რა დახმარებას უწევს საქართველოს დასავლეთი და რა გზავნილებით გვამარაგებს კრემლის მედია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

bdf
666
VIEWS

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად კრემლის აქტორები საქართველოში ამკვიდრებენ აზრს, რომ  ეპიდემიისას დასავლეთმა საქართველო მიატოვა და ქვეყანას კოორნავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ ჩინეთი ეხმარება.

რეალურად კრემლის აქტორები აპელირებენ ჩინეთის მთავრობის მიერ გადმოცემულ დიაგნოსტიკის 1000 ტესტზე. მოლაპარაკებებს ჩინურ კომპანია Bioeasy-სთან დამატებით 200 000 ტესტის მოწოდების თაობაზე საქართველოს მთავრობაც აწარმოებდა, თუმცა ხელშეკრულება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც კომპანიის მიერ წარმოებული ტესტები ესპანეთში დაიწუნეს და მცდარად მიიჩნიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფი ტესტების დიდმა ნაწილმა არ იმუშავა ჩეხეთშიც, ნიდერლანდებმა კი 600 000 პირბადე დეფექტის გამო ჩინეთს უკან მიუბრუნა.

რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას, როგორც COVID-19-ზე რეაგირების, ასევე ბიოსაფრთხეების პრევენციის მხრივ, “მითების დეტექტორის” მიერ ღია წყაროებით მოპოვებული მონაცემები ასე გამოუყურება:

რითი ეხმარებიან დასავლელი პარტნიორები საქართველოს

  • ლუგარის ლაბორატორია, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, აშშ-ის 350 მილიონი დოლარის დაფინანსებით  აშენდა;
  • აშშ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის 1.1 მილიონ დოლარს  გადასცემს, კერძოდ კი დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემის მომზადება და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები;
  • 30 მარტს ევროკავშირის დელეგაციამ გამაოცხადა, რომ ეპიდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო მიზნებისათვის ევროკავშირი საქართველოს 20 მილიონ ევროს  გამოუყოფს, ხოლო მომდევნო თვეებში ქართული ბიზნესის დასახმაებლად დამატებით 70 მილიონი ევრო გამოიყოფა;
  • აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით 200 ქართველი მედიკოსი COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში  გადამზადდა;
  • პიკაპის ტიპის მანქანები, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სადეზინფექციო სამუშოებისთვის გამოიყენება, საქართველოს მთავრობას USAID-მა 2019 წელს  გადასცა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

"

ვინ ავრცელებს ანტიდასავლურ გზავნილებს COVI-19-ზე?

გზავნილებს, რომ დასავლეთმა საქართველო  კორონავირუსთან ბრძოლაში მიატოვა და ქვეყანა მხოლდო ჩინეთის დამხარების იმედად არის დარჩენილი,  საქართველოში შემდეგი ჯგუფები ავრცელებენ:

  • კრემლთან დაკავშირებული გამოცემები – ნიუსფრონტი, საქართველო და მსოფლიო
  • ანტიდასავლურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ ობიექტივი,
  • პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიული ინსტიტუტი.
დასავლეთი არ გვეხმარება მხოლოდ ჩინეთი გვეხმარება
ნიუს ფრონტი: “საქართველომ საგანგებო ვითარებაში, ჯერ-ჯერობით, ვერანაირი ხეირი ვერ ნახა ევროკავშირიდან და “ასოციაციის ხელშეკრულებიდან”, ამერიკაც თავისი ეგოისტური ქმედებებით არის დაკავებული.” ნიუს ფრონტი: “ამასობაში, დახმარების ხელი ჩინეთმა გამოგვიწოდა, ჩინეთიდან გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქარი ხვალ ჩამოვა.”
საქართველო და მსოფლიო : სად არის ამ დროს საქართველო ჩვენი საერთაშორისო “პატრნიორ-მეგობრებისთვის? რით გამოიხატება მათი ჩვენდამი დახმარება?” ვალერი კვარაცხელია, ტელეკომპანია ობიექტივის წამყვანი: “ესე იგი, ჩინეთი დაგვეხმარა, ჩინეთი გვაძლევს იმ ტესტებს და კიდევ სხვა ქვეყნები, ოღონდ არა ის ქვეყნები, რომლების იმედიც გვქონდა.”
ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი, საქართველო და მსოფლიო: “ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ალტერნატივას ვერ შესთავაზებს საქართველოს, რადგან მათ უკვე გასაგებად თქვეს, რომ, საქართველოსთვის კი არა, ერთმანეთისთვის არ სცალიათ და არ აპირებენ, თავიანთი მარაგები “სტრატეგიულ პარტნიორებს” გაუნაწილონ.” გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი:  “დღეს ირკვევა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე საიმედო პარტნიორები საქართველოსთვის (ისევე, როგორც გაუბედურებული იტალიისთვის), ჩინელები არიან. დიდწილად სწორეთ მათზეა დამოკიდებული “ლუგარიც” და დანარჩენი საქართველოც. “

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ჩინეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist