უკრაინის ქალთა გვარდიის სახელით სექსისტური შინაარსის ყალბი პოსტერი ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

პოსტერი
90
VIEWS

10 ნოემბერს რუსელენოვან ფეისბუკ-ჯგუფში РУССКИЕ გამოქვეყნდა პოსტერის ფოტო, რომელზეც უკრაინული  არასამთავრობო ორგანიზაციის ,,უკრაინის ქალთა გვარდიის’’ ლოგოა დატანილი. 

ფოტო სექსიტური შინაარსის სარეკლამო პოსტერია, რომელშიც უკრაინელ ქალებს სამხედრო მომზადების ორკვირიან კურსებზე  დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ. სურათზე გამოსახულია ქალი სამხედრო ფორმაში, უკანა ფონზე კი მანქანის საჭესთან მჯდომი მაიმუნი წარწერით “І макаку можна навчити водити”-მაკაკას შეგიძლია ასწავლო ტარება.

იგივე ინფორმაცია  რუსულენოვან იუთუბ-არხსა და ტელეგრამ-არხზეც გავრცელდა. აღწერის მიხედვით, პოსტერი კიევის მეტროშია გაკრული.

პოსტერი

უკრაინის ქალთა გვარდიის სახელით გავრცელებული პოსტერი ყალბია და გენდერული ნიშნით გავრცელებული დეზინფორმაციაა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უკრაინულ გამოცემასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის ქალთა გვარდიას პოსტერთან კავშირი არ აქვს.

11 ნოემბერს უკრაინულმა მედია ostro.org-მა ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უკრაინის ქალთა გვარდიის’’ ხელმძღვანელმა ოლენა ბილეცკამ  გამოცემასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორგანიზაციამ დაუკვეთა ეს რეკლამა. მისი თქმით, გავრცელებული ფოტო ფოტოშოპით ან რაიმე კომპიუტერული პროგრამით არის გაკეთებული და  ორგანიზაციას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„პირველად მესმის თქვენგან ამ პოსტერის  შესახებ… ჩვენ, როგორც ქალთა წინააღმდეგობის მოძრაობა 2014 წლიდან ვმუშაობთ და რუსული პროპაგანდა  მუდმივად ნადირობს ჩვენზე“, – განაცხადა ბილეცკამ.

აღსანიშნავია, რომ „უკრაინის ქალთა გვარდიის’’  საიტზე მსგავსი შინაარსის რეკლამა არ იძებნება. აღნიშნული რეკლამა არც რეპუტაციულ უკრაინულ მედიაში იძებნება. აღნიშნულ ფოტოს მხოლოდ პრორუსული ანგარიშები აქვეყნებენ. 

ამავე თემაზე სტატია უკრაინულმა  ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია disinfo.detector.media-მაც გამოაქვეყნა. 


ნანა ჩადუნელი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist