ვრცელდება ყალბი ვიზუალური მასალა, თითქოს ხანძრის გამო ჰოლივუდის წარწერა იწვის 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

9-10 იანვარს ფეისბუქის ქართულმა (1, 2, 3, 4, 5) და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა, მათ შორის, მათ, ვინც მცდარ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს, ასევე პლატფორმა Threads-ის ანგარიშებმა (1, 2) გაავრცელეს ვიდეო და ფოტომასალა, რომლებზეც ჩანს, რომ ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის წარწერა იწვის. პოსტების ავტორები ვიზუალურ მასალას კალიფორნიაში მძვინვარე ხანძარს უკავშირებენ. 

ჰოლივუდის წარწერა ჰოლივუდის წარწერა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიზუალური მასალები, თითქოს ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის წარწერა იწვის, ყალბია. ხანძრის გავრცელების რუკის, ასევე მის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოების განმარტებებით დასტურდება, რომ ხანძარი ჰოლივუდის ნიშანს არ მიახლოებია. ამასთანავე, გავრცელებულ ვიზუალებზე იმგვარი ხარვეზების შემჩნევაა შესაძლებელი, რაც ადასტურებს, რომ ისინი ყალბია. 

ლოს-ანჯელესში ძლიერ ხანძარს 7 იანვრიდან ებრძვიან. 13 იანვრის მონაცემით, მან უკვე 24 ადამიანი იმსხვერპლა და 600-ზე მეტი შენობა დაზიანდა ან განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიზუალური მასალა, რომელიც ალმოდებულ ჰოლივუდის წარწერას ასახავს, რეალური არ არის. ვიდეოს ნამდვილობა შეისწავლა ამერიკული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Snopes-მა. მათ დაადგინეს, რომ ალმოდებული ჰოლივუდის სიმბოლოს ვიდეო თავდაპირველად ტიკ-ტოკ ანგარიშმა გაავრცელა. ანგარიშს ვიდეო უკვე წაშლილი აქვს, თუმცა მისი არქივის ბმული ხელმისაწვდომია. ვიდეოს გამავრცელებელ ანგარიშს მითითებული აქვს, რომ ის ხელოვანია და გრაფიკულ ვიდეოებს ქმნის. ანგარიშს ამ დრომდეც არაერთი გრაფიკული, ციფრულად დამუშავებული ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. 

ჰოლივუდის წარწერა

Snopes ლოს-ანჯელესის ხანძრის დეპარტამენტსა და კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ყალბი ვიზუალური მასალის გავრცელების დროს, ხანძრის კერები ჰოლივუდის სიმბოლოდან 4 კილომეტრზე (3 მილი) დიდი მანძილით იყო დაშორებული. 

ფრანგული მედია Agence France-Presse-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა შეისწავლა ფოტო, რომელზეც ალმოდებული მთა მაუნთ ლი და ჰოლივუდის წარწერა ჩანს. მათი დასკვნით, წარწერა Hollywood-ის ნაწილი, “H” რეალურისგან განსხვავებულად გამოიყურება. კერძოდ, მის უკან სიმბოლოს დამჭერები, რომლებიც ხაზებად ჩანს, რეალურისგან განსხვავებულია. შესაბამისად, მათი დასკვნით, ფოტო რეალური არ არის. ამასთანავე, მედია AFP 2025 წლის 9 იანვარს გადაღებულ ჰოლივუდის ნიშნის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ხანძრით დაზიანებული დეტალები არ ჩანს. 

ჰოლივუდის წარწერა
მარცხნივ: ყალბი ფოტო / მარჯვნივ: AFP-ის ფოტო, 2025 წლის 9 იანვარი

ხანძრის გავრცელების რუკაზე დაკვირვებითაც ჩანს, რომ ის ჰოლივუდის ნიშანს არ მიახლოებია. ჰოლივუდის წარწერა გრიფიტის პარკში მდებარეობს. რუკაზე ვხედავთ, რომ მის გარშემო ხანძრის რამდენიმე კერაა, თუმცა პარკთან არცერთი იყო იმდენად ახლოს, რომ ხანძარი ჰოლივუდის სიმბოლოზე გადასულიყო. 

ჰოლივუდის წარწერა
წყარო: კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტი

“მითების დეტექტორი” ხშირად ამოწმებს ვიზუალურ მანიპულაციებს. მსგავსი მასალები კრიზისული სიტუაციებისას განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist