ქოლუსი გარდაცვალების შესახებ სტატისტიკას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

48
VIEWS

14 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Natia Colussi გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც 2014-დან 2020 წლამდე საქართველოში გარდაცვალების სტატისტიკაა მოყვანილი. ქოლუსი “ადამიანის სიკვდილით გრძნობებზე მოთამაშეებისათვის” წერს, რომ მთლიანობაში 2020 წელს 234-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2016 წელს. მას ასევე ხაზი აქვს გასმული სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობის შედეგად და სიმსივნეების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაზე.

მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა დათო წურწუმიამაც გამოაქვეყნა, რომელშიც ისიც ამტკიცებს, რომ საქსტატის სტატისტიკის თანახმად,  კოვიდს არსებულ ვითარებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა ფეისბუქ მომხმარებელმა კობა კუპრაშვილმაც, რომელშიც 2019 წელს სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი წითლად არის შემოხაზული და დასმულია კითხვა, რომ 2020 წლის მონაცემებიც საინტერესო იქნებოდა.

"

""
ნათია ქოლუსის, დათო წურწუმიას და კობა კუპრაშვილის პოსტები მანიპულაციურია, რადგან სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ 2016 წლის შემდეგ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება აღინიშნებოდა და ეს ტენდენცია მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეიცვალა ზრდით და იმავე მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაც 2016 წელს გვქონდა.

2014-2020 წლებში გარდაცვალების სტატისტიკა ნათია ქოლუსის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით მოჰყავს. საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2016 წლის შემდეგ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 წლის განმავლობაში მცირდებოდა და მან მატება 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ დაიწყო.

"
წყარო: საქსტატი

ამ ტენდენციას 2019 და 2020 წლებს შორის თვეების მიხედვით სიკვდილიანობის შედარება აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით გარდაცვალების მაჩვენებელი განსაკუთრებით ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაიზარდა, რაც კორელაციაშია ამ თვეებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელთან. 2020 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით 307 ადამიანი იყო გარდაცვლილი. 30 ნოემბრისთვის ეს რიცხვი 1 267-მდე გაიზარდა, 31 დეკემბერს კი 2 505-ს მიაღწია."
წყარო: საქსტატი

მსგავსი ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სიკვდილიანობის მონიტორინგის პროექტის (EuroMOMO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელთან  შედარებით, 2020-2021 წელს ევროპის ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრი მატება შეინიშნება.

"
წყარო:EuroMOMO

ნათია ქოლუსი პოსტში ხაზს უსვამს 2020 წელს სიმსივნით და სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას. თუმცა საგულისხმოა, რომ გასულ წლებთან შედარებით ამ მიზეზით სიკვდილიანობა 2020 წელს მკვეთრად არ გაზრდილა და ამ წლებს შორის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელში არსებულ განსხვავებას ვერ ახსნის.

"
წყარო: საქსტატი

რაც შეეხება კობა კუპრაშვილის მიერ მოყვანილ მონაცემებს სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 4 017-მდეა გაზრდილი, თუმცა სტატისტიკაში ცალკეა გამოყოფილი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. 2020 წლის საბოლოო სტატისტიკური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-19-ის შედეგად 2 587 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის შემდეგ შემცირდა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც, როგორებიცაა შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები, სისხლის და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და ა.შ.

"
წყარო: საქსტატი

იმის სადემონსტრაციოდ, თითქოს პანდემია არ არსებობს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მანიპულაციურად წარსულშიც გამოუქვეყნებიათ. ვრცლად იხილეთ:

კორონავირუსთან და სხვა თემებთან დაკავშირებით მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია თავად ნათია ქოლუსის წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist