რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

261
VIEWS

13 მარტს  პარლამენტის ყოფილმა წევრმა დემურ გიორხელიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა  პოსტი, რომლის მიხედვითაც,  აშშ-ში ვაქცინების Pfizer-ისა და  Moderna-ს მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა 58%-სა და 41%-ს შეადგენს. გიორხელიძე წყაროდ VAERS-ის 12 თებერვლის მონაცემებს იშველიებს და ამტკიცებს, რომ ვაქციინაციის შემდეგ დაფიქსირებული 15 923 გვერდითი მოვლენის შემთხვევიდან, 929 პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა. 13 მარტს გიორხელიძის პოსტი კრემლისტური გამოცემა „News Front”-ის ქართულენოვანმა ვებ-გვერდმა გადაბეჭდა.
;
აშშ-ში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურია, რამდენადაც VAERS-ის სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, აღნიშნული ინფორმაციის შესწავლას კი სამედიცინო ადმინისტრაცია ახდენს. CDC-ის მიხედვით, მტკიცება, რომ პაციენტების გარდაცვალება ვაქცინაციამ გამოიწვია, არ დასტურდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 8 მარტის ჩათვლით COVID-19 ვაქცინების 92 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა. ამ დროის განმავლობაში VAERS-მა ვაქცინირებული ადამიანების სიკვდილის 1637 შეტყობინება (0,0018%) მიიღო. (bloom.health) CDC-ისა და FDA-ის ექიმები გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას განიხილვისა და შემდგომი შეფასების მიზნით სამედიცინო ჩანაწერებს გაეცნენ. არსებული კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვამ პაციენტების გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დაადასტურა.
9 მარტს  CDC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, VAERS-ის მონაცემთა ბაზაში არსებული 1637 განაცხადი CDC-ისა და FDA-ის  მიერ ხელმისაწვდომი  კლინიკური ინფორმაციის, გარდაცვალების მოწმობების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების საფუძველზე გაანალიზდა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ  ვაქცინით გამოწვეული გარდაცვალების მტკიცებულები არ არსებობს. აღნიშნული ინფორმაცია სხვასხვა დროს ამერიკელმა და ბრიტანელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს.

რა არის VAERS?
VAERS ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემაა, რომელიც 1990 წელს შეიქმნა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და აშშ-ის კვებისა და წამლის სააგენტოს მიერ იმართება. სისტემის მთავარი მიზანია, ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოავლინოს. გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა ეს პრობლემა ვაქცინით გამოწვეული.

როგორც ვებ-გვერდი განმარტავს, VAERS პასიური აღრიცხვის სისტემაა, რომელშიც ვაქცინირებულ პაციენტებსა და სხვა ნებისმიერ მსურველს ვაქცინის შემდგომი გამოცდილების ასახვა შეუძლია.  ვებგვერდზე ასევე ასევე ნათქვამია: ”შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ გართულება უპირობოდ ვაქცინამ გამოიწვია.”

ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად VAERS მონაცემთა ბაზის გამოყენება არასწორია, რამდენადაც პროგრამა დამოუკიდებლად არ ადასტურებს, იყო თუ არა რომელიმე ვაქცინა პაციენტის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. ამისთვის შემდეგი ფაქტორები არსებობს:

  • პროგრამაში მონაცემების ასახვა ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების შესახებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას სამედიცინო განათლება.
  • VAERS მოუწოდებს ვაქცინის პროვაიდერებს, გააკეთონ განაცხადი, ნებისმიერი საყურადღებო ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან დარწმუნებულები, რომ  გვერდითი მოვლენები ვაქცინის მიღებამ გამოიწვია.
  • პროგრამაში შევსებული განაცხადები შეიძლება მოიცავდეს არასრულ, არაზუსტ, შემთხვევით და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
  • ვაქცინებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის, სიმძიმის, სიხშირის ან სიჩქარის შესახებ დასკვნები არა მხოლოდ სისტემაში არსებული განაცხადების, არამედ შემდგომი კვლევების საფუძველზე დგინდება.

შემდეგი ეტაპი CDC-ისა და FDA-ის  მიერ კლინიკური ინფორმაციის, გარდაცვალების მოწმობების,  აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების ანალიზს გულისხმობს.
ამ თემაზე “მითების დეტექტორი”  იანვარშიც წერდა:
ნორვეგიასა და აშშ-ში გარდაცვალებათა შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი დადასტურებული არ არის

Covid-19 ვაქცინები ტესტირებულია უსაფრთხოებისთვის

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უტარდება. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება გარკვეული გვერდითი მოვლენები, მაგალითად ტკივილი ინექციის ადგილზე და დაღლილობა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია.

კოვიდის ვაქცინების შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადგინა, რომ ”გამოვლენილი გვერდითი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქია და ყველა შეესაბამება ვაქცინების უმეტეს ტიპებს, მათ შორის სეზონური გრიპის ვაქცინებს”.

პოსტის გავრცელება
დემურ გიორხელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 13 მარტს “საქართველო და მსოფლიოს” ფეისბუკ გვერდმა გააზიარა.

;
პოსტი ასევე გამოქვეყნდა ჯგუფში “ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება
;

დემურ გიორხელიძის პოსტის არქივის ბმული
„News Front”-ის არქივის ბმული
saqinformbiuro-ის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist