9 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა მრისხანე ბაბუაწვერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ტვიტის სქრინშოტი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, ყირიმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება და დროშები დაეშვება. ტექსტს 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ამსახველი ფოტოც ერთვის. (zolpidem tartrate)
ირაკლის ღარიბაშვილის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო ტვიტი, რომელიც აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნდა 6 ოქტომბრით თარიღდება და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას ეხება.
გარდა ამისა, სქრინშოტზე დეტალურად დაკვირვებისას აშკარაა, რომ ის გაყალბებულია, რადგან ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან ტვიტერის პოსტის მოსქრინვის დროს, ტექსტის განლაგება განსხვავებულია, ხოლო სქრინშოტის ზედა ნაწილში follow ღილაკის გვერდით ვერიფიკაციის ნიშანი ჩანს.
გავრცელებული პოსტის კომენტარებში ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილმა პოსტის შინაარსი რეალურ ამბად აღიქვა. ამასთან პოსტის ავტორი თავადაც ირწმუნებოდა, რომ სქრინშოტი ნამდვილია.
ფოტოზე გამოსახული ყირიმის ხიდი 8 ოქტომბერს აფეთქების შედეგად დაზიანდა. ხიდი ყირიმის ნახევარკუნძულისა და რუსეთის ტერიტორიის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ხაზია. გავრცელებული ინფორმაციით, 8 ოქტომბრის დილით ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, შედეგად საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა და ახლოს მდგომ საწვავის ცისტერნებით დატვირთულ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
“მრისხანე ბაბუაწვერას” სხვისი სახელით, გამოგონილი პოსტები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- აპირებს თუ არა იაგო ხვიჩია მიცვალებულების ოქროს კბილების გამოყენებას?
- ფეისბუკზე “ტაბულას” სახელით ყალბი სქრინი ვრცელდება
- ბანკზე თავდამსხმელის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება
- ქმნის თუ არა ღარიბაშვილი “შრომის პოლიციას”?
- ითხოვს თუ არა ბაია პატარაია ბიჭების რაოდენობის შესამცირებელ და გოგონების შობადობის წამახალისებელ რეგულაციებს?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.