17 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბრძოლა თავისუფლებისთვის” და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2) გაავრცელეს დიმიტრი ხუნდაძის ციტატები, რომელებშიც ის ხელისუფლების დასაცავად იარაღის აღებაზე საუბრობს. ერთ ფოტოზე ვკითხულობთ: “ნუ გვაიძულებთ, იარაღაღი ავიღოთ ხელში და გამოვიდეთ ქუჩაში ლეგიტიმური მთავრობის და პრეზიდენტის დასაცავად”. მეორე ფოტოზეც მსგავსი შინაარსს ციტატაა დატანილი: “საქმეს იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ იარაღის აღება მოგვიწიოს ლეგიტიმური მთავრობის დასაცავად”.
სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება. პოლიტიკოსის მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ხუნდაძე გაყალბებულ ციტატას თავადაც გამოეხმაურა და მისი ნამდვილობა უარყო.
ციტატა, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძეს მიაწერენ, ღია წყაროებით არ იძებნება. პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის კომენტარი არ გაუშუქებია მედიას (1;2;3), ასევე, არ გვხვდება ხუნდაძის ოფიციალურ და “ხალხის ძალის” ფეისბუქ-გვერდებზე.
დიმიტრი ხუნდაძე ციტატის გავრცელებას Facebook-ით გამოეხმაურა და მისი ნამდვილობა უარყო.
“თქვე მართლა ზეყურნებო, მეტი არაფერი დაგრჩათ, რომ ფეიკები ავრცელოთ?! ესაა თქვენი სიმართლეც და პასუხისმგებლობაც!” – დაწერა ხუნდაძემ და ფოტოს დაურთო წარწერა “Fake”.

წყაროს შესახებ
გაყალბებული ციტატა, სხვებთან ერთად, გაავრცელა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბრძოლა თავისუფლებისთვის”. “მითების დეტექტორს” წარსულში მის მიერ გავრცელებული არაერთი გაყალბებული ციტატა აქვს გადამოწმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.