ვიდეო, რომელზეც ქურდი და ძაღლი დამეგობრდნენ სინამდვილეში ტიკ-ტოკ სკეტჩია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ქურდი და ძაღლი
102
VIEWS

1 ივლისს ტელეკომპანია კავკასიის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომლის თანახმადაც, სახლის მძარცველი ქურდი და ძაღლი დამეგობრდნენ.

ქურდი და ძაღლი

ვიდეო, თითქოს ქურდი და ძაღლი დამეგობრდნენ, არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო სახუმარო შინაარსისაა, ძარცვას არ ასახავს და ტიკ-ტოკ მომხმარებელმა საკუთარ ძაღლთან გადაიღო.

ვიდეო 24 ივნისს ტიკ-ტოკ მომხმარებელმა beauxworld_ გაავრცელა წარწერით: “როცა შენს სახლში შემოჭრილ ადამიანს ძაღლთან თამაშის დროს გამოიჭერ”. ვიდეოს აღწერაში კი წერია: “თუ ძაღლს მოეწონა, ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნდეს”.

ქურდი და ძაღლი

 Beauxworld_ ტიკ-ტოკ ანგარიში მთლიანად მის ძაღლზე, ბოუზეა ორიენტირებული და ძაღლთან დაკავშირებით სხვადასხვა გასართობ ვიდეოს აქვეყნებს. 

გავრცელებულ ვიდეოში ძაღლი უჩვეულოდ მეგობრულია “უცხო” ადამიანის მიმართ, რის გამოც ბევრმა ტიკ-ტოკ მომხმარებელმა კომენტარებში აღნიშნა, რომ ძაღლი ადამიანს უნდა იცნობდეს. 6 ივლისს beauxworld_-მა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უფრო ცხადია, რომ ვიდეოში ქურდს თავად ასახიერებს. ვიდეოში “მძარცველი” ცეკვავს, ძაღლს ეთამაშება და აჭმევს და კამერის წინ ბანერს სწევს.

ქურდი და ძაღლი

მეორე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ვიდეოში თავად ძაღლის პატრონია და ძაღლი ამიტომაა ასე წყნარად, რაზეც beauxworld_ პასუხობს: “თავი ვერ შევიკავე”.

ქურდი და ძაღლი

კიდევ ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ X-ზე ვიდეო ისე გაავრცელეს, თითქოს რეალობას ასახავდა.

ქურდი და ძაღლი

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist