუდვა ისრაელის მთავრობის ვებ-გვერდზე არ იძებნება, მითითებულია მხოლოდ 3 შემთხვევა რა დროსაც სისხლის ჩაბარება არ არის შესაძლებელი: 

  • ისრაელში ჩასული მგზავრები, რომლებმაც გაიარეს იზოლაცია და ისრაელში ჩასვლის დღიდან არ არის გასული 28 დღე;
  • დადასტურებული COVID-19 შემთხვევის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციაში იყვნენ და კონტაქტის დღიდან 28 დღე არ გასულა;
  • დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, რომელთა გამოჯანმრთელების დღიდან 28 დღე არ გასულა;

ვაქცინირებული ადამიანისგან სისხლის მიღება უსაფრთხოა. დონაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეყოვნდეს, თუ ვაქცინირებული აცრის შემდეგ თავს საკმარისად კარგად ვერ გრძნობს, მაგალითად აწუხებს მკლავის ტკივილი და ა.შ. ამ შემთხვევაში დონორმა 7- 28 დღე უნდა მოიცადოს. დროის ეს შუალედი ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა, რათა ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები დონაციის შემდგომ სიმპტომებში არ აერიოთ.  

სისხლის დონაციასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.  AstraZeneca-ს, Janssen/J&J-ს, Moderna-ს, Novavax-ის და Pfizer-ის ვაქცინით აცრილებისათვის ვაქცინაციიდან სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო დაწესებული არ არის, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინებისათვის, როგორებიცაა Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები, სისხლის ჩაბარებამდე მოცდის დრო 2 კვირაა.

რაც შეეხება ვაქცინაში არსებულ ნანოტექნოლოგიებს, მტკიცება, თითქოს ნანოტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშია, დეზინფორმაციაა. COVID-19-ის რნმ ვაქცინების შემადგენლობაში ნანონაწილაკები ლიპიდების სახით გვხვდება, თუმცა ისინი ვაქცინის დაცვასა და უჯრედებამდე მის უსაფრთხოდ გადატანას უზრუნველყოფენ.

ბოლო ჟამის ქრისტიანების მიერ გავრცელებული ვიდეოკოლაჟი მანიპულაციურია. იხილეთ მითების დეტქტორის მიერ გადამოწმებული ვიდეოები:

ლაშა მეთეშაშვილის პოსტის აქრივი 

ბოლო ჟამის ქრისტიანების პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist