“ქართული ოცნების” ამომრჩევლებთან დაკავშირებით ხაბეიშვილის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფოტოზე ასახულია დეზინფორმაცია
105
VIEWS

24-25 ოქტომბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა “იმედმა” (1, 2) “რუსთავი 2”-მა და POSTV-მა, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ (1, 2, 3, 4), რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2) ლევან ხაბეიშვილის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ციტატა გამოაქვეყნეს. მედიების თანახმად, პოლიტიკოსმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს “დაღრეჯილები” და “ნარკომანები” უწოდა. კერძოდ კი მან თქვა: “შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ, არ ვიცი, როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არცერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ.” 

ლევან ხაბეიშვილის ვიდეო, სადაც თითქოს ის “ქართული ოცნების” ამომრჩეველს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, გაავრცელა ანტიოპოზიციურმა გვერდმა “სიმართლის დროა”. 

Screenshot 2024 10 26 111806 1 | mythdetector.com Screenshot 2024 10 26 111814 1 | mythdetector.com

ლევან ხაბეიშვილის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება. სინამდვილეში, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს “დაღრეჯილები” და “ნარკომანები”, კონკრეტული ადრესატები ჰყავდა და არა ზოგადად ქართული ოცნების ამომრჩევლებს, არამედ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილზე თავდამსხმელებს მიემართებოდა. 

24 ოქტომბერს ლევან ხაბეიშვილი მიწვეული იყო “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია”. პოლიტიკოსმა წინასაარჩევნო პერიოდზე, არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში პარტიის გეგმებზე ისაუბრა. პოლიტიკოსმა ამომრჩეველს ისიც შეახსენა, რომ ხმის მიცემის პროცესი ფარულია. ოპოზიციონერმა  ინტერვიუში ისიც ახსენა, რომ მათ ამომრჩევლებს წლებია აშინებენ. 

ლევან ხაბეიშვილი ინტერვიუს დაწყებიდან მალევე პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას ახსენებს და ამბობს, რომ მას სოლიდარობას უცხადებს. სწორედ გოგიჩაიშვილის თავდამსხმელებს ახასიათებს ლევან ხაბეიშვილი სიტყვებით “დაღრეჯილები”, “ნარკომანები”. ის ამ კონტექსტში არ ახსენებს მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და არც მათ მიემართებათ მსგავსი შეფასება. ინტერვიუში ლევან ხაბეიშვილი ამბობს: (21:35) “ლევან გოგიჩაიშვილს გაუსწორდნენ გუშინ და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მე სოციალურ ქსელში ამას გამოვეხმაურე და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო, მაგრამ ის დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, ხო, ახლა მე მართლა შეურაცხყოფას არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ, აი, სახეზე რომ აწერიათ, არ ვიცი, როგორ გითხრათ, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ხო, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, არც ერთი არ იყო ფხიზელი, მე რასაც ვუყურებდი, ანუ ეს არის, ასეთ მოკრიმინალო, დამპალ სისტემაზე, გახრწნილ სისტემაზე დგას ბიძინა ივანიშვილი”. 

23 ოქტომბერს, საღამოს, გიორგი გახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი პარტიის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ. ოპოზიციური პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ პირებზე მიუთითებს და გახარიამ აღნიშნა: “ოცნების” ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა.” 

ყალბი ციტატები ან საჯარო განცხადებების მანიპულაციური გავრცელება ხშირი შემთხვევაა. ბოლო პერიოდში “მითების დეტექტორმა” არაერთი ასეთი შემთხვევა გამოავლინა

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist