24-31 ოქტომბერს “Threads”-სა და ფეისბუქზე (1;2) რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანელი პილოტი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მან ქიმტრეილების გავრცელებაზე უარი განაცხადა. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი გერმანული მედიის სიუჟეტია ნაჩვენები, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ნიურნბერგის სასამათლოში საჩივარი შეიტანა, რადგან ის უსამართლოდ გაათავისუფლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქიმტრეილების გავრცელება არ სურდა.
მტკიცება, თითქოს გერმანელი პილოტი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ “ქიმტრეილების” გავრცელებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამაება. რეალურად, ეს ინფორმაცია გერმანულმა სატირულმა მედიამ გაავრცელა, რომელსაც საიტზე აღნიშნული აქვს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აქვეყნებენ არის სატირა და სრული სიცრუეა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო ფრანგული პრესის სააგენტოს AFP-ის ფაქტების გადამმოწმებელმა სამსახურმა გადაამოწმა, რომელთაც დაადგინეს, რომ რეალურად ის ეკუნთვნის გერმანულ სატირულ გამოცემას. აღნიშნული ვიდეო/სიუჟეტი 2024 წლის 30 სექტემბერს აიტვირთა გერმანული “Der Postillon”-ის იუთუბ არხზე, გამოცემის ვებსაიტზე ძებნის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ იგივე ინფორმაცია სტატიის სახით გამოქვეყნდა 2023 წლის 17 ოქტომბერს. სტატიასა და სიუჟეტში ყველა დეტალი იდენტურია. მათ შორის, პილოტისა და ავიაკომპანიის სახელები. ასევე, იდენტურია მტკიცება, რომ მან 30 ფრენა განახორციელა ისე, რომ არ ავრცელებდა “ქიმტრეილებს” და ამას უფროსებს უმალავდა, რაც მხოლოდ შიდა გამოძიების ჩატარების დროს აღიარა.
გამოცემა “Der Postillon”-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ყველაფერი, რაც მათ მიერ ქვეყნდება, არის სატირა და სრული სიცრუე.
გავცელებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ პილოტის სახელი კრისტოფერია და ის თავადვე იძლევა ინტერვიუს. “მითების დეტექტორმა” სახის ამომცნობი პროგრამა Pimeyes-ის მეშვეობით სცადა მოეძია ამ პიროვნების რეალური ვინაობა და დადგინდა, რომ ის არის თავად ამ სატირული გამოცემის რედაქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი ფილიპ ფელდჰუზენი.
-
რა ვიცით ქიმტრეილებზე?
ე.წ ქიმტრეილებზე შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებული კვალი პოლიტიკური ელიტების მიერ გაშვებული საიდუმლო მომწამლავი ნივთიერებებია, უკვე წლებია, ვრცელდება. რეალურად, ცაში დატოვებულ კვალს contrail ჰქვია. როგორც AFP სტატიაში აღნიშნავს, კალიფორნიის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი სამართლის პროფესორმა მათ აუხსნა, რომ contrails “შედგება წყლის ან ყინულისგან, რომლებიც ძრავის გამონაბოლქვი აირის ნაწილია, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით დამაბინძურებლებს, ისევე როგორც ყველა მანქანის გამონაბოლქვი აირს“.
“მითების დეტექტორმა” წარულში “ქიმტრეილების” შესახებ არაერთი დეზინფორმაციული, მანიპულაციური და კონსპირაციული შინაარსის მტკიცება გამოავლინა.
- არის თუ არა კავშირში სოლარული გეოინჟინერია და ე.წ. ქიმტრეილები?
- ადასტურებს თუ არა კვლევითი სტატია და ტენესის შტატის კანონი ე.წ. “ქიმტრეილების” არსებობას?
- აკრძალა თუ არა სასამართლომ აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ე.წ. ,,ქიმტრეილები”?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.