სოციალურ ქსელში ბრიტანელი პოლიციელების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფოტო მანიპულაცია, დეზინფორმაცია
634
VIEWS

16-18 აგვისტოს ფეისბუქზე დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა  “Георгий Кушиташвили” და სხვა რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ფოტო, რომელიც, აღწერის მიხედვით, ლონდონშია გადაღებული და შესაბამისად ასახავს, როგორ უხრიან თავს ბრიტანელი პოლიციელები მუსლიმური თემის წარმომადგენლებს. პოსტების თანახმად, ეს მოვლენა ბრიტანეთის მიერ წარმოებული მიგრაციული პოლიტიკის შედეგია. 

ბრიტანელი პოლიციელები

ბრიტანელი პოლიციელების ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. სურათზე აღინიშნება არაერთი ისეთი დეფექტი, რაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილ მასალას ახასიათებს.

ბრიტანულ მედიაში და სხვა სანდო წყაროებში არ გავრცელებულა იმის დამადასტურებელი ინფორმაცია ან ფოტო/ვიდეო მასალა, რაც დაადასტურებდა, რომ ფოტოში ასახული მოვლენა რეალურად მოხდა.

ბრიტანელი პოლიციელები

გავრცელებულ ფოტოზე დაკვირვებისას იმჩნევა რამდენიმე დეტალი, რომელიც არაბუნებრივად ჩანს და ხელოვნური ინტელექტის ნიშნებს შეიცავს. ერთ-ერთი დაჩოქილ პოლიციელს ცალ ფეხზე 2 ტერფი აქვს და ზოგადად მისი მარცხენა ფეხი არაბუნებრივი ფორმისაა. ამასთანავე, უკიდურეს მარჯვენა კუთხეში მდგომ კაცს, არაბუნებრივად დიდი და უცნაური ფორმის ცერა თითი აქვს. მეორე კაცის სახე კი მის თავზე არასიმეტრიულად არის ჩასმული. 

გავრცელებული ფოტო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა Logically Facts და DFRAC-მა გადაამოწმეს, რომლებმაც ფოტოზე დაკვირვებისას ხელოვნური ინტელექტისათვის დამახასიათებელი არაერთი დეფექტი აღმოაჩინეს. დამატებით, მათ ფოტოს შესამოწმებლად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის აღმოსაჩენი ხელსაწყოები და ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით სურათის შესაქმნელად სწორედ ხელოვნური ინტელექტი არის გამოყენებული. 

ბრიტანელი პოლიციელები
წყარი: Logically Facts
ბრიტანელი პოლიციელები
წყარო: DFRAC

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist