რა დახმარებას უწევს უკრაინის მთავრობა ფრონტზე დაღუპულთა ოჯახებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

229
VIEWS

3 ოქტომბერს ფეისბუკის ანონიმურ რუსულენოვან ანგარიშზე, ასევე ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის კაცის ხმა და ის საუბრობს თუ რა დახმარებას გასცემს უკრაინის მთავრობა ფრონტზე დაღუპული უკრაინელის ოჯახისთვის. ვიდეოს თანახმად, დაღუპულის ოჯახს მთავრობამ ზეწარი, ვაშლის ჩირი, კბილის პასტა, სანიტაიზერი და ე.წ სანელებელი გადასცა.

Screenshot 2024 10 08 123548 1 რა დახმარებას უწევს უკრაინის მთავრობა ფრონტზე დაღუპულთა ოჯახებს?

გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინის მთავრობა ფრონტზე დაღუპულის ოჯახებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებით ეხმარება. რეალურად, უკრაინის კანონმდებლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის გარდაცვალების, ქმედითუნარიანობის დაკარგვის ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.

  • კომპენსაცია უკრაინაში ფრონტზე მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეებისთვის

გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ,  ჩანს დაღუპული სამხედრო მოსამსახურისთვის მინიჭებული მესამე ხარისხის ორდენი. თანდართული ტექსტის თანახმად, დაღუპულის ოჯახმა მთავრობისგან ზეწარი, ვაშლის ჩირი, კბილის პასტა, სანიტაიზერი და ე.წ. სანელებელი მიიღო. 

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ფრონტზე დაღუპულების ოჯახს სახელმწიფო მხოლოდ ვიდეოში ნაჩვენები პროდუქციით ეხმარება. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ფრონტზე დაღუპულის ოჯახი ან ქმედითუნარიანობის დაკარგვის მქონე ადამიანი სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას იღებს, რომელიც დამოკიდებულია არსებულ საარსებო მინიმუმზე და ბენეფიციარი იღებს არსებულზე 750 – ჯერ მეტ ოდენობას

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საარსებო მინიმუმი 3028 ჰრივნაა. შესაბამისად, დაღუპული სამხედრო მოსამსახურისთვის კომპენსაციის თანხა 2 მილიონ 271 ათასი ჰრივნაა, რომელიც მის ოჯახს გადაეცემა, ხოლო ქმედითუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში, ის დამოკიდებულია კატეგორიაზე:

I ჯგუფი — საარსებო მინიმუმი 400 (1 211 000 ჰრივნა);

II ჯგუფი —საარსებო მინიმუმი  300 (908 400 ჰრივნა);

III ჯგუფი — საარსებო მინიმუმი 250 (757 000 ჰრივნა).

ამავდროულად, ძალაში რჩება მთავრობის №168 დადგენილება, რომელშიც ნათქვამია, რომ ომში დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს დამატებით კომპენსაციას 15 მილიონი ჰრივნას.

  • კანონი უკრაინაში ფრონტზე მებრძოლების უფლებების შესახებ

ფრონტზე დაღუპული ადამიანებისთვის კომპენსაციის გაადახდაზე უკრაინაში რამდენიმე კანონი და ნორმატიული აქტი მოქმედებს

  1. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 25 იანვრის №45 ბრძანება „კანონი საომარი მოქმედებების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი კომპენსაციის დანიშვნის, გადახდის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ. “
  2. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 28 თებერვლის No 168 დადგენილება, „საკითხები სამხედრო პერსონალის, პოლიციის ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვის საომარი მდგომარეობის დროს გარკვეულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით“.
  3. უკრაინის კანონი „სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი დაცვის შესახებ“.
  4. უკრაინის კანონი „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, კერძოდ მუხლი 21-4, რომელიც არეგულირებს უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გადახდას.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 24 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო №1090 დადგენილება, რომელიც ამარტივებს გარკვეული კატეგორიის პირთა გარდაცვალების ან ქმედითუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის პროცედურას უკრაინის კანონის „ომის ვეტერანთა სტატუსის შესახებ, მათი სოციალური დაცვის გარანტიები“ შესაბამისად. 

მანამდე ერთჯერად ფინანსური დახმარებას უწყებათაშორისი კომისია ამტკიცებდა, თანხას კი სოციალური დაცვის ორგანოები იხდიდნენ.

კომპენსაციის მისაღებად საჭიროა განაცხადის წარდგენა ვეტერანთა საქმეთა სამინისტროში. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც პირადად, ასევე ელექტრონული სერვისების ერთიანი სახელმწიფო ვებპორტალის (პორტალი Дія) ან ომის ვეტერანთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მეშვეობით.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist